Skip to main content

თ. ცხადაძე — “ვიტგენშტაინის პირადი ენის არგუმენტის ინტერპრეტაციები”

 სტატია დაიბეჭდა კრებულში “შემეცნება და ზნეობა: ფილოსოფიური წერილები” (გამომცემლობა “ნეკერი”, თბილისი 2012 წ. რედაქ.: თ. ირემაძე, თ. ცხადაძე, გ. ხეოშვილი), რომელიც მიეძღვნა ლ. მჭედლიშვილის 75 წლის იუბილეს. 

 

ვიტგენშტაინის  ‘’მეორე’’,  ანუ  გვიანდელი  ფილოსოფიის  ერთ-

ერთი ყველაზე მეტად გახმაურებული და ხშირად განხილული ასპექტია

მის  ‘’ფილოსოფიურ  გამოკვლევებში’’  წარმოდგენილი  მოსაზრებები

 პირადი ენის შეუძლებლობის შესახებ[1].  ტექსტის სხვადასხვა ადგილას

გაბნეულ მოსაზრებათა ამ ჯგუფის — მას  ანალიზურ ფილოსოფიაში

ხშირად უწოდებენ ‘’ვიტგენშტაინის პირადი ენის არგუმენტს’’ — ბევრი

ალტერნატული  ინტერპრეტაცია  არსებობს.  ეს  ინტერპრეტაციები

ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ იმის გაგებით, თუ ზუს-

ტად  რა  არის  ვიტგენშტაინის  არგუმენტები  პირადი  ენის  შესაძლე-

ბლობის  წინააღმდეგ,  ან  როგორია  ამ  არგუმენტების  იმპლიკაციები

ვიტგენშტაინის  გვიანდელი ფილოსოფიის  კონტექსტში,  არამედ  იმის

გაგებითაც, საერთოდ არსებობს თუ არა ისეთი რამ, რასაც ‘’პირადი

ენის  არგუმენტი’’  შეიძლება  ეწოდოს,  ვიტგენშტაინის  ‘’ფილოსოფიურ

გამოკვლევებში’’ ან მისი ნააზრევის ამსახველ სხვა ტექსტებში.

ამ  სტატიაში  ვეცდები,  გამოვკვეთო  ის,  რაც  მიმაჩნია  პირადი

ენის  არგუმენტის  ინტერპრეტაციებს  შორის  საინტერესო  განსხვავე-

ბებად — საინტერესო როგორც ზოგადად, ფილოსოფიურად, ისე თა-

ვად  ვიტგენშტაინის  თვალსაზრისის  გაგებისა  და  გააზრებისთვის.  ამ

ფორმულირებიდან უკვე აშკარა უნდა იყოს, რომ ჩემი მიზანი არ არის

აღნიშნულ  ინტერპრეტაციათა  მრავალფეროვნების  ამომწურავი  ინ-

ვენტარიზაცია. მიზანი არ არის არც აქ განხილულ ინტერპრეტაციათა

შორის დავის გადაწყვეტა მათ შორის ყველაზე უფრო ადეკვატურის

გამოვლენის ან ახალი ალტერნატივის შემოთავაზების გზით. არ არის,

რადგან, როგორც  ქვემოთ  ვეცდები  ვაჩვენო, თავად  ვიტგენშტაინის

ტექსტი შეიცავს არსებით ამბივალენტობას, რომელიც მისი სხვადასხ-

ვაგვარად  წაკითხვის  შესაძლებლობას  განსაზღვრავს.  ასევე  ვეცდები

ვაჩვენო,  რომ  განსხვავებული  ინტერპრეტაციების  როგორც  წანამძღ-

ვრებს,  ისე  შედეგებს  შორის  არის  ერთმანეთისგან  განსხვავებული

მნიშვნელოვანი  ფილოსოფიური  მოსაზრებები;  შესაბამისად,  ალტერ-

ნატულ ინტერპრეტაციებს შორის არჩევანი (თუ ის აუცილებელია) და-

მოკიდებული  უნდა  იყოს  ‘’ფილოსოფიური  გამოკვლევების’’,  მეტიც,

გვიანდელი  ვიტგენშტაინის  მთელი  კორპუსის  ასე  თუ  ისე  გაგების

სპეციფიკურ მხარეებზე. ამის კვალად, იმედი მაქვს, გამოჩნდება ისიც,

რომ განხილული ინტერპრეტაციები ერთმანეთს არ გამორიცხავს; ისი-

ნი, უფრო მეტად, ურთიერთშემავსებელია და ვიტგენშტაინის რეალური

თვალსაზრისების სხვადასხვა ასპექტს წამოსწევს წინ.

1. პირადი ენა  

დასაწყისისთვის  ვეცდები,  მხოლოდ  ‘’ფილოსოფიური  გა-

მოკვლევების’’  ანთოლოგიურ  მონაკვეთებზე  დაყრდნობით,  ინტერ-

პრეტაციული ჩარევისგან მაქსიმალურად თავისუფლად შევაჯამო ის,

რასაც ვიტგენშტაინი ექსპლიციტურად ამბობს პირადი ენის შესახებ.

ეს მოსაზრებები თავმოყრილია ‘’ფილოსოფიური გამოკვლევების’’ 243-

315-ე  პარაგრაფებში,  უფრო  კონცენტრირებული  სახით  კი  —  პარა-

გრაფებში 256-დან 271-ის ჩათვლით. პირადი ენის იდეა (თუმცა არა ამ

სახელით) პირველად გაჟღერებულია 243-ე პარაგრაფში:

შეგვეძლო  წარმოგვედგინა  ადამიანები,  რომლებიც

მხოლოდ მონოლოგურად ილაპარაკებდნენ… _ მკვლევარს, რო-

მელიც მათ აკვირდება და მათ მეტყველებას უსმენს, შეიძლება

მოეხერხებინა  მათი  ენის  ჩვენსაზე  გადმოთარგმნა…  მაგრამ

შეიძლება თუ  არა  ისეთი  ენის  წარმოდგენა, რომელზეც  ვინმე

საკუთარ  შინაგან  გამოცდილებას  _  გრძნობებს,  განწყობილე-

ბებს და  ა.  შ.  _ თავისთვის  გამოსაყენებლად  ჩაიწერდა  ან  გა-

მოთქვამდა?  _  განა  ამას  ჩვენს  ჩვეულებრივ  ენაზე  არ

ვაკეთებთ? _ მე ამას არ ვგულისხმობ: ამ ენის სიტყვები იმაზე

უნდა  მიუთითებდნენ,  რაც  მხოლოდ  მოლაპარაკემ  შეიძლება

იცოდეს; მის უშუალო, პირად შეგრძნებებზე. მაშასადამე, სხვას

 

ამ ენის გაგება არ შეუძლია.[2] 

აქ მოცემულია პირადი ენის ცნების ორი მნიშვნელოვანი ნიშანი.

ერთია  მისი  კონტრასტი  ენასთან,  რომლის  გაგებაც  პრინციპულად

შესაძლებელია  სხვისთვის:  პირადი  ენა  პირადია  იმ  აზრით,  რომ

შეუძლებელია, ის სხვებისთვის მისაწვდომი იყოს, მისი გაგება სხვას არ

შეუძლია.  ანუ,  პირადი,  ამ  აზრით,  არ  ნიშნავს  სხვებისგან უბრალოდ

ფაქტობრივად დაფარულს ან გასაიდუმლოებულს (როგორც, ვთქვათ,

შეიძლება იყოს ადამიანის საიდუმლო დღიური, ან საიდუმლო კოდი, ან

დაფარული ტკივილი) — არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ფაქტობრივად

სხვამ არავინ იცის მის შესახებ. მეორეა იდეა, რომ ენის პირადობას

განსაზღვრავს  ის,  რომ  მისი  სიტყვები  მიუთითებს  იმაზე,  ‘’რაც

მხოლოდ მოლაპარაკემ შეიძლება იცოდეს’’, რაც თავადაც პირადია —

მოლაპარაკის საკუთარ შეგრძნებებზე.

