Skip to main content

მ. მამარდაშვილი, “კანტიანური ვარიაციები”. ლექცია 3.

(თარგმნილია 1982 წელს მოსკოვის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაკითხული ლექციების წიგნად გამოცემული კრებულის ელექტრონული ვერსიიდან.)

 

 

ერთობლივმა საქმიანობამ შეგვიყვანა კანტის იდეის, პრინციპების პრობლემათა ცენტრში. ჩვენი მეთოდი, ჩვეულებისამებრ, იქნება — ვარირება კანტიანურ თემატიკაში იმდენად, რამდენადაც კანტისეულ აზროვნებაში საქმე გვაქვს ერთგვარ ნაკადთან და მის შინაგან მოძრაობასთან, და არა ცალკეულ თხზულებებთან, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, შრომის შედეგად შექმნილ ნაწარმოებებთან. ამ შრომის პროდუქტებს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი, თვითმკმარი მნიშვნელობა. საქმე ეხება ერთგვარი ორგანიზმის შინაგან ფორმას, რომელსაც ჰქვია კანტი. ხოლო ორგანიზმს, როგორც ვამბობდი, ოცი წლის ასაკშიც ძალუძს ქმნა იმისა, რაც ეგების სამოცი წლის ასაკში და პირიქით. ის ჩვენ არაფერს გვეკითხება… და ამდენად, იმან, რისკენაც მივდივართ, უნდა მოგვცეს საშუალება გავიაზროთ შემდეგი: სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ღმერთები, შეგვიძლია ვიყოთ ზნეობრივნი, სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ცოდვილობის სავსეობა, შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელნი, ანუ თავისუფალნი. დღეს აქ ვისაუბრებთ ამ ყველაფრის თაობაზე განსხვავებულ მასალაზე დაყრდნობით. (more…)

მ. მამარდაშვილი, “კანტიანური ვარიაციები”. ლექცია 2.

(თარგმნილია 1982 წელს მოსკოვის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაკითხული ლექციების წიგნად გამოცემული კრებულის ელექტრონული ვერსიიდან.)

 

 

მაშ ასე, ჩვენ ვეცდებით კანტის ხმა-მეტყველად ვარირებას, იმ კანტისა, რომელიც ჩვენშია თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაზროვნებთ ან ვცდილობთ ამის გაკეთებას. ვიცით თუ არა ამის შესახებ — ის ჩვენშია. დეკარტი ჩვეთვის ჭაღარა ლეგენდაა, ისტორიული შორეთიდან მომავალი მრგვალი მაგიდის რაინდია, ხოლო კანტი — ჩვენი თანამედროვეა, ჩვენ უნებლიედ, არათვითნებურად ვლაპარაკობთ მის ენაზე, ვმოძრაობთ კანტის მიერ დაყენებულ საკითხთა აზრობრივ კავშირებში. ცხადია, ჩემი კანტი იქნება სუბიექტური, ის სხვანაირი არც შეიძლება იყოს. მე უკვე ვთქვი, რომ არსებობს ჩვენი მსჯელობების ერთგვარი გადამამოწმებელი წესი, ინტელგიბელურობის წესი, ის დასკვნა, რომელიც გავაკეთეთ ან ის, თუ როგორ გავიაზრეთ რაღაც — უნდა აკავებდეს ერთიანობის ნათელში ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს, რათა თვითოეული მათგანის ასახნელად კიდევ არ მოგვიწიოს დამატებითი ad hoc ჰიპოთეზების მოშველიება. აზრისეული მოვლენები ისეთივე ემპირიული მოვლენებია ამ სამყაროში როგორც ფიზიკური მოვლენები. (more…)

მ. მამარდაშვილი, “კანტიანური ვარიაციები”. ლექცია 1.

(თარგმნილია 1982 წელს მოსკოვის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაკითხული ლექციების წიგნად გამოცემული კრებულის ელექტრონული ვერსიიდან.)

 

    არ მინდა ვეცადო მადლიერების გამოხატვას კურსის ორგანიზატორთა და მსმენელთა მიმართ — მე უბრალოდ ვერ მოვძებნი საჭირო სიტყვებს. მადლიერების გამოხატვად მიიღეთ ის, რასაც მოგახსენებთ, თუ, რა თქმა უნდა, შევძლებ ამას. უწინარესად, ვიდრე გამოვხატავდე მადლიერებას ხსენებული ფორმით, მე ვისურვებდი შთამენერგა თქვენთვის თანაგრძნობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთაც როდესმე მოუწიათ კანტის შესახებ ლექციათა წაკითხვა. მე ეხლა მიკანკალებს მყესები და ვფიქრობ მათზე, ვისაც მოუწია კანტის თაობაზე საჯარო მოხსენებით გამოსვლა — რას განიცდიდნენ ისინი, თუ საერთოდ განიცდიდნენ რამეს? გიყვართ რა ეს ფილოსოფოსი, როცა იმყოფებით შინ, თქვენ მოეწყობით ისევე მყუდროდ, როგორც ის იღებდა ხოლმე თავის სტუმრებს, მაგრამ მე ეხლა არ ვარ შინ, მე ვარ თქვენთან ერთად და უნდა ვისაუბრო ხმამაღალა — აქედანაა მთელი ეს მღელვარება და მორიდებულობა. (more…)

“ლიტერატურული კრიტიკა როგორც წაკითხვის აქტი” — მ.კ. მამარდაშვილი

                                                                          ( თარგმნილია: http://philosophy.ru – დან)

    მე მსურს გაგიზიაროთ პირადი შთაბეჭდილებანი, მიღებული იმისგან, რასაც უწოდებენ ლიტერატურას და ლიტერატურულ კრიტიკას (მხედველობაში მაქვს, ცხადია, ფილოსოფოსის შთაბეჭდილებანი). ბოლოს და ბოლოს, ფილოსოფიაცა და ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტიც, ხელოვნებისეული ტექსტი, დაიყვანება ცხოვრებისეულ საკითხებზე, ანუ სიყვარულზე, სიკვდილზე, არსებობის საზრისსა და ღირსებაზე, იმაზე, რასაც ჩვენ რეალურად განვიცდით ცხოვრებაში და რასაც მოველით მისგან; და, ცხადია, ვკითხულობთ იმას, რაც ახლოსაა ჩვენს სულიერ გამოცდილებასთან. ის, რაც არ ააღელვებს ჩვენს სულს, ჩვენთვის არცაა ლიტერატურა. ლიტერატურის გარკვეული ნაგლეჯები ჩვენთვის დახურულია უბრალოდ იმის გამო, რომ იგი, ალბათ, არ ეთანადება ჩვენს ცხოვრებისეულ გზასავალსა და უმთავრეს აქტს — საკუთარი თავის გახსნის აქტს იმაში, რასაც გვეუბნება ჩვენ წაკითხულისგან მიღებული შთაბეჭდილება. და მათ ლიტერატურის კრიტიკოსი, ალბათ, არც უნდა შეეხოს. (more…)