Skip to main content

გოთლობ ფრეგე – “საზრისსა და ნომინატზე”([1])

სტატია დაიბეჭდა კრებულში “აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა”, ლ. მჭედლიშვილისა და თ.ცხადაძის რედაქტირებით, თბილისი 2009 წ. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო თამარ ცხადაძემ.

 

 

[25] ტოლობა[2] მასთან დაკავშირებულ ბევრ ისეთ კითხვაზე

დაგვაფიქრებს, რომლებზეც იოლი არ არის პასუხის გაცემა.

არის ის მიმართება? მიმართება საგნებს შორის? თუ საგნების

სახელებს ან ნიშნებს შორის? მე ეს მეორე თვალსაზრისი გავი-

ზიარე ჩემს Begriffsschrift-ში. მის სასარგებლოდ შემდეგი საბუ-

თები უნდა არსებობდეს: “A=A” და “A=B” აშკარად გნსხვავებუ-

ლი შემეცნებითი ღირებულების მქონე წინადადებებია: “A=A”

აპრიორულად მართებულია და კანტის მიხედვით ანალიზური

უნდა ეწოდოს, ხოლო “A=B” ფორმის წინადადებები ხშირად

შეიცავს ჩვენი ცონის უაღრესად ღირებულ გაფართოებას და

ყოველთვის აპრიორულად ვერ დაფუძნდება. აღმოჩენა, რომ

ყოველ დილით ახალი მზე კი არ ამოდის, არამედ ერთი და

იგივე, უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმო-

ჩენა ასტრონომიაში. დღესაც კი, რომელიმე პატარა პლანეტის

ან კომეტის ამოცნობა [26] ყოვლთვის იოლი არ არის. თუ

ტოლობაში დავინახავდით “A” და “B” სახელებით აღნიშნულ

საგნებს შორის მიმართებას, მაშინ გამოვიდოდა, რომ “A=B” და

“A=A” არ შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუკი “A=B” ჭეშმარიტია.