პირადი ენის ცნების შემდეგი მნიშვნელოვანი დაზუსტება გვაქვს

256-ე და 257-ე პარაგრაფებში:

რა  უნდა  ითქვას  ენის  შესახებ,  რომელიც  ჩემს  შინაგან

განცდებს  აღწერს  და  რომლის  გაგება  მხოლოდ  მე  შემიძლია?

როგორ აღვნიშნავ მე ჩემს შეგრძნებებს სიტყვებით? როგორც

ჩვეულებრივ  ვაკეთებთ?  მაშასადამე,  შეგრძნებების  აღმ-

ნიშვნელი  ჩემი  სიტყვები  შეგრძნებების  ჩემს  ბუნებრივ  გა-

მოხატულებებთანაა  დაკავშირებული?  ამ  შემთხვევაში  ჩემი

ენა  არაა  ‘’პირადი’’.  სხვას  ისევე  შეეძლებოდა  მისი  გაგება,

როგორც  მე.  —  მაგრამ  როგორ,  თუ  მე  მხოლოდ  შეგრძნებები

მაქვს და არა შეგრძნებების ბუნებრივი გამოხატულებები? და

მე  უბრალოდ  სახელებს  შეგრძნებებთან  ვაკავშირებ  და  ამ  სა-

ხელებს აღწერისას ვიყენებ.

`რა იქნებოდა, ადამიანები თავიანთ ტკივილებს რომ არ გა-

მოხატავდნენ (არ კვნესოდნენ, ფერს არ კარგავდნენ და ა. შ.)? მა-

შინ ბავშვს ვერ ვასწავლიდით სიტყვა ‘’კბილის ტკივილის’’ გამო-

ყენებას.’’  —  ახლა დავუშვათ, რომ  ბავშვი  გენიოსია და თვითონ

იგონებს სახელს შეგრძნებისთვის! მაგრამ ის, რასაკვირველია,

ვერ მოახერხებდა, ეს სიტყვა სხვებისთვის გაეგებინებინა.[3] 

ამ ფრაგმენტში პირადი ენის შესახებ კიდევ ორი მნიშვნელოვანი

მოსაზრება ამოიკითხება.

პირველი:  მოსაუბრის  საკუთარი  შეგრძნებების  პირადობა,  იმი-

სათვის, რომ  მან  ამ  შეგრძნებებზე  სასაუბროდ  გამოყენებული  ენის

პირადობა უზრუნველყოს, უნდა გულისხმობდეს, რომ ამ შეგრძნებებს

გარეგანი გამოხატულებები არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლე-

ბელი იქნება, რომ ენის სიტყვები მიუთითებდეს შეგრძნების გარეგან

გამოხატულებებზე — მის სიმპტომებზე — და მაშინ, როგორც ვიტგენ-

შტაინი ამბობს, ენა არ იქნება პირადი, სხვა ისევე შეძლებს მის გაგებას,

როგორც შეგრძნების სუბიექტი. თუ ვიტყვით, რომ ეს პირადი შეგრძნე-

ბები  ის  შეგრძნებები და გამოცდილებებია, რომელთათვისაც გვაქვს

ბუნებრივი  გარეგანი  გამოხატულებები  ან  მათთან  დაკავშირებული

ჩვეულებრივი  ენის  სიტყვები  (როგორიცაა,  ვთქვათ,  ტკივილისთვის

ყვირილი, ან მისი შემცვლელი  ‘’მტკივა’’), მაშინ შესაძლებელი ყოფილა

მათ შესახებ სხვებმაც გაიგონ. ამიტომ პირადი ენა უნდა იყოს ენა იმ

შეგრძნებებზე  სასაუბროდ,  რომელთათვისაც  არ  არსებობს  არავი-

თარი ბუნებრივი გამოხატულება და არც სიტყვები მათ აღსაწერად.

მეორე:  ენის  პირადობა  გულისხმობს,  რომ  პირადი  ენის  გამო-

მყენებელი თავად არქმევს სახელებს თავის შეგრძნებებს და შემდეგ

ამ სახელებს იყენებს მათ აღსაწერად, ამასთან, არ შეუძლია, თავისი

აღწერების შინაარსი ვინმეს გააგებინოს, თავისი ენა ვინმეს ასწავლოს

— პირადი ენა მხოლოდ სუბიექტის მიერაა შექმნილი მხოლოდ პირადი

მოხმარებისთვის.

რომ  შევაჯამოთ,  პირადი  ენა  არის  ენა,  რომელიც  სუბიექტის

მიერაა შექმნილი და მხოლოდ მას შეუძლია მისი გაგება, რადგან ამ

ენის  სიტყვები  რეფერირებს  მხოლოდ  იმაზე,  რაც  მხოლოდ

სუბიექტისთვსაა  წვდომადი.  ასეთი,  მხოლოდ  სუბიექტისთვის  წვდო-

მადი რეალობა შეიძლება იყოს სუბიექტის ის შეგრძნებები, რომლებ-

საც გარეგანი, ანუ საჯაროდ წვდომადი გამოხატულებები არ გააჩნია.

ასეთ  ‘’პირად’’ რეალობაზე  ‘’თავის თავთან’’ სასაუბრო ენას სუბიექტი

შეიძლება ქმნიდეს ე. წ. ოსტენსიური განსაზღვრების გზით საკუთარი

შეგრძნებებისთვის სახელების დარქმევით.

ასე გაგებული  პირადი  ენაა  ის, რის შესაძლებლობასაც უკუაგ-

დებს ვიტგენშტაინი. სწორედ ის, თუ ზუსტად რა არგუმენტები აქვს

მას  ასეთი  ენის  შესაძლებლობის  წინააღმდეგ,  არის  ინტერპრეტა-

ტორთა დავის  საგანი.  ახლა  განვიხილოთ  ეს  არგუმენტები და  მათი

ინტერპრეტაციები.

2. სკეპსისი ოსტენსიური დეფინიციების მიმართ

პირადი ენის იდეის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორც

ვნახეთ, არის ის, რომ ასეთი ენის სიტყვების მნიშვნელობები ოსტენსი-

ური დეფინიციებით ფიქსირდება. შესაბამისად, პირადი ენის შესაძლებ-

ლობის  წინააღმდეგ  ვიტგენშტაინის  თვალსაზრისი  ნაწილობრივ  და-

მოკიდებულია სწორედ მის მოსაზრებებზე ოსტენსიის გზით სიტყვი-

სათვის მნიშვნელობის მინიჭების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ეს მოსაზრებები, თავის მხრივ, ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ერთია

ვიტგენშტაინის  მოსაზრებები  ზოგადად  ოსტენსიურ  სახელდებასთან

დაკავშირებით, მეორეა მისი მოსაზრებები კონკრეტულად პირადი ოს-

ტენსიის შესახებ.

2.1. ოსტენსიით სახელდება ზოგადად

‘’ფილოსოფიური  გამოკვლევების’’ დასაწყისში,  ენის  ავგუსტინე-

სეული გაგების კრიტიკის კონტექსტში, ამოიკითხება ვიტგენშტაინის

თვალსაზრისი ენის სწავლასა და ფუნქციობაში ოსტენსიის, მითითე-

ბის როლის შესახებ. უშუალოდ მომდევნო 26‐38 პარაგრაფებში კი ის

ექსპლიციტურად  განიხილავს  სიტყვის  მნიშვნელობის  განსაზღვრისა

და სწავლების ‘’ოსტენსიურ თეორიას’’, როგორც ენის ავგუსტინესეული

გაგების ბირთვს, და აჩვენებს მის არაადეკვატურობას.

ითვლება,  რომ  ენის  შესწავლა  საგნების  სახელდებაში

მდგომარეობს.  სახელდობრ,  ადამიანების, ფორმების, ფერების,

ტკივილების,  განწყობილებების, რიცხვებისა და  ა.  შ.  სახელდე-

ბაში…  სახელდება  ნივთისათვის  იარლიყის  მიწებების  მსგავსია.

შეიძლება  ამას სიტყვის გამოყენებისათვის  მზადება  ვუწოდოთ.

