Skip to main content

ი. გოგიჩაძე. “თავისუფლების დეტერმინანტები — პირობა, მოტივი, იდეა”.

(კრებულიდან – “ფილოსოფიური ძიებანი” N-26, 2022 წ.)

“Ansinus buridani inter duo prata”

“ბურიდანის ვირის” პარადოქსი ერთ-ერთია იმ პარადოქსთა შორის, რომელიც ფილოსოფიის ისტორიაში ცნობილია ძენონიდან მოყოლებული. ეს კონკრეტული პარადოქსი, რომელიც მიეწერება სორბონის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შუა საუკუნეებში მოღვაწე რექტორს — ჟან ბურიდანს, მის ნაშრომებში არაა მოცემული და ჩამოყალიბებული. არსებობს ვარაუდი, რომ იგი მას ზეპირად იყენებდა თავის ლექციებზე და ეს გრძელდებოდა იმდენად დიდხანს, რომ გაბეზრებულმა მსმენელებმა ამ პარადოქსს ბურიდანის სახელი საუკუნოდ მიაწებეს. (more…)

“ანთროპოსის ბედკრულობის ობიექტურობა და მეტაფიზიკის ძირეული საკითხი”. ი. გოგიჩაძე

(კრებულიდან — “ფილოსოფიური ძიებანი”, 2021 წ.)

 

მცირეოდენმა განსაცდელმა შეიძლება გაგხადოთ სრულიად უბედური, მაშინ როცა

სრულიად ბედნიერად ვერ გაქცევთ ამქვეყნად ვერაფერი”.   (ა. შოპენჰაუერი)

“არ არსებობს არავითარი სანდო წყარო, არავითარი სანდო საზომი, გარდა რწმენისა, როცა საქმე ეხება საკითხს: ვინ შექმნა ადამიანი — კეთილმა ღმერთმა, ბოროტმა დემონმა თუ შემთხვევითობამ”.           (ბ. პასკალი)                                                                              

                                   1.

ბედნიერების ცნების თეორიული განსაზღვრა ურთულეს ფილოსოფიურ საკითხთა რიგს განეკუთვნება. მეტაფიზიკური თემატიკა რთულად საწვდომი ბუნების საგნებს ეხება და გასაკვირიც არაა, რომ ბედნიერების რაობა დღემდე დაუდგენელია. ბედნიერება არაა ისეთი ობიექტი, რომელსაც ექსპერიმენტულად დავაკვირდებოდით ან მათემატიკურად გამოვთვლიდით. გაურკველობაც, ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი მეტაფიზიკურობის გამოძახილია. თუმცა, გარკვეული ასპექტები შეიძლება დადგენილად ჩაითვალოს, როგორც ობივატელური ისე ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი შეგნებისთვის. (more…)

ი. გოგიჩაძე – “პიროვნება და სიკეთის იდეა”.

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-24  2020 წ.)

ევროპული ფილოსოფია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც პლატონის კომენტარები.

                                                                                                     ალფრედ ნორთ უაიტჰედი.

წინამდებარე სტატიაში ვეცდებით სიკეთის იდეის, მასთან დაკავშირებული ნიუანსების წარმოჩენას ჩვენეული ანთროპოლოგიური სურათის ფონზე. ეს ანთროპოლოგიური სურათი კი, თუ გავიხსენებთ, მოკლედ შემდეგნაირია: 1. ემპირიული სუბიექტ-ობიექტი, ანუ ცხოველი, რომელიც ემორჩილება ინსტიქტებს და ხელმძღვანელობს შიშველი ემპირიული მონაცემებით, ასე ვთქვათ, ალალად ენდობა მათ; 2. რაციონალური სუბიექტ-ობიექტი, ანუ საკუთრივ ადამიანი, რომელიც ემორჩილება რაციოს და ხელმძღვანელობს ექსპერიმენტული მონაცემებითა და ლოგიკით; 3. ინდივიდუალი, ანუ მოფიქრალი მე, თვისტომთა შორის ორიგინალური ხედვით გამორჩეული შემოქმედი, რომელიც ემორჩილება მუზას, შთაგონებას და თავისი ნიჭისა და ხედვის შესაბამისად გარდაქმნის ემპირიული თუ რაციონალური გამოცდილების მონაცემებს; 4. პიროვ-ნება, ანუ ანთროპოსის ის პოტენციური ცენტრი, რომელმაც შეიძლება შეგნებულად, თავისუფლად მართოს ყველა სხვა პლასტში მიმდინარე პროცესები (ბიოლოგიური, ქიმიურ-ფიზიკური, ფსიქიკური, შემოქმედებითი თუ ექსისტენციალური). ანთროპოსი ჩვენ გვესახება არა ერთგანზომილებიან, ცალსახა არასებად, არამედ მინიმუმ ამ ოთხი პლასტის ერთიანობად, რომელთაგან ზოგი, მაგ., პირველი იმთავითვე სახეზე მოცემული რეალობაა, ხოლო დანარჩენი მასში პოტენციურად ძევს. ამის თაობაზე უფრო ვრცლად იხილეთ ჩვენი წინამორბედი სტატიები. (more…)

