Skip to main content

“სამფასა ლოგიკური სისტემები და მათი ფილოსოფიური საფუძველი” — ს. ტოტოჩავა.

 (კრებულიდან — “აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა”. თბილისი  2009. რედაქტორები: ლ. მჭედლიშვილი და თ.ცხადაძე)
 მრავალფასა ლოგიკის შექმნის მოტივი, ყოველ შემთხვევაში, ი.ლუკასევიჩთან იყო ლოგიკური აპარატის შექმნა ისეთი პრობლემების ანალიზისათვის, რომელთა მიმართ კლასიკური ლოგიკის გამოყენება სიძნელეებს აწყდებოდა. კერძოდ, ლუკასევიჩს სამფასა ლოგიკა ჩაფიქრებული ჰქონდა როგორც ბაზისი არისტოტელეს ფატალისტური არგუმენტის კრიტიკისა და ინდეტერმინიზმის კონცეფციის დაფუძნებისთვის. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ლოგიკოსების ყურადღების არეში ექცევა წინააღმდეგობრივი თეორიების გამოსადეგობის, ვარგისიანობის პრობლემა, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება დახასიათდეს: წინააღმდეგობრივი თეორია, ე.ი. თეორია, რომელშიც მიიღება (მტკიცდება) როგორც რაიმე A დებულება, ისე მისი უარყოფა A, თუკი ის ეყრდნობა კლასიკურ ლოგიკას, იმავდროულად არის ტრივიალურიც_მასში მტკიცდება ამ თეორიის ენის ნებისმიერი B დებულება; თეორიის ტრივიალიზაციას ზოგჯერ მის აფეთქებას უწოდებენ. ზოგიერთი ლოგიკოსის