მაგრამ რისკენაა მიმართული ეს მზადება?[4]

ენის  ამ  ‘’სიტყვა=იარლიყი’’ თვალსაზრისის  საპირისპიროდ,  ვიტ-

გენშტაინი ხაზს უსვამს, რომ სიტყვებისა და წინადადებების უდიდესი

ნაწილი არ ისწავლება და ფუნქციობს ასე. მხოლოდ რუდიმენტული და

ძალიან  ვიწრო  ფუნქციის  მქონე  ენა  შეიძლება  ერგებოდეს  ზუსტად

‘’მითითებით  იარლიყის  მიწებების’’  მოდელს;  ამ  შემთხვევაშიც კი,  მი-

თითება  სპეციფიკური  ენობრივი  თამაშის  ნაწილი  იქნება  და  თავის

როლს შეასრულებს  მხოლოდ  იმის  ძალით, რომ უკვე განსაზღვრული

და  ცნობილია  თამაშის  სხვა  ასპექტები.  ამრიგად,  ოსტენსიური  დე-

ფინიცია  მხოლოდ  კონკრეტული  ენობრივი  თამაშის  კონტექსტში

შეიძლება იყოს წარმატებული, ანუ კონტექსტში, რომელშიც უკვე გან-

საზღვრულია, როგორ  გამოიყენება  სხვა  სიტყვები, რა  მოლოდინები,

ქმედებები და  ჟესტები  ახლავს თითოეულ  მათგანს, რა როლი  უნდა

შეასულოს  მათ  გარემოცვაში  ახლა  განსაზღვრულმა  სიტყვამ,  და

ბევრი სხვა რამ:

შეიძლება  ითქვას:  მითითებით  განსაზღვრება  განმარტავს

სიტყვის გამოყენებას _ მნიშვნელობას _ როდესაც უკვე ცხადია,

თუ რა როლი უნდა  შეასრულოს  ამ  სიტყვამ,  საზოგადოდ,  ენაში.

ამგვარად,  როდესაც  უკვე  ვიცი,  რომ  ჩემთვის  ფერის  აღმ-

ნიშვნელი  სიტყვის  ახსნა  სურთ,  მაშინ  განმარტება  `ამას  ჰქვია

სეპია~ დამეხმარება სიტყვის გაგებაში…[5]

ეს შეზღუდვა — წინასწარგანსაზღვრული ენობრივი კონტექსტის

აუცილებლობა — ერთნაირად ეხება ოსტენსიას საჯარო ობიექტებზე

და ოსტენსიას პირად ობიექტებზე. პირად ენაზე მსჯელობისას ამავე

კონტრარგუმენტს ვიტგენშტაინი ასე აჯამებს:

ენაში უკვე ბევრი რამ უნდა იყოს წინასწარ მომზადებული,

რათა სახელდების უბრალო აქტს აზრი ჰქონდეს. და როცა ვამ-

ბობთ, რომ ვიღაცა ტკივილს სახელს არქმევს, ესე იგი აქ სიტყვა

‘’ტკივილის’’ გრამატიკა წინასწარაა მომზადებული.[6] 

საჯარო ოსტენსიასა და პირად ოსტენსიას შორის ანალოგია აქ

მთავრდება. ყოველი ოსტენსიური დეფინიციისთვის დამახასიათებელი

ეს შეზღუდულობა არც შეუძლებელს და არც უსარგებლოს არ უნდა

ხდიდეს  საჯარო ოსტენსიას, რადგან  მის  შემთხვევაში  აუცილებელი

კონტექსტი, როგორც წესი, მომზადებულია ხოლმე. ამას ვიტგენშტაი-

ნიც ეთანხმება — საჯარო ოსტენსიის შესახებ მისი განაზრებების მი-

ზანია  მისი  დამკვიდრებულ  პრაქტიკებზე  და  ინსტიტუტებზე  და-

მოკიდებულების,  მისი  კონტექსტ-სპეციფიკურობისა  და  არაუნივერ-

სალურობის ჩვენება, და არა — მისი ფუნქციის უარყოფა. იგივე ეხება

‘’ოსტენსიურ  თეორიასთან’’  მჭიდროდ  დაკავშირებულ  ავგუსტინურ,

ანუ  ‘’იარლიყურ’’  გაგებას  სიტყვების  მნიშვნელობებისა  —  ვიტგენ-

შტაინის  არგუმენტების  სამიზნე  ამ  მოდელის  ენის  ერთადერთ მოდე-

ლად გამოცხადებაა;  ის სულაც  არ უარყოფს, რომ ამ მოდელს მართ-

ლაც შეიძლება ჰქონდეს კანონიერი გამოყენება ენობრივი პრაქტიკების

გარკვეული, თუმცა შეზღუდული სპექტრისთვის.

2.2. სახელდება პირადი ოსტენსიით 

სხვაგვარი,  უფრო დრამატული  შედეგები  აქვს  აღნიშნულ  შეზ-

ღუდულობას  პირადი  ოსტენსიისთვის,  რადგან  მის  შემთხვევაში  არ

არსებობს  წინასწარარსებული  კარკასი,  რომელიც  ოსტენსიურ  დე-

ფინიციას აზრს მიანიჭებდა. ეს პრობლემა მიაჩნია ზოგიერთ ინტერ-

პრეტატორს ვიტგენშტაინის ძირითად არგუმენტად იმ პოზიციის სა-

სარგებლოდ, რომ  პირადი ოსტენსია,  განსხვავებით  საჯარო ოსტენ-

სიისგან, ვერ იმუშავებს.

ანუ, ამ ინტერპრეტაციის თანახმად, პირადი ენის შესაძლებლო-

ბის  წინააღმდეგ  ვიტგენშტაინის  მთავარი  არგუმენტი  ის  არის, რომ

შეუძლებელია პირად ნიშანს საერთოდ რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს

პირადი  ოსტენსიის  აქტით[7].   ამ  ინტერპრეტაციას,  გარდა  ვიტგენ-

შტაინის იმ ზოგადი თვალსაზრისისა, რომ ოსტენსიის ფუნქციობისათ-

ვის  აუცილებელია ლინგვისტური თუ  არალინგვისტური  პრაქტიკების

წინასწარ მომზადებული კარკასი, ამყარებს მისი ბევრი კონკრეტული

კომენტარიც. მაგალითად, ის ამტკიცებს, რომ პირადი ოსტენსიით პი-

რადი  ნიშნის  მნიშვნელობის  დეფინიციის  პროცედურა  ‘’ცერემონიის

გარდა  არაფერია.  დეფინიცია  ხომ  იმას  ემსახურება,  რომ  ნიშნის

მნიშვნელობა დაადგინოს.’’[8]  სხვაგან ის ამბობს, რომ ამ პროცედურის

დეფინიციად წარმოდგენა ზუსტად იმას ჰგავს, რომ მარჯვენა ხელიდან

მარცხენა ხელში ფულის გადატანა პირველის მიერ მეორე ხელისათ-

ვის რაიმეს მიცემად წარმოვადგინოთ.[9]

ოსტენსიასთან დაკავშირებული  არგუმენტი პირადი ენის შესაძ-

ლებლობის წინააღმდეგ ასე უნდა შევაჯამოთ: თუ პირადი ენის სიტყ-

ვებს  მხოლოდ  ოსტენსიით  შეიძლება  მიენიჭოს  მნიშვნელობა,  მაშინ

პირადი  ენა  შეუძლებელია,  რადგან  ოსტენსიით  მხოლოდ  წინასწარ-

არსებული  ენობრივი  პრაქტიკის  კონტექსტში  შეიძლება  მიენიჭოს

სიტყვას მნიშვნელობა, ხოლო პირადი ენის შემთხვევაში ასეთი კონ-

ტექსტი არ არსებობს; ანუ, პირადი ენის სიტყვებისთვის მნიშვნელო-

ბების მინიჭება შეუძლებელია.