ირაკლი გოგიჩაძე. „ანთროპოტიპი და მიკროკოსმოსი“

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი”, N-23. 2019 წ)

 

ანთროპოსის მიკროკოსმოსად განხილვას ფილოსოფიის ისტორიაში დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს განხილვები ძირითადად ანალოგიებით მსჯელობის ხასიათს ატარებდა — მიკროკოსმოსი (კერძოდ კი ადამიანი ზოგადად) მოიაზრებოდა კოსმოსის იგივე მაკროკოსმოსის მსგავს, ოღონდ მასშტაბებში შემცირებულ, მოწესრიგებულ, კანონქვემდებარე და ა.შ. მოცემულობად.

ამგვარი განხილვისას ძალზე ზედაპირულები რომ არ აღმოვჩნდეთ წინასწარვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის მხარეებს შორის პირველი იმთავითვე მოცემული ან თავისთავად ჩამოყალიბებული ერთეულია, ხოლო მეორე ასეთად და ასეთად შეიძლება ან უნდა იქცეს. ცხადია, აქ საქმე ეხება მიკროკოსმოსს როგორც ანთროპოსის შინაგან, გნებავთ სულიერ-გონით სამყაროს და არა ანთროპოსს როგორც ფიზიკურ-ვიტალურ მოცემულობას, რომელიც ისედაც მაკროკოსმოსის უშუალო ნაწილთაგანია. (more…)

ირაკლი გოგიჩაძე. “პიროვნება გონით აქტებში” (ეგზისტენცი და ტრანსცენდირება)

“ჯერ თქვენ მითხარით, თუ რა არის სიცოცხლე და მერე გეტყვით, თუ რა არის სიკვდილი”.

კონფუცი

 

ამ სტატიაში დასახულ თემატიკას განვიხილავთ წინამორბედ სტატიებში ჩამოყალიბებული ანთროპოლოგიური სურათის ფონზე. ანთროპოსის ჩვენეული სურათი გულისხმობს ოთხ ანთროპულ პლასტს, განზომილებას — ანუ ანთროპოსი ჩვენის წარმოდგენით არაა რაღაც მარტივი, ერთ განზომილებიანი ყოფიერი. ამ პლასტებს შორის ჩვენ ვხედავთ არსებით განსხვავებულობასა და ზეაღმავალობას გარკვეული აზრით: (more…)

ი. გოგიჩაძე. „ანთროპოსის ღირებულებითი ორიენტირები” (ნიჰილიზმი და თავისუფლება)

 (კრებულიდან – “ფილოსოფიური ძიებანი” N- 21, 2017 წ)

ნიჰილიზმი იმ მდგომარეობას აღნიშნავს, როცა ადამიანი მხედველობიდან ჰკარგავს წარმავალი არსებობის იქით „სხვა არსებობისადმი“, მარადისობისადმი ზიარების პერსპექტივას.

ზურაბ კაკაბაძე („ფილოსოფიური საუბრები“, თბილისი 1988 წ., გვ.84)

 

  1.  1. ჩვენი სტატიის მიზანი არაა აქსიოლოგიური. მართალია, ღირებულება აქსიოლოგიური კატეგორიაა და მასთან დაკავშირებულ აქსიოლოგიურ კონტექსტს გარკველწილად ანგარიში უნდა გავუწიოთ, თუმცა ეს კონტექსტუალური ასპექტები წინამდებარე სტატიაში მართული იქნება ანთროპულ ყოფიერებასთან დაკავშირებული ნიუანსებით და მას ერთგვარი გამოყენებითი ფუნქცია დაეკისრება. კერძოდ, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ე.წ. „ღირებულებით შკალას“, რომელიც საყოველთაოდაა მიღებული და აქსიოლოგიის ქვაკუდხედად წარმოგვიდგება.

