Skip to main content

“ლოგიკური გამომდინარეობის ცნებისთვის” — ა. ტარსკი

     (კრებულიდან: “აუცილებლობის საპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, ეინააღმდეგობა”. თბილისი  2009. რედაქტორები: ლ. მჭედლიშვილი და თ. ცხადაძე. თარგმანა ს. ტოტოჩავამ)
 
   
   
   ლოგიკური გამომდინარეობის ცნება არის ერთ-ერთი იმ ცნებათაგან, რომელთა შემოტანა მკაცრი ფორმალური კვლევის სფეროში არ იყო ამა თუ იმ მკვლევარის თავისუფალი გადაწყვეტილების შედეგი; ამ ცნების განსაზღვრებისას ცდილობდნენ თანხმობაში ყოფილიყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენის ჩვეულებრივ გამოყენებასთან. მაგრამ ეს ცდები შეეჯახა სიძნელეებს, ჩვეულებრივ თან რომ ახლავს ხოლმე ასეთ შემთხვევებს. შინაარსიის სინათლის თვალსაზრისით გამომდინარეობის ჩვეულებრივი ცნება არაფრით არ აღემატება ყოველდღიური ენის სხვა ცნებებს. მისი საზღვრები არ არის მკაცრად დადგენილი, ხოლო გამოყენება მერყევია. ნებისმიერი მცდელობა ჰარმონიაში მოეყვანათ ამ ცნების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ბუნდოვანი, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ტენდენცია უეჭველად განწირული იყო მარცხისთვის. თავიდანვე უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტს, რომ ამ ცნების ყოველ ზუსტ განსაზღვრებაში გამოვლინდება მისი მეტად თუ ნაკლებად თვითნებური თავისებურებები.