3. პირადი ნიშნის სწორად გამოყენების პრობლემა

`ფილოსოფიური გამოკვლევების~ ზოგიერთი ფრაგმენტი საფუძ-

ველს ქმნის პირადი ენის შესაძლებლობის წინააღმდეგ ვიტგენშტაინის

არგუმენტაციის განსხვავებული გაგებისთვისაც. სახელდობრ, ვიტგენ-

შტაინის  არგუმენტის  სამიზნედ  შეიძლება  მივიჩნიოთ  არა ოსტენსიის

საშუალებით  პირადი  ნიშნის  პირველად  განსაზღვრის  შესაძლებლობა,

არამედ  შესაძლებლობა  მისი  შემდგომი  გამოყენებისა.  ამ  ინტერპრე-

ტაციის მიხედვით, ვიტგენშტაინის არგუმენტი ემყარება მის თვალსაზ-

რისს, რომ რაიმე ნიშნის გამოყენების შესაძლებლობის პირობაა მისი გა-

მოყენების  სისწორის  კრიტერიუმის  ქონა, და  მტკიცებას, რომ  ‘’პირად

ლინგვისტს’’ ვერ ექნება ამგვარი კრიტერიუმი.

მართლაც,  პირადი  ენის  შესაძლებლობის დამცველის  პოზიციას

ვიტგენშტაინი  ასე  წარმოადგენს:  რაიმე  შეგრძნებას  ვარქმევ  ‘’შ’’-ს,

რათა შემდეგში ყოველთვის, როცა ეს შეგრძნება მექნება, ეს ნიშანი

გამოვიყენო.  როგორ  ვარქმევ  კონკრეტულ  შეგრძნებას  ‘’შ’’-ს?  —

თავისებური  შინაგანი  მითითებით,  მასზე  ყურადღების  კონცენტრა-

ციით და ამ ნიშნის წარმოთქმით ან დაწერით, რაც იმას ემსახურება,

რომ  მომავალში  ეს  კავშირი  სწორად  გამახსენდეს.  ამაზე  ვიტგენ-

შტაინის  კომენტარი  ასეთია:  მაგრამ  ამ  შემთხვევაში  ხომ  სისწორის

არანაირი  კრიტერიუმი  არ  გამაჩნია?!  მომავალ  შემთხვევაში  ერ-

თადერთი, რასაც ჩემი გამოყენება შეიძლება ემყარებოდეს, ისაა, რომ

მე ის სწორად მეჩვენება (ანუ მეჩვენება, რომ ახლაც იმავე მნიშვნელო-

ბით ვხმარობ ნიშანს, რომელიც მას ”დეფინიციის’’ აქტში მივეცი). ეს

კი ნიშნავს, რომ ან უნდა ვაღიაროთ, რომ აქ შეუძლებელია საუბარი

‘’სწორი’’ გამოყენების შესახებ, ან კიდევ ვამტკიცოთ, რომ სწორია ის,

რაც  სწორად  მეჩვენება:  `მაგრამ  ჩვენს  შემთხვევაში  ხომ  სისწორის

არანაირი კრიტერიუმი არ გამაჩნია. მოუნდებათ, რომ თქვან: სწორია,

რაც ყოველთვის სწორად მომეჩვენება. და ეს მხოლოდ იმას ნიშნავს,

10

რომ  აქ შეუძლებელია საუბარი  ‘’სწორის’’ შესახებ’’.[10]  ხოლო სხვაგან

ვიტგენშტაინი  ამტკიცებს:  ‘’რწმენა, რომ  წესს  იცავ,  არ  არის  წესის

დაცვა. ამიტომ არ შეიძლება წესი  ‘’პირადად’’ დაიცვა, თორემ მაშინ

რწმენა, რომ წესს იცავ, იგივე იქნებოდა, რაც წესის დაცვა’’[11].

ვიტგენშტაინის  არგუმენტში  ამ  ინტერპრეტაციის  მიხედვით გა-

მოყოფილი ორი  წანამძღვრიდან  პირველი  — მტკიცება  ნიშნის  გამო-

ყენების სისწორის კრიტერიუმის აუცილებლობის შესახებ — შეგვიძლია

ასე გავიგოთ: რათა ნიშანმა თავისი როლი შეასრულოს, ის იმ წესის

მიხედვით (იმ მნიშვნელობით) უნდა გამოიყენებოდეს, რომელიც მისი

შემოღებისას  დადგინდა  (‘’შ’’-ს  შეთხვევაში  —  სწორედ  იმ  სახის

შეგრძნების  აღსაწერად,  რომლისთვისაც  ის  პირადმა  ლინგვისტმა

შემოიღო)  —  ეს  იქნება  მისი  სწორად  გამოყენება:  თუ  არ  არსებობს

განსხვავება ნიშნის სწორ და არასწორ გამოყენებებს შორის, ანუ არ

არსებობს  განსხვავება  იმ  საგნებისა  (სიტუაციებისა და  ა.  შ.), რომ-

ლებზეც სწორად ითქმის ‘’შ’’, იმ საგნებისგან (სიტუაციებისგან და ა.

შ.), რომლებზეც ‘’შ’’ სწორად არ ითქმის, მაშინ ‘’შ’’ საერთოდ არ არის

ნიშანი, არ არის ენის ნაწილი. ეს მიხვედრა სხვა სიტყვებით შეიძლება

ჩამოვაყალიბოთ,  როგორც  მტკიცება,  რომ  ენის  გამოყენების  არსე-

ბითი მხარეა ის, რომ ის ნორმებით მართული საქმიანობაა. კიდევ სხვა

სიტყვებით,  ენის  გამოყენება  გულისხმობს  წესებს  და  მათი  შესრუ-

ლების  მცდელობას,  აგრეთვე,  განსხვავებას  მათი  შესრულების  წარ-

მატებულ  და  წარუმატებელ  მცდელობებს  შორის  (ეს,  ჩემი  აზრით,

ენობრივი თამაშის ვიტგენშტაინისეულ ცნებაში კოდირებული შინაარ-

სის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა იყოს, თუმცა,

მას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა ამ, ვიტგენშტაინის მეორე

პერიოდისათვის უმნიშვნელოვანესი, ცნების სტანდარტულ ექსპლიკაცი-

ებში). ხოლო ენის გამოყენების, როგორც არსებითად ნორმებით (წესე-

ბით) მართული საქმიანობის, გაგებიდან გადასვლა გამოყენების სის-

წორის  კრიტერიუმის  აუცილებლობის  მტკიცებაზე  ასე  შეგვიძლია

ავხსნათ:  თუ  პრინციპულად  არ  არსებობს  კრიტერიუმი,  რომელიც

სწორ გამოყენებას არასწორისაგან განასხვავებს, მაშინ უაზრობაა ლა-

პარაკი თავად განსხვავებაზე და, შესაბამისად, თავად სისწორეზე.[12]

რაც  შეეხება  მეორე,  უფრო  კონკრეტულ,  მტკიცებას  პირადი

ლინგვისტის  სიტუაციის  შესახებ,  რომ  მას  ასეთი  კრიტერიუმი  ვერ

ექნება, ის უხეშად ასე უნდა გავიგოთ: სისწორის ერთადერთი ‘’კრიტე-

რიუმი’’, რომელიც შეიძლება ‘’პირად ლინგვისტს’’ ჰქონდეს, არის ის, თუ

რა  ეჩვენება  მას  სწორად,  ეს  კი  არავითარი  კრიტერიუმი  არ  არის,

რადგან ის არაფერსაც არ გამორიცხავს, როგორც არასწორს; ამიტომ

პირად  ლინგვისტს  ვერ  ექნება  სისწორის  კრიტერიუმი  და,  პირველი

მტკიცების თანახმად, პირადი ენა შეუძლებელია.

ამრიგად, ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, პირადი ენის შესაძლე-

ბლობის  წინააღმდეგ  ვიტგენშტაინის  არგუმენტის  არსია  მტკიცება,

რომ პირადი ენა შეუძლებელია, რადგან ენის თუ ნიშნის პირადი გამო-

ყენების  შემთხვევაში  უაზრობაა  გამოყენების  სისწორეზე ლაპარაკი.

ამ საფეხურზე ალტერნატული ინტერპრეტაციების კიდევ ერთი გან-

ტოტება  გამოიკვეთება,  თუ  ვეცდებით,  უფრო  დეტალური  პასუხი

გავცეთ  კითხვას:  რატომ  არ  შეიძლება  ენის  პირადი  გამოყენების,

ზოგადად, წესის პირადად შესრულების სისწორეზე ლაპარაკი?