რადგან ამ უკანასკნელი წინადადებით გამოხატული იქნებოდა

საგნის თავის თავთან მიმართება, სახელდობრ, მიმართება, რო-

მელიც ყოველ საგანს აქვს თავის თავთან და არც ერთს –

რომელიმე სხვა საგანთან. რისი თქმაც “A=B” წინადადებით

გვინდა, თითქოს ის უნდა იყოს, რომ “A” და “B” სახელები ან

ნიშნები ერთსა და იმავეს აღნიშნავს და მაშინ ნათქვამი თვი-

თონ ამ ნიშნებს ეხება და ის მათ შორის რაღაც მიმართების

არსებობის მტკიცება იქნება. მაგრამ სახელებს ან ნიშნებს შო-

რის ეს მიმართება მხოლოდ იმდენად შეიძლება არსებობდეს,

რამდენადაც ისინი ასახელებენ ან აღნიშნავენ რაღაცას. ეს მი-

მართება გაშუალებული იქნება იმით, რომ თითოეული სახელი

დაკავშირებულია ერთსა და იმავე აღნიშნულთან. მაგრამ ეს

კავშირი თვითნებურია. ვერავის ავუკრძალავთ ნებისმიერად

შერჩეული პროცესის ან საგნის ნებისმიერი სხვა რაღაცის ნიშ-

ნად გამოყენებას. ასე გამოვიდოდა, რომ “A=B” ფორმის წინა-

დადება უკვე ეხება არა თავად საგნებს, არამედ მხოლოდ აღ-

ნიშვნების ჩვენს წესს; და მისით ვეღარ გამოვთქვამდით ნამ-

დვილ ცოდნას. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ჩვენ სწორედ ეს

გვინდა. თუ ნიშანი “A” ნიშან “B”-სგან განსხვავდება მხოლოდ

როგორც საგანი (აქ თავისი მოხაზულობით) და არა როგორც

ნიშანი, ანუ არა იმ წესით, რომლითაც ის რაღაცას აღნიშ-

ნავს, მაშინ “A=A”-ს შემეცნებითი ღირებულება არსებითად იგი-

ვე იქნება, რაც “A=B”-სი, თუკი “A=B” ჭეშმარიტია. განსხვავება

მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს, თუ ნიშნებს შორის

განსხვავება შეესაბამება განსხვავებას იმ წესებს შორის, რომ-

ლებითაც მათ მიერ აღნიშნული საგნები მოგვეცემა. დავუშვათ,

A, B და C მონაკვეთები სამკუთხედის წვეროებს მოპირდაპირე

გვერდების შუა წერტილებთან აერთებს. მაშინ A-სა და B-ს გა-

დაკვეთის წერტილი იქნება იგივე, რაც B-სა და C-ს გადაკვეთის

წერტილი. ამრიგად, გვაქვს ერთი და იგივე წერტილის ორი

განსხვავებული აღნიშვნა და ეს სახელები (“A-სა და B-ს გადაკ-

ვეთის წერტილი”, “B-სა და C-ს გადაკვეთის წერტილი”) ასევე

მიუთითებს მისი მოცემის წესებს. ამიტომაც შეიცავს ეს წინა-

დადება ნამდვილ ცოდნას.

თავისთავად ჩნდება აზრი, რომ ნიშანს (სახელს, შესიტყვე-

ბას, წერილობით ნიშანს) გარდა აღნიშნული საგნისა, რომელ-

საც შეიძლება ნიშნის ნომინატი ვუწოდოთ, ასევე უკავშირდება

ის, რასაც მე ვუწოდებდი ნიშნის საზრისს და რაც მოიცავს

საგნის მოცემის წესს.([3]) მაშინ გამოვა, რომ ჩვენს მაგალითში

[27] ფრაზებს “A-სა და B-ს გადაკვეთის წერტილი” და “B-სა

და C-ს გადაკვეთის წერტილი” ერთი და იგივე აქვთ სწორედ

ნომინატი, მაგრამ არა საზრისი. ასევე ერთი და იგივეა “მწუხ-

რის ვარსკვლავის” და “ცისკრის ვარსკვლავის” ნომინატი, მაგ-

რამ არა საზრისი.

ზემოთქმულიდან ნათელია, რომ აქ მე “ნიშანი” ან “სახე-

ლი” მესმის, როგორც ნებისმიერი აღნიშვნა, რომელიც საკუთა-

რი სახელის როლს ასრულებს და რომლის ნომინატიც, ამრი-

გად, არის გარკვეული საგანი (ამ სიტყვის უფართოესი მნიშ-

ვნელობით) და არა – ცნება ან მიმართება, რომელთა განხილ-

ვას ცალკე გამოკვლევა უნდა მიეძღვნას.([4]) ცალკეული ობიექტის

აღნიშვნა შეიძლება რამდენიმე სიტყვისგან ან სხვა ნიშნებისაგა-

ნაც შედგებოდეს. სიმოკლისათვის ყველა ასეთ აღნიშვნას საკუ-

თარ სახელს ვუწოდებთ.

საკუთარი სახელის საზრისს წვდება ყველა, ვინც საკმარი-

სად იცის ის ენა ან აღნიშვნათა მთლიანობა, რომელსაც სახე-

ლი მიეკუთვნება;[5] მაგრამ ამით ნომინატი, თუ ის არსებობს,

ყოველთვის მხოლოდ ცალმხრივად არის გაშუქებული. ნომინა-

ტის ყოველმხრივი ცოდნისათვის საჭიროა, რომ ყოველი მოცე-

მული საზრისისათვის დაუყოვნებლად შეგვეძლოს ვთქვათ, მიე-

კუთვნება თუ არა ის ამ ნომინატს. ამას ვერასდროს შევ-

ძლებთ.

ნიშანს, მის საზრისსა და მის ნომინატს შორის კანონზო-

მიერი კავშირი ისეთია, რომ ნიშანს შეესაბამება ერთი გარკვე-

ული საზრისი, ხოლო ამ უკანასკნელს – ერთი გარკვეული ნო-

მინატი, მაშინ, როდესაც ერთსა და იმავე ნომინატს (საგანს)

არა მხოლოდ ერთი ნიშანი მიეკუთვნება. ერთი და იგივე საზ-

რისი სხვადასხვა ენაში, ერთსა და იმავე ენაშიც კი, სხვადასხვა-

ნაირად გამოიხატება. რასაკვირველია, გვხვდება გამონაკლისები

ამ კანონზომიერებიდან. ნიშანთა სრულყოფილ მთლიანობაში,

უდავოდ, ყოველ გამონთქვამს ერთი გარკვეული საზრისი უნდა

შეესაბამებოდეს; მაგრამ [28] სამეტყველო ენებში ეს მოთხოვნა

მრავალგზის ირღვევა და კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმითაც, თუ

