Skip to main content

ჩვენს შესახებ

ამ, პირველი ქართული ფილსოფიური ინტერნეტ გვერდის რედაქტორები არიან ს.ტოტოჩავა (ფილოსოფიურ მეცნიერებათა მაგისტრი ლოგიკის სპეციალობით) და ი.გოგიჩაძე (ფილოსოფიურ მეცნიერებათა მაგისტრი).

ჩვენი წამოწყების მიზანი სრულიად უანგაროა. ეს პროექტი არანაირი გრანტის დაფინანსებით არ ხორციელდება და მთლიანად ენთუზიასმსა და ინტელექტუალური ლიტერატურის სიყვარულს ემყარება. ჩვენ სკოლის პერიოდიდანვე გატაცებით ვკითხულობდით პლატონის „ნადიმსა“ და „ფედონს“, ფრანც კაფკას „პროცესს“, პასკალის „აზრებს“ და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხელი მიგვიწვდებდა ჩვენი უბნის ბიბლიოთეკაში, რომლის ძალიან ხშირი სტუმრებიც გახლდით. დღეს ახალგაზრდობა უფრო მეტ დროს ატარებს  კომპიუტერთან და ინტერნეტით ეცნობა უამრავ სიახლეს, მათ შორის ლიტერატურულსაც. ამიტომ ერთერთი მოტივი ვებ-გვერდის შექმნისა ესეც იყო — ფილოსოფიის პოპულარიზაცია ქართველ ახალგაზრდობაში.

 

მნიშვნელვანია კიდევ ერთი გარემოება: კომუნისტურ ეპოქაში ბევრი ქართველი მოაზროვნე მრავალ  სტატიასა და წიგნს რუსულ ენაზე წერდა და ისინი დღემდე არაა ქართულად თარგმნილი. თანამედროვე ეტაპზე, როგორც მოგეხსენებათ, ინგლისური და სხვა უცხო ენები უფრო კარგად იცის ახალგაზრდა თაობამ, ვიდრე რუსული. ჩვენ გვინდა რომ ქართველ ფილოსოფოსთა რუსულენოვანი მემკვიდრეობაც ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის.

მესამე მოტივი მდგომარეობს შემდეგში: თითქმის ყველა ის ფილოსოფიური ლიტარატურა, რომელსაც ჩვენ ახალგაზრდბიდან ვკითხულობდით, თარგმნილი იყო ბ.ბრეგვაძის მიერ, რომლის ღვაწლიც ნამდვილად განუზომელია, ვებ-გვერდზე წარმოებული მთარგმნელობითი საქმიანობით ჩვენც გვსურს ამ მხრივ მოკრძალებული წვლილის შეტანა და საქართველოში მთარგმნელობითი ტრადიციების სტიმულირება.

და ბოლოს, ამ საქმიანობით ჩვენ ვცდილობთ კავშირის შენარჩუნებას ჩვენს პროფესიულ სფეროსთან.