3.1. პირადი კრიტერიუმის შეუძლებლობა:

დამოუკიდებელი შემოწმების რესურსის არარსებობა

მსჯელობა, რომელიც  მოვხაზეთ,  ამ  კითხვაზე  პასუხს  შემდეგი

მიმართულებით მონიშნავს: ენის პირადი გამოყენების სისწორეზე ლა-

პარაკი  შეუძლებელია,  რადგან  შეუძლებელია  სისწორის  პირადი

კრიტერიუმის  არსებობა.  მაშინ  შემდეგი  კითხვა  ასეთი  უნდა  იყოს:

რატომ არის პირადი კრიტერიუმის არსებობა შეუძლებელი? ვნახეთ,

რომ  ვიტგენშტაინის  პასუხი  არსებითად  შემდეგია:  ერთადერთი რე-

სურსი,  რომელიც  პირად  ლინგვისტს  აქვს  იმის  შესამოწმებლად,

სწორად  გამოიყენა  თუ  არა  მან  პირადი  ნიშანი,  არის  თავად  მისი

შეხედულება — ის, თუ თავად რა ჰგონია სწორი. მაგრამ რატომ  არ

შეიძლება ეს რესურსი საკმარისი იყოს სისწორეზე მსჯელობისათვის?

ამ  კითხვაზე  პასუხი  საკმაოდ  აშკარა  უნდა  იყოს,  მაგრამ  მაინც

ვეცდები მის მკაფიოდ ჩამოყალიბებას, რადგან, როგორც გამოჩნდება,

ის მნიშვნელოვანია ვიტგენშტაინის არგუმენტის განსხვავებული (სახ-

ელდობრ, კრიპკესეული) წაკითხვისთვისაც.

სისწორეზე მსჯელობა აუცილებლობით გულისხმობს თავისებურ

ორმაგობას, ორ  ‘’სიბრტყეს’’ —  ერთია  განხორციელებული სიტუაცია,

რომლის სისწორეც ფასდება; მეორე კი მისგან დამოუკიდებელი, ინ-

ტენდირებული სიტუაცია უნდა იყოს; სისწორე ამ ორი სიბრტყის თუ

სიტუაციის გარკვეული მიმართებაა (სავარაუდოდ, შესაბამისობა). თუ

ეს  მართალია,  ამ  მიმართების  შესაფასებლად  აუცილებელია  მეორე, 94  თამარ ცხადაძე

ინტენდირებული  სიტუაციის  (ან  თავად  მიმართების)  შესახებ  გარკ-

ვეული  ინფორმაციის  ქონა  —  საკმარისი  არ  არის  მხოლოდ  პირველი,

განხორციელებული  სიტუაციის  შესახებ  ინფორმაცია.  ხოლო  პირად

ლინგვისტს  ასეთი დამოუკიდებელი  ინფორმაცია  არ  გააჩნია.  მართ-

ლაც, პირადი ლინგვისტის მიზანია, თავისი ნიშანი გამოიყენოს მაშინ,

როცა გაუმეორდება შეგრძნება, რომლიც ამ ნიშნით აღნიშნა. ვთქვათ,

მას  ახლა  აქვს  შეგრძნება,  რომელზეც  ფიქრობს,  რომ  სწორედ  ის

შეგრძნებაა, რომელსაც ‘’შ’’ დაარქვა და, მაშასადამე, ამ სიტუაციაში

‘’შ’’-ს გამოყენება სწორია. მაგრამ ის ვერ შეამოწმებს, მართალია თუ

არა, რადგან სიტუაციის შესახებ მისი ინფორმაცია ამოიწურება იმით,

თუ თავად რას ფიქრობს მასზე და სწორედ იმის სისწორის შემოწმება

სურს, რასაც ფიქრობს მასზე.

ამ  მიმართულებით  იგებს  არგუმენტს  ვიტგენშტაინის  ავტორი-

ტეტული მკვლევარი დევიდ პირსი. ანუ, მის მიხედვით, პირადი ლინგ-

ვისტის  გადაულახავი  პრობლემა  ისაა, რომ  მას  არ  გააჩნია რესურსი

პირადი  ნიშნების  გამოყენების  სისწორის  დამოუკიდებელი  შემოწმე-

ბისათვის.  პირადი  ენის  შესაძლებლობის  წინააღმდეგ  ვიტგენშტაინის

არგუმენტის არსებით ფორმულირებას პირსი სწორედ ზემოთ §258-იდან

მოყვანილ ციტატაში  ხედავს[13].   პირსისთვის  ამოსავალია  შემდეგი  მო-

საზრება: იმის შესამოწმებლად, წარმატებით (სწორად) შევასრულეთ თუ

არა გამიზნული აქტი (იქნება ეს ენის გამოყენება თუ მიზანში სროლა),

ჩვეულებრივ, ორი სახის რესურსები გვაქვს: აქტის  (და მისი შედეგის)

შესახებ ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ სხვა ადამიანებისგან ან მოვი-

პოვოთ ფიზიკურ ობიექტებთან კონტაქტით, პირად ლინგვისტს კი ხელი

14

არ მიუწვდება ამ რესურსებიდან არც ერთზე[14].

ამავე კონტექსტში პირსი წამოჭრის საინტერესო საკითხს: რამ-

დენად არსებითია ვიტგენშტაინის არგუმენტისათვის, რომ პირადი

ლინგვისტისთვის მიუწვდომელი იყოს ორივე სახის რესურსი? პი-

რადი ენის შეუძლებლობის მტკიცებისათვის საკმარისი ხომ არ

არის, რომ მიუწვდომელი იყოს მხოლოდ პირველი _ სხვა ადამიანთა

რეაქციები? პირადი ლინგვისტის სიტუაციას პირსი ადარებს მაუგლის[15]

სიტუაციას და ასე გამოკვეთს ამ საკითხს: შეძლებდა თუ არა მაუგლი

საკუთარი  ენის  გამოგონებას  ფიზიკური  ობიექტებისათვის?  თუ

პასუხი დადებითია, მაშინ პირადი ენის არგუმენტის სიმძიმის ცენტრი

ისაა, რაც მაუგლის ენას პირადი ენისაგან განასხვავებს: ეს უკანასკ-

ნელი შეგრძნებების შესახებაა, პირველი კი — ფიზიკური ობიექტების

შესახებ. ხოლო თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ პირადი ენის არგუმენ-

ტისათვის მთავარია ის, რომ პირად ენას მხოლოდ ერთი ადამიანი მოიხ-

მარს.[16]   პირსი  აღიარებს,  რომ  ‘’ფილოსოფიური  გამოკვლევების’’  სა-

ფუძველზე  ამ  კითხვაზე  ერთმნიშვნელოვანი  პასუხის  გაცემა  შეუძლე-

ბელია, მაგრამ ხაზს უსვამს იმას, რომ ვიტგენშტაინი არსად ექსპლიცი-

ტურად  არ უარყოფს  მაუგლის  ენის  შესაძლებლობას.  აგრეთვე  იხსე-

ნებს, რომ პირადი ენაზე მსჯელობისას ვიტგენშტაინი საგანგებოდ გა-

მოკვეთს, რომ,  განსხვავებით უბრალოდ  საიდუმლო  ენისგან,  პირადი

ენის  სწავლა  პრინციპულად  შეუძლებელია  სხვებისთვის და რომ  პი-

რადი  ენის  სიტყვები  იმაზე  მიუთითებს,  რაც  პრინციპულად

მიუწვდომელია  სხვებისთვის  —  შეგრძნებებზე  და  არა  ფიზიკურ

ობიექტებზე; რომ  ვიტგენშტაინს  აშკარად  შესაძლებლად  მიაჩნია  ენის

მხოლოდ მონოლოგური გამოყენება[17].   ამ და  სხვა  მსგავსი  მინიშნებე-

ბისა და ვიტგენშტაინის ფილსოფიის უფრო ფართო კონტექსტის გათ-

ვალისწინებით, პირსი მიდის დასკვნამდე, რომ პირადი ენის არგუმენ-

ტის სწორი ინტერპრეტაცია პირველია: გადამწყვეტია ის, რომ პირადი

ენა მხოლოდ შეგრძნებებს ეხება და მოწყვეტილია ყოველგვარი ფიზი-

კური მოვლენისაგან, და არა ის, რომ სოციუმისაგან იზოლაციაში იქმ-

ნება და მოიხმარება[18].  ეს დასკვნა კარგად ეთანხმება პირსის თეზისს

იმის შესახებ, რომ პირადი ენის არგუმენტი ვიტგენშტაინს ჩაფიქრე-

ბული აქვს, როგორც ფენომენალიზმის უკუგდება აბსურდზე დაყვანის

გზით[19].