ერთსა და იმავე სიტყვას ერთსა და იმავე კონტექსტში მაინც

აქვს ხოლმე ერთი და იგივე საზრისი. ალბათ შეიძლება დავუშ-

ვათ, რომ გრამატიკულად სწორად აგებულ გამოსახულებას,

რომელიც საკუთარი სახელის როლს ასრულებს, ყოველთვის

აქვს საზრისი. მაგრამ ამით არაფერია ნათქვამი იმაზე, ამ საზ-

რისს ასევე შეესაბამება თუ არა ნომინატი. ფრაზას “დედამიწი-

დან ყველაზე შორი ციური სხეული” საზრისი აქვს; მაგრამ ძა-

ლიან საეჭვოა, აქვს თუ არა მას ნომინატიც. გამოსახულებას

“ყველაზე ნელა კრებადი მწკრივი” აქვს საზრისი; მაგრამ შეიძ-

ლება დასაბუთება, რომ მას არ გააჩნია ნომინატი, რადგან ნე-

ბისმიერი კრებადი მწკრივისთვის შესაძლებელია უფრო ნელა

კრებადი, მაგრამ მაინც კრებადი მწკრივის მოძებნა. ამრიგად

ის, რომ რაღაც საზრისს ვწვდებით, არ არის გარანტია იმისა,

რომ ხელთ გვაქვს რაღაც ნომინატი.

როცა სიტყვებს ჩვეულებრივად ვიყენებთ, ის, რაზეც ლა-

პარაკი გვსურს, არის მათი ნომინატები. მაგრამ შეიძლება ისეც

მოხდეს, რომ თავად სიტყვებზე ან მათ საზრისებზე გვინდოდეს

ლაპარაკი. პირველი შემთხვევა გვაქვს, მაგალითად, როცა სხვა

ადამიანის სიტყვებს გადმოვცემთ პირდაპირ თქმაში. ამ დროს

საკუთრივ ჩვენი სიტყვები უშუალოდ ასახელებს სხვის სიტყვებს

და მხოლოდ ამ უკანასკნელთ აქვთ ჩვეულებრივი ნომინატები.

აქ ჩვენს წინაშეა ნიშნების ნიშნები. ასეთ ვითარებაში წერისას

სიტყვების ხატებს ბრჭყალებში ვსვამთ. ამრიგად, ბრჭყალებში

ჩასმული სიტყვების ხატები არ უნდა გავიგოთ მათი ჩვეულებ-

რივი მნიშვნელობით.

როცა რაღაც “A” გამოსახულების საზრისზე გვინდა ვი-

ლაპარაკოთ, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ უბრალოდ ფრაზის “«A»

გამოსახულების საზრისი” გამოყენებით. ირიბ თქმაში ვლაპარა-

კობთ საზრისზე, მაგალითად, სხვა ადამიანის ნათქვამის საზრის-

ზე. აქედან ნათელია, რომ ასეთ ლაპარაკშიც სიტყვებს არ

აქვთ მათი ჩვეულებრივი ნომინატები, არამედ აღნიშნავენ იმას,

რაც ჩვეულებივ მათი საზრისია. სიმოკლისათვის ვიტყვით, რომ

ირიბ თქმაში სიტყვები გამოიყენება ირიბად, ან აქვთ ირიბი

ნომინატები. მაშასადამე, სიტყვის ჩვეულებრივ ნომინატს გან-

ვასხვავებთ მისი ირიბი ნომინატისგან, ხოლო სიტყვის ჩვეულებ-

რივ საზრისს – მისი ირიბი საზრისისგან. სიტყვის ირიბი ნომი-

ნატი, ამრიგად, არის მისი ჩვეულებრივი საზრისი. ყოველთვის

მხედველობაში უნდა გვქონდეს ასეთი გამონაკლისები, თუ გვინ-

და, სწორად გავიგოთ ცალკეულ შემთხვევებში ნიშნებს, საზრი-

სებსა და ნომინატებს შორის არსებული კავშირის ხასიათი.

