Skip to main content

„ლერი მჭედლიშვილის ხსოვნისთვის“

„ლერი მჭედლიშვილის ხსოვნისთვის“

 

 

2011 წელს ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებელს, ლოგიკოს ლერი მჭედლიშვილს, 75 წელი შეუსრულდა. ის შესანაიშნავად გამოიყურებოდა და არანაირ ეჭვს არ ბადებდა, რომ კიდევ დიდხანს შეძლებდა თავისი ცოდნის ახალ-ახალი თაობებისთვის გადაცემას.

დიდად სამწუხაროა, რომ 2013-მა წელმა ჩვენი იმედი გააქარწყლა და ეს შესანიშნავი პედაგოგი და მეცნიერი ჩამოგვაშორა. მთელი ქვეყანა უნდა დარდობდეს მისნაირი თანამოქალაქის მოსაკლისებას. საუბედუროდ, ასეთ, მართლაც შესანიშნავ ადამიანებს, ყველაზე სალახანა პოლიტიკოსსა თუ შოუ-ბიზნესის ნებისმიერ წარმომადგენელზე ცუდად იცნობს ხალხი.

ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მისი გარდაცვალებით საქრთველოში ლოგიკაც (როგორც მეცნიერული დისციპლინა) მოკვდა.

სანამ ცოცხლები ვიქნებით ყოველთვის გვემახსოვრება ბატონი ლერის არაჩვეულებრივი ლექციები და მასთან ურთიერთობის მარვალი სასიამოვნო მომენტი.


4 thoughts on “„ლერი მჭედლიშვილის ხსოვნისთვის“

  1. შესანიშნავი დეკანი,ლექტორი და რაც მთავარია არაჩვეულბრიი ადამინი იყო…….

    1. Vaimeeee leeliko leri gardaicvala? Martla giziareb shen da sheni fakultetis yvela students visac xshiri urtiertoba konda b-n leristan …:( 🙁

Comments are closed.