პირსის არგუმენტაციის დეტალებზე აქ ვერ შევჩერდები, მხოლოდ

ზოგადად  შევაჯამებ  მის  ინტერპრეტაციას:  პირადი  ენის  შეუძლებ-

ლობა იგივე წმინდა ფენომენალისტური ენის შეუძლებლობაა და ემ-

ყარება იმას, რომ ასეთი ენის ობიექტების რეიდენტიფიკაციისთვის არ

არსებობს დამოუკიდებელი კრიტერიუმი ფიზიკური ობიექტებისა თუ

პროცესების  სახით.  ჩვეულებრივი  ენის  რესურსების  გამოყენებით

შესაძლებელია  შეგრძნებებზე  ლაპარაკი,  მაგრამ  ამის  აუცილებელი

პირობაა, რომ  მათი  `გამოყენება დაიწყო და  მომავალშიც  გაგრძელ-

დება საჯარო სამყაროში~; რათა არსებობდეს შეგრძნების რეიდენტი-

ფიკაციის სისწორის დამოუკიდებელი  სტანდარტი,  აუცილებელია  არა

სხვა  ადამიანები,  არამედ  მხოლოდ  ის,  რომ  პრინციპულად  შესაძლე-

ბელი იყოს სხვებთან ურთიერთობის დამყარება, თუ ისინი ჩვენ გვერ-

დით აღმოჩნდებიან[20].

3.2. პირადი წესის შესრულების შეუძლებლობა: ენის არსებითი სოციალურობა

უკვე გამოჩნდა, რომ პირადი ენის არგუმენტის ინტერპრეტაცია,

როგორც  დამყარებულისა  პირადი  ნიშნის  გამოყენების  სისწორის

კრიტერიუმის  შეუძლებლობაზე,  თავადაც  უშვებს  სხვადასხვაგვარ

წაკითხვას.  პირსის  საპირისპიროდ,  რომელიც  ასეთი  კრიტერიუმის

შეუძლებლობას  პირადი  ენის  წმინდად  ფენომენალისტური  ხასიათის

შედეგად მიიჩნევს, ზოგიერთი მკვლევარი პირადი ენის შეუძლებლო-

ბის არგუმენტის გადამწყვეტ მომენტს ხედავს თავად პირადობაში —

ანუ იმ ფაქტში, რომ ეს ენა იზოლირებული ინდივიდის მიერ უნდა იქმ-

ნებოდეს  და  მოიხმარებოდეს.  ამ  ტიპის  ინტერპრეტაციებიდან,  რო-

მელთათვისაც  საერთოა  ენის  არსებითი  სოციალურობის  ხაზგასმა,

ყველაზე საყურადღებო თვალსაზრისი ეკუთვნის საულ კრიპკეს, რო-

მელსაც საზოგადოდ წესის პირადად შესრულების იდეის უაზრობაზე

გადააქვს არგუმენტის სიმძიმის ცენტრი.

კრიპკე პირადი ენის წინააღმდეგ არგუმენტის ნამდვილ სამყოფე-

ლად ‘’ფილოსოფიური გამოკვლევების’’ იმ პარაგრაფებს (134-დან 242-

მდე)  მიიჩნევს,  რომელთა  უშუალო  თემა  წესის  დაცვის  ცნებაა.  ის

ფიქრობს, რომ პირადი ენის არგუმენტი არის უშუალო გაგრძელება და

კონკრეტული (შეგრძნებების შესახებ საუბრის) სიტუაციისთვის გამო-

ყენება  ვიტგენშტაინის  უფრო  ზოგადი  თვალსაზრისისა  ‘’წესის  შეს-

რულების’’  შესახებ.[21]   რაც  შეეხება  ამ  უკანასკნელს,  მასში  კრიპკე

უფრო ძლიერ მტკიცებას ამოიკითხავს, ვიდრე უბრალოდ წესის შეს-

რულების აუცილებელი სოციალურობაა: ის ვიტგენშტაინის განაზრე-

ბებში აღმოაჩენს ახალი სახის სკეპტიციზმს, რომლის თანახმად საერ-

თოდ არ არსებობს არავითარი ’’ფაქტი’’ წესის სწორად შესრულებისა,

სოციუმის დადებითი ვერდიქტის გარდა. სხვა სიტყვებით, სოციუმის

ვერდიქტი რაიმე უფრო ღრმად  მდებარეს  კრიტერიუმი  კი  არ  არის,

არამედ თავად არის ერთადერთი გარემოება, რაშიც მდგომარეობს წე-

სის სწორად შესრულება.[22]  თუ ეს თვალსაზრისი სწორია, მაშინ, მის-

გან პირდაპირ მიიღება არა მხოლოდ პირადი ენის, არამედ ნებისმიერ,

რაგინდ  საჯარო  ენის,  პირადი  გამოყენების  შეუძლებლობაც  _  ისე,

რომ  `ფილოსოფიურ  გამოკვლევებში~  §242-დან  განვითარებული

მსჯელობა  შეგრძნებებზე  სასაუბრო  პირადი  ენის  შესაძლებლობის

შესახებ ზედმეტიც კი ხდება.

კრიპკესეული  ინტერპრეტაცა  უდავოდ  ორიგინალური  და  გავ-

ლენიანია,  მაგრამ  ვიტგენშტაინის  მრავალ  მკვლევარს  მიაჩნია, რომ

მასში  წარმოდგენილი  თვალსაზრისის  ვიტგენშტაინისთვის  მიწერა

უმართებულოა.[23]  თავად კრიპკეც საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მას არ

აქვს საკუთრივ ვიტგენშტაინის პოზიციის რეკონსტრუქციის პრეტენ-

ზია:  ‘’ეს  წერილი  არ  უნდა  გავიგოთ  არც  ‘’ვიტგენშტაინისა’’  და  არც

‘’კრიპკეს’’ არგუმენტის გადმოცემად, არამედ, როგორც კრიპკეს მიერ

დანახული ვიტგენშტაინის არგუმენტი.’’[24]

4. პირადი ენის არგუმენტი და ბიჰევიორიზმი

ვიტგენშტაინის  არგუმენტს  პირადი  ენის  შესაძლებლობის  წი-

ნააღმდეგ  ზოგიერთი  მკვლევარი  აკავშირებს  იმასთან,  რაც  წარმოუდ-

გება, როგორც მისი ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი ‘’ლოგიკური

(ან  ანალიზური)  ბიჰევიორიზმი’’  —  თვალსაზრისი,  რომ  თითქოსდა

მენტალური მდგომარეობებისა და პროცესების აღმნიშვნელი სიტყვები

სინამდვილეში აღნიშნავს იმ ქცევებსა და სხვა ფიზიკურ მოვლენებს,

რომლებიც  ამ სიტყვებს უკავშირდება და მათი გამოყენების კრიტე-

რიუმებს  შეადგენს.  სახელდობრ,  ხშირად  პირადი  ენის  არგუმენტს

აიგივებენ  შემდეგ  თვალსაზრისთან:  იმისთვის,  რომ  რაიმე  სიტყვას

მნიშვნელობა ჰქონდეს, მის რეფერენტს უნდა ჰქონდეს ‘’გარეგანი გა-

მოვლინება’’, გრეგანი კრიტერიუმი. ამის საფუძველზე და როგორც ამ

თვალსაზრისიდან  გამოყვანილი  შედეგი  კი,  ვიტგენშტაინს  მიეწერება

უფრო  რადიკალური  თვალსაზრისი,  რომ  სიტყვის  მნიშვნელობა  სი-

ნამდვილეში  სწორედ  ეს  გარეგანი  გამოვლინებებია.[25]   ვიტგენშტაინის

ასეთი გაგების საფუძვლად ყველაზე ხშირად იმოწმებენ ‘’ფილოსოფი-

ური გამოკვლევების’’ ცნობილ ფრაგმენტს ‘’ხოჭოზე კოლოფში’’:

დავუშვათ, თითოეულს ჰქონდეს კოლოფი, რომელშიც იქნე-

ბოდა რაღაც, რასაც  ჩვენ  ‘’ხოჭოს’’  ვუწოდებთ.  არავის შეუძლია

სხვის  კოლოფში  ჩაიხედოს;  და  თითოეული  ამბობს,  რომ  მან

მხოლოდ საკუთარი ხოჭოს დანახვით იცის, რა არის ხოჭო. აქ ხომ

შეიძლება ისე ყოფილიყო, რომ თითოეულს განსხვავებული ნივ-

თი  ჰქონოდა  კოლოფში…  —  მაგრამ  ამ  ადამიანების  სიტყვას

‘’ხოჭო’’ მაინც რომ ჰქონდეს გამოყენება? მაშინ ის არ იქნებოდა

ნივთის აღმნიშვნელის გამოყენება. ნივთი კოლოფში სულაც არ

ეკუთვნის  ენობრივ თამაშს: რადგან  კოლოფი  შეიძლება ცარიე-

ლიც იყოს.

ეს ნიშნავს: თუ შეგრძნების გამოთქმის გრამატიკას  ‘’საგნისა

და  აღმნიშვნელის’’  მოდელის  მიხედვით  ავაგებთ,  მაშინ  საგანი

განხილვის სფეროს მიღმა რჩება, როგორც არარელევანტური.[26]

პირველ  რიგში  შევნიშნოთ,  რომ  ეს  არგუმენტი  მნიშვნელოვნად

განსხვავდება  პირადი  ენის  არგუმენტისგან.  აქ  საუბარია  ‘’პირადი

ობიექტების’’ შესაძლო ადგილზე საჯარო ენის ფუნქციონირებაში, პი-

რადი ენის არგუმენტი კი ეხება ‘’პირადი ობიექტების’’ შესახებ საკუ-

თარ თავთან სალაპარაკო პირადი ენის შესაძლებლობას.

თუმცა,  თუ  გავითვალისწინებთ,  რომ  ორივე  შემთხვევა  პირად

ობიექტებს უკავშირდება, შეიძლება ისინი წარმოვადგინოთ, როგორც

ურთიერთშემავსებელი: ერთობლივად მათი შედეგია, რომ შეუძლებე-

ლია ნებისმიერი — საჯარო თუ პირადი — ენა პირადი შეგრძნებებისთ-

ვის; რომ პირადი შეგრძნებები ‘’სულაც არ ეკუთვნის [არანაირ] ენობ-

რივ თამაშს’’. მაგრამ ამ წერილის მთავარი კითხვაა, თუ რატომ არის

პირადი  ენა შეუძლებელი  ვიტგენშტაინის თანახმად.  ამ  კითხვაზე  კი

ახლა  გამოკვეთილი  კავშირი  პირდაპირ  პასუხს  არ  გვაძლევს.  ამის

მიუხედავად,  ‘’ხოჭოს’’  ფრაგმენტი  გარკვეულწილად  რელევანტური

იქნება  ჩვენი  კითხვისთვის, თუკი  სწორია  პირადი  ენის  წინააღმდეგ

ვიტგენშტაინის  არგუმენტის  დევიდ  პირსისეული  ინტერპრეტაცია.

როგორც ვნახეთ, პირსის აზრით, გადამწყვეტი სწორედ პირადი ენის

ობიექტების  გადაულახავი  პირადობაა, რა  შემთხვევაშიც  განსხვავება

მათთვის საჯარო და პირადი ენის ცნებებს შორის მნიშვნელობას კარ-

გავს — პირადი ენა იმავე მიზეზით და იმავე აზრითაა შეუძლებელი,

რატომ და რა  აზრითაც შეუძლებელია  ადამიანები ერთმანეთს ელა-

პარაკებოდნენ თავ-თავიანთ  ‘’ხოჭოებზე’’, რომელთაც  პრინციპულად

ვერასოდეს  აჩვენებენ  ერთმანეთს.  მაგრამ  თუ  ეს  ინტერპრეტაცია

სწორია, მაშინ, როგორც ვნახეთ, ვიტგენშტაინის არგუმენტი ემყარება

არა  თავისთავად  მენტალური  სიტყვების  მნიშვნელობების  ბიჰევიო-

რისტულ გაგებას, არამედ ენობრივი პრაქტიკისათვის  (ენის სწავლისა

და  გამოყენებისათვის)  დამოუკიდებელი  შემოწმების  რესურსის  აუ-

ცილებლობას.  ხოლო  გამომდინარეობს  თუ  არა  აქედან  მენტალური

სიტყვების მნიშვნელობის ბიჰევიორისტული გაგება და, ნებისმიერ შემ-

თხვევაში, გამოჰყავდა თუ  არა  ის  ვეტგენშტაინს,  სხვა საკითხია.  ეს

მსჯელობა რომ შევაჯამოთ, ბიჰევიორისტული პოზიცია არ ქმნის ვიტ-

გენშტაინის  არგუმენტს  პირადი  ენის  შესაძლებლობის  წინააღმდეგ.

უფრო პირიქით, თუნდაც ზოგადად ვიტგენშტაინის გვიანდელ თვალ-

საზრისებში და კონკრეტულად ზემოთ მოტანილ ‘’ხოჭოს’’ ფრაგმენტში

ბიჰევიორიზმი იკითხებოდეს, ის პირადი ენის შეუძლებლობის არგუ-

მენტი კი არ არის, არამედ, მაქსიმუმ, შეიძლება თავად იყოს მოტი-

ვირებული ამ არგუმენტით, რაც უნდა იყოს ეს უკანასკნელი.

რადგან  ვიტგენშტაინის  ბიჰევიორიზმის  საკითხს  შევეხეთ,  ისიც

შევნიშნოთ,  რომ  ‘’ხოჭოს’’  ფრაგმენტის  ინტერპრეტაცია,  როგორც

მენტალური  სიტყვების  მნიშვნელობების  შესახებ  ანალიტიკური

ბიჰევიორიზმის თეზისისა, სულ მცირე, თვითნებურია. მართლაც, ‘’ხოჭოს’’

სიტუაციის  მორალს  ვიტგენშტაინი,  როგორც  ციტატიდან  ჩანს,  ასე

ხედავს:  შეგრძნებებზე  საუბარი  არ უნდა  გავიგოთ  ‘’საგნისა და  აღმ-

ნიშვნელის მოდელის’’ მიხედვით. აქედან კი სულაც არ გამომდინარეობს,

რომ  შეგრძნებების  აღმნიშვნელი  სიტყვები უნდა გავიგოთ გარეგანი

(ქცევითი, ფიზიკური) მოვლენების აღმნიშვნელად იმავე — საგნისა და

აღმნიშვნელის — მოდელის მიხედვით. ვიტგენშტაინი ამ მოდელს (უფრო

ზუსტად,  მის  უნივერსალურობას)  უკუაგდებს,  ბიჰევიორისტული  წა-

კითხვა კი მისი არგუმენტების ლოგიკას ასე წარმოადგენს: რადგან ესა

თუ ის [წარმოსახვითი] ენობრივი პრაქტიკა ამ მოდელს არ ერგება, ეს

ენობრივი  პრაქტიკა  არ  შეიძლება  არსებობდეს. ეს  კი  ვიტგენშტაინის

თვალსაზრისის აშკარად არაადეკვატური წარმოდგენაა.