[29] ნიშნის ნომინატისა და საზრისისაგან უნდა განვას-

ხვავოთ მასთან დაკავშირებული წარმოდგენა. თუ ნიშნის ნომი-

ნატია გრძნობადად აღქმადი საგანი, მაშინ მის შესახებ ჩემი

წარმოდგენა არის შინაგანი ხატი, რომელიც წარმოიშობა ჩემი

წარსული მოგონებებისა და გრძნობადი შთაბეჭდილებების, ასე-

ვე ჩემს მიერ წარსულში განხორციელებული შინაგანი თუ გა-

რეგანი ქმედებებისგან.[6] ის ხშირად გაჟღენთილია გრძნობებით;

მისი ცალკეული ნაწილების გარკვეულობა სხვადასხვაა და მერ-

ყევი. ერთი და იგივე წარმოდგენა, ერთი და იგივე ადამიანის-

თვისაც კი, ყოველთვის ერთსა და იმავე საზრისთან არ არის

დაკავშირებული. წარმოდგენა სუბიექტურია: ერთი ადამიანის

წარმოდგენა არ არის მეორის წარმოდგენა. აქედან მოდის ერ-

თსა და იმავე საზრისთან დაკავშირებულ წარმოდგენებს შორის

არსებული მრავალმხრივი განსხვავებები. მხატვარი, მხედარი,

ზოოლოგი ალბათ ძალიან სხვადასხვანაირ წარმოდგენებს დაუ-

კავშირებენ სახელ “ბუცეფალს”. ამით წარმოდგენა არსებითად

განსხვავდება ნიშნის საზრისისგან, რომელიც შეიძლება ბევრი

ადამიანის საერთო საკუთრება იყოს და ამდენად არ არის

ცალკეული სულის ნაწილი ან მოდუსი, რადგან ვერავინ შეძ-

ლებს უარყოს, რომ კაცობრიობას აზრების([7]) საერთო საგანძუ-

რი აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.[8]

შესაბამისად, მაშინ, როცა ვერაფერი გვექნება პირდაპირ

საზრისებზე ლაპარაკის წინააღმდეგ, წარმოდგენისათვს საჭიროა

დავაზუსტოთ, ვის და რომელ დროს ეკუთვნის ის. შეიძლება

თქვან: როგორც ერთი ადამიანი ერთ, ხოლო სხვა ადამიანი –

სხვა წარმოდგენას აკავშირებს ერთსა და იმავე სიტყვასთან,

ზუსტად ისევე შეიძლება ერთი ადამიანი ერთ, ხოლო სხვა

ადამიანი – სხვა საზრისს აკავშირებდეს მასთან. მაგრამ მაშინ

განსხვავება მხოლოდ თავად დაკავშირების წესშია. ეს ხელს არ

უშლის იმას, რომ ორივე [30] ერთსა და იმავე საზრისს წვდე-

ბოდეს, მაგრამ შეუძლებელია მათ ერთი და იგივე წარმოდგენა

ჰქონდეთ. Siduo idem faciunt, non est idem([9]). როცა ორი ადამიანი

ერთსა და იმავე რაიმეს წარმოიდგენს, თითოეულს მაინც თავი-

სი საკუთარი წარმოდგენა აქვს. მართალია, ხანდახან შესაძლე-

ბელია განსხვავებების დადგენა სხვადასხვა ადამიანის წარმოდგე-

ნებს შორის, მეტიც, შეგრძნებებს შორისაც; მაგრამ შეუძლებე-

ლია მათი ზუსტი შედარება, რადგან შეუძლებელია ეს წარ-

მოდგენები ერთდროულად ერთსა და იმავე ცნობიერებაში

გვქონდეს.

საკუთარი სახელის ნომინატია თვითონ საგანი, რომელსაც

ამ სახელით აღვნიშნავთ; წარმოდგენა, რომლიც ამ დროს შე-

იძლება გვქონდეს, მთლიანად სუბიექტურია; მათ შორისაა საზ-

რისი, რომელიც არც წარმოდგენასავით მხოლოდ სუბიექტუ-

რია, მაგრამ არც თავად საგანი არ არის. შემდეგი შედარება

ალბათ გამოდგება ამ მიმართების ნათელსაყოფად: ვიღაც მთვა-

რეს ტელესკოპით აკვირდება. თვითონ მთვარე შეიძლება შევა-

დაროთ ნომინატს; ის არის დაკვირვების საგანი, რომელიც გა-

შუალებულია ობიექტივის შუშიდან ტელესკოპის შიგთავსში

პროეცირებული რეალური გამოსახულებითა და გამოსახულე-

ბით დამკვირვებლის თვალის ბადურაზე. პირველი შეიძლება

შევადაროთ საზრისს, ხოლო მეორე – წარმოდგენას ან აღქმას.