(more…)

ი.გოგიჩაძე – “ანთროპოსი, ფილოსოფია და სუპერქოლაიდერის ეპოქა’

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-20, 2016წ.)

‘Пусть я не знаю смысла жизни, но искание

смысла уже дает смысл жизни.”

Н. А. Бердяев.

 

წინამდებარე სტატიაში ჩვენ ვიყენებთ ისეთ ცნებებს როგორებიცაა — ანთროპოსი, ანთროპული ზრდა, ემპირიული სუბიექტ-ობიექტი, რაციონალური სუბიექტ-ობიექტი, ინდივიდუალი, პიროვნება, საზრისი და ა.შ. — რომელთა შინაარსებიც ჩვენ დავაფიქსირეთ წინამორბედ სტატიებში (“ფილოსოფიური ძიებანის” მეცამეტედან მეცხრამეტე ნომრების ჩათვლით). აქ ჩვენ ხსენებულ ცნებით შინაარსებზე დაყრდნობით შევეცდებით გავარკვიოთ ისეთი ფენომენების რაობა როგორებიცაა — ყოფიერების გაგება, მსოფლმხედველობა, ანთროპული ყოფიერების საზრისი, თანამედროვე ეპოქის სულისკვეთება, ფილოსოფია, მისი ბუნება, შესაძლებლობები, ალტერნატიული მიმართულებები და როლი. (more…)

ი.გოგიჩაძე — “გაუცხოების ფენომენი”

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი N-19, 2015 წ.)

“болезнь, в самом широком смысле слова – тела души и духа – это отчуждение.”
“Христос есть исцеляющая сила, преодолевающая отчуждение, ибо Сам Он не был отчужден.”
Пауль Тиллих. Избранное: “Теология културы”.
გაუცხოების ფენომენისადმი ინტერესი ფილოსოფიის ისტორიაში თავს იჩენს კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასკვნით ეტაპზე, კერძოდ ჰეგელთან და ფოიერბახის გავლით უკიდურეს სიმწვავეს აღწევს მარქსთან.
შემდგომი აქტუალიზაცია ამ თემისა უკვე უკავშირდება ფსიქოანალიზს (ფროიდი), ნეომარქსიზმს (ფრომი) და ზოგადად ექსისტენციალიზმს. (more…)

ი.გოგიჩაძე – “აბსოლუტური თავისუფლება და თეო-ანთროპოსი” (პიროვ-ნება დროსა და მარადისობას შორის)

კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-18, 2014 წ.

ვგრძნობ, ჩემში ერთადერთი მხოლოდ ნება ანუ გადაწყვეტილების თავისუფლებაა იმდენად დიდი, რომ არ მებადება რაიმე უფრო სრულყოფილი უნარის იდეა. (რენე დეკარტი, „მეტაფიზიკური მედიტაციები“: მედიტაცია მეოთხე)

1
თავისუფლების ცნების შინაარსი მეტად ფართოა, მისი ყოველი ასპექტის მომცველი ანალიზი, შეფასება ერთბაშად შეუძლებელია. ამის მიზეზი ცხოვრების სიურპრიზულობაა, რამაც (მაგ., გამოცხადებამ, …) ნებისმიერ დროს შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ჩვენი დეტერმინისტული თუ ინდეტერმინისტული თვალსაზრისი. (more…)

ირაკლი გოგოჩაძე “ადამიანის ანთროპოლოგიური სურათი რუსულ კლასიკურ ფილოსოფიაში“

                   (კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” – N-17)                                                                                      

  „პიროვნული ქმედება — ისაა, რომლისთვისაც საჭირო არაა რაიმე მიზეზებზე              მითითება…მისი ქმედებისთვის არ არასებობს პირობითი საფუძვლები“.(13.გვ.5-19)  

                                                                                                                                   მ.მამარდაშვილი

                                                                             შესავალი

 

კლასიკურ რუსულ ფილოსოფიაში ჩვენ ვგულისხმობთ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე იმ ფილოსოფოსებს, რომელებიც იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში ბოლშევიკური დიქტატურის გამო: “1922 წელს საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა ასობით პროფესრი და მწერალი მათ იდეოლოგიასთან უთანხმოების ბრალდებით და გაასახლა ისინი საზღვარგარეთ. ფილოსოფოსებიდან მათ შორის იყვნენ ნ.ბერდიაევი, ბულგაკოვი, ი.ილინი, ლაპშინი, ფრანკი, კარსავინი და პირადად მე” (ანუ ნ. ლოსსკი — ი.გ.)(1.გვ.268). (more…)