როგორც დასაწისში  შევნიშნე,  ამ  წერილის  მიზანი  არ  არის  პი-

რადი ენის არგუმენტის ყველა არსებული  (მით უფრო, შესაძლო) ინ-

ტერპრეტაციის  განხილვა.  მათი  სიმრავლისა  და  მრავალფეროვნების

მიზეზი  ნაწილობრივ  ვიტგენშტაინის  ნააზრევის  შესახებ  კვლევების

რეკორდული  სიმრავლეა,  ნაწილობრივ  კი — თავად  ნააზრევის  ამბი-

თუ  პოლივალენტურობა.  ეს  უკანასკნელია  იმის  მიზეზიც,  რომ

შეუძლებელია  არსებულ  ინტერპრეტაციათა  შორის რომელიმეს უპი-

რობოდ  მიენიჭოს  უპირატესობა.  ამ  ყველაფრის  მიუხედავად,  ვიმე-

დოვნებ, ზემოთ ზოგადად მაინც წარმოვადგინე უფრო ყურადსაღები

ინტერპრეტაციები — ყურადსაღები ან იმიტომ, რომ გავრცელებულია,

ან იმიტომ, რომ საინტერესოა. ამ განხილვის შედეგებს ასე შევაჯამებ:

გავრცელებული  ინტერპრეტაცია,  რომლის  თანახმად  პირადი  ენის

შესაძლებლობას ვიტგენშტაინი ბიჰევიორისტული მოსაზრებების გამო

უარყოფს  (§4),  მცდარია.  მცდარია  გამარტივებული  გაგებაც  არგუ-

მენტისა, როგორც დაფუძნებულისა ოსტენსიის, როგორც ასეთის, მი-

მართ სკეპტიციზმზე (§2.1). დანარჩენ სამ ინტერპრეტაციას — პირადი

ოსტენსიის შეუძლებლობა პრაქტიკის კონტექსტის არარსებობის გამო

(§2.2), პირადი წესის შეუძლებლობა ობიექტური შემოწმების რესურსის

არარსებობის გამო (§3.1) ან წესის შესრულების არსებითი სოციალუ-

რობის გამო (§3.2) — მყარი საფუძველი აქვს ვიტგენშტაინის ტექსტებში.

მეტიც, განსხვავებების მიუხედავად, ისინი აუცილებლად არ გამორიც-

ხავს  ერთმანეთს  და  იმით,  რომ  მახვილს  აკეთებს  ვიტგენშტაინის

რეალური  თვალსაზრისის  სხვადასხვა  ასპექტზე,  თითოეული  გვეხ-

მარება ამ უკანასკნელის გაგებაში.


[1]   ‘’ფილოსოფიური გამოკვლევების’’ ქართულ თარგმანში გერმანული ‘’პრივატ’’ გადმოტანილია, როგორც ‘’კერძო’’. მე მიმაჩნია, რომ ამ (და ზოგიერთ სხვა სპეციფიკურად ფილოსოფიურ) კონტექსტში უფრო ადეკვატურია ‘’პირადი’’. ჩემი ერთერთი არგუმენტი ის არის, რომ ‘’კერძო’’ ქართულ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში დამკვიდრებულია, როგორც ‘’ზოგადის’’ საპირისპირო, ანუ პირველი წევრის თარგმანი წყვილიდან ‘’particular/universal’. ამიტომ, არა მხოლოდ ჩემს მსჯელობაში, არამედ ციტირების დროსაც ყველგან დავწერ ‘’პირადს’’. ამ ცვლილების გარდა, ქართული თარგმანიდან გადახვევის ყველა სხვა შემთხვევას მივუთითებ შესაბამის შენიშვნაში

[2]

. ვიტგენშტაინი, ფილსოფიური გამოკვლევები, გიგა ზედანიას თარგმანი, თბილისი, ლოგოს პრესი, 2003:  §243  (ხაზგასმა ჩემი). `ფილოსოფიური გამოკვლევების~ მონაკვეთებს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, მივუთითებ პარაგრაფით, ნაცვლად გვერდისა, რათა მკითხველს გაუადვილდეს ტექსტის სხვა გამოცემებში მათი მოძებნა.

[3] იქვე: §256‐257 (ხაზგასმა ორიგინალის, ქართული თარგმანი მცირედ შეცვლილი).

[4] იქვე: §26 (ხაზგასმა ორიგინალის).

[5] იქვე: §30.

[6] იქვე: §257

[7]  ამ თვალსაზრისს იცავს დევიდ სტერნი; ის ასევე იმოწმებს რობერტ ფოუგლინსა და ბარი სტრაუდს. იხ. D. G. Stern, Wittgenstein’s Philophical Investigations. An Introduction, Cambridge University Press, Cambridge, UK, 2004: 178, 180‐81.

 

[8] ვიტგენშტაინი, ფილსოფიური გამოკვლევები: §258. 

 

[9]იქვე: §268. 

[10] იქვე: §258 (ქართული თარგმანი მცირედ შეცვლილი).

[11]  იქვე: §202. 

 

[12] ამ თვალსაზრისს ექსპლიციტურად მიაწერენ ვიტგენშტაინს და აკრიტიკებენ ჩარლზ კიარა და ჯერი ფოდორი (იხ. C.S. Chihara and J.A. Fodor, ‘’Operationalism and Ordinary language: A Critique of Wittgenstein’’, In: D.M. Rosenthal (ed.), The Nature of Maind, Oqsford University Press, New York, 1991, 137‐150).

[13] D.Pears, The False Prison. A study of the Development of Wittgensteins’S PhilooPhy, Volome Two, Clarendon Press,Oxford and New York, 2003: 329

[14] იქვე: 333.

 

[15] თავად პირსი საუბრობს მგელბავშვზე (wolf-chld), რომელიც მე მაუგლის ცნობილი პერსონაჟით შევცვალე, რაც, ვიმედოვნებ, სიტუაციის დეტალების აღწერის მხრივ ეკონომიის გაკეთების საშუალებას მაძლევს. 

[16] იქვე:  334,  361‐362. პირსი პირველი ინტერპრეტაციის დამცველებად ასახელებს საულ კრიპკესა და ნორმან მალკოლმს, ხოლო მეორისა   — პიტერ ჰაკერსა და გორდონ ბეიკერს, აგრეთვე, ქოლინ მაქგინს (იქვე: 362).

 

 

[17]  იქვე: 334, 337.

 

[18] იქვე: 334‐388.

 

[19] იქვე: 329‐330.

 

[20]  იქვე: 386‐387.

 

[21] S.A.Kipke, Wittgenstein on Rules and Private Languege.An Elementary Exposition, Harvard University Press, Cambridge, Massachusetts, 1982: 3-4, 68, 79.

[22] იქვე: 21,88, 111 და სხვ.

[23]  გარდა დევიდ პირსის ზემოთ განხლული თვალსაზრისისა, ასეთი პოზიციის მაგალითებისთვის იხილეთ: Marie McGinn, Wittgenstein and the philosophical Investigations, Routlage, London and New York, 1997: 74-5, 81-2; Stern, Eittgenstein’s PhilosophicalInvestigations:179-80.

[24]Kripke, Wittgenstein on Rule and Private Language: 5. ამ ვითარებას ასახავს ის ფაქტი, რომ კრიპკეს წიგნის გამოსვლიდან მალევე საყოველთაოდ დამკვიდრდა ვიტგენშტაინის არგუმენტის კრიპკესეული ინტერპრეტაციის ავტორად ფიქციური კრიპკენშტაინის დასახელება.

[25]   ამ მიმართულებით განავითარა ვიტგენშტაინის თვალსაზრისი გილბერტ რაილმა (იხ. Gilbert Ryli, The Concept of Mind, Te University of Chicago Press, Chicago, 2002 (1949)); ასევე წარმოადგენენ ვიტგენშტაინის თვალსაზრისს ჩარლზ კიარა და ჯერი ფოდორი (იხ. C.S. Chihara andJ.A. Fodor, ‘’Operacionalism and Ordinary Language: A Critique of Wittgenstein’’, in : D.M. Rosenthal (ad), The nature of Mind, Oxford University Press, New York, 1991, 137-150), ჟორჟ რეი (იხ. Gorge Ray, Contemporary Philosophy of Mind, Blackwell Publishers, Cambridge, Massachusetts, 1997: 151-155).

[26]  ვიტგენშტაინი, ფილსოფიური გამოკვლევები: §293.