Skip to main content

სერგი დანელია. “კანტის ეთიკის ფორმალური ხასიათი”

(თარგმნილია ს.დანელიას წიგნის — “ნარკვევები ანტიკური და ახალი ფიოსოფიის ისტორიაში” თბილისი 1986 — რუსული გამოცემიდან)

 

 

1.

 

ადამიანის ცნობიერი ყოფის მრავალფეროვნებაში გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი უნარი — ესაა უნარი შეფასებისა. ადამიანი აფასებს გარემომცველ მოვლენებს. შეფასება ხორციელდება ორი კრიტერიუმის თანახმად — ჭეშმარიტება და სიკეთე (more…)

“რუსული ფილოსოფიის დამახასიათებელი ნიშნები” — ნ.ო. ლოსსკი

(ნ. ლოსკის წიგნიდან „რუსული ფილოსოფიის ისტორია“, მოსკოვი. 1991)

ფილოსოფია – ესაა მეცნიერება. როგორც ყველა სხვა მეცნიერება, ფილოსოფიაც მიელტვის მკაცრად დასაბუთებადი ჭეშმარიტებების დადგენას არა რომელიმე რჩეული ერებისა და ხალხებისთვის, არამედ ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის. ოღონდ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ფილოსოფია არის მეცნიერება ერთადერთი და განუმეორებელი თავის თავად, და გამოირჩევა სხვა მეცნიერებებისგან ორი დამახასიათებელი თავისებურებით. აანალიზებს რა სამყაროს ყოფიერების ბუნებას, ფილოსოფიას ეს ანალიზი მიჰყავს უკიდურეს მიჯნამდე, ანუ იმეცნებს არა მხოლოდ ასპექტებს, რომელნიც უკვე აღარ ექვემდებარებიან არავითარ ანალიზს და შეადგენენ უფრო განზოგადებული იდეებისა და დებულებების შინაარსს. ამ ამოცანას რომ წარმატებულად გაართვას თავი, ფილოსოფოსს უნდა გააჩნდეს სპეკულაციის, ანუ ინტელექტუალური ინტუიციის უნარი, რომელიც მასში მათემატიკოსზე უკეთესადაც კი უნდა იყოს განვითარებული. მეორეს მხრივ, სამყაროს ძირითადი ელემენტებისა და ასაპექტების შემეცნების პროცესში ფილოსოფიამ უნდა გამოააშკარაოს მათ შორის არსებული შინაგანი კავშირი, ის კავშირი, რომელიც ქმნის სამყაროს როგორც მთელს. სამყაროს შემეცნება მის მთლიანობაში არის კოსმოლოგიის, მეტაფიზიკის შემადგენელი ნაწილის, საქმე. კოსმოლოგია მიემართება ისეთ მნიშვნელოვან კონკრეტულ და კერძო ელემენტებს, როგორიცაა ბიოლოგოური ევოლუცია და კაცობრიობის ისტორია. აქაედან ამოსვლით ფილოსოფიამ უნდა უპასუხოს კითხვას იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს მათი საზრისი, რა ადგილი განეკუთვნებათ მათ სამყაროს მთლიან სურათში. არკვევს რა ამგვარ საკითხებს, ფილოსოფოსი რწმუნდება იმაში, რომ მათი შემეცნებისთვის სასარგებლოა ესთეტიკური ჭვრეტის მოშველიება. (more…)