ტელესკოპში არსებული გამოსახულება მართლაც მხოლოდ

ცალმხრივია; ის დამოკიდებულია ტელესკოპის მდებარეობაზე;

მაგრამ ის მაინც ობიექტურია, რადგან შეიძლება რამდენიმე

დამკვირვებელს გამოადგეს. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ისე

გავაკეთოთ, რომ ის ერთდროულად გამოიყენოს რამდენიმე

დამკვირვებელმა. მაგრამ გამოსახულება თვალის ბადურაზე თი-

თოეულს მაინც თავისი ექნება. თვალების სხვადასხვაგვარი აგე-

ბულების გამო ალბათ მიუღწეველია გეომეტრიული კონგრუენ-

ციაც კი, ხოლო ნამდვილი ურთიერთდამთხვევა გამორცხულია.

ალბათ შეგვიძლია ეს შედარება კიდევ უფრო გავშალოთ თუკი

დავუშვებთ, რომ შესაძლებელია გამოსახულება A-ს თვალის ბა-

დურაზე ხილული გახდეს B-სთვის; ან რომ A-ს თვითონ შეუძ-

ლია საკუთარ თვალის ბადურაზე არსებული გამოსახულების

სარკეში დანახვა. ალბათ ამით ვაჩვენებდით, რომ წარმოდგენა

თვითონ შეიძლება იქცეს საგნად, მაგრამ როგორც ასეთი, ის

არ იქნება დამკვირვებლისთვის იგივე, რაც უშუალოდ წარმომ-

დგენისთვის არის. მაგრამ ამ მიმართულებით გაგრძელება ძალი-

ან შორს წაგვიყვანს.

ახლა შეგვიძლია დავინახოთ სიტყვებს, ფრაზებსა და

მთელ წინადადებებს შორის განსხვავებების სამი საფეხური.

განსხვავება ეხება ან მხოლოდ წარმოდგენებს, ან საზრისს, მაგ-

რამ [31] არა ნომინატს, ან, ბოლოს, ნომინატსაც. პირველ სა-

ფეხურთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ, რომ, წარმოდგენე-

ბის სიტყვებთან არაცალსახა კავშირის გამო, ერთი ადამიანის-

თვის შეიძლება არსებობდეს განსხვავება, რომელსაც მეორე ვერ

ამჩნევს. თარგმანის დედანისგან განსხვავება წესით არ უნდა

სცილდებოდეს პირველ საფეხურს. ამგვარ შესაძლო განსხვავე-

ბებს კიდევ მიეკუთვნება შეფერილობა და შუქ-ჩრდილები, რო-

მელთა საზრისისთვის მინიჭებასაც ესწრაფვის პოეზია [და]

მჭევრმეტყველება. ეს შეფერილობა და შუქ-ჩრდილები არ არის

ობიექტური, არამედ მსმენელმა და მკითხველმა თავად უნდა

დაამატოს ისინი პოეტის ან ორატორის მინიშნებების მიხედვით.

ადამიანთა წარმოდგენებს შორის გარკვეული ნათესაობის გარე-

შე ხელოვნება უთუოდ შეუძლებელი იქნებოდა; მაგრამ ვერასო-

დეს იქნება შესაძლებლი იმის ზუსტად დადგენა, თუ რამდენად

განხორციელდა პოეტის ჩანაფიქრი.

წარმოდგენებსა და შთაბეჭდილებებზე ქვემოთ აღარ ვილა-

პარკებთ; აქ მათ მხოლოდ იმიტომ შევეხეთ, რომ თავი დავიზღ-

ვიოთ წარმოდგენის, რომელიმე მსმენელში რომელიმე სიტყვა

რომ აღძრავს, ამ სიტყვის საზრისში ან ნომინატში აღრევისგან.

რათა აზრების მოკლედ და ზუსტად გამოთქმა შევძლოთ,

შევთანხმდეთ შემდეგ ფორმულირებებზე:

საკუთარი სახელი (სიტყვა, ნიშანი, ნიშანთა კომბინაცია,

ფრაზა) გამოხატავს თავის საზრისს, ნიშნავს ან აღნიშნავს თა-

ვის ნომინატს. ჩვენ ნიშნის საშუალებით გამოვხატავთ მის საზ-

რისს და აღვნიშნავთ მის ნომინატს.

იდეალისტური და სკეპტიკური ბანაკიდან ალბათ უკვე

დიდი ხანია შემოგვედავნენ: “აქ შენ უყოყმანოდ ლაპარაკობ

 

 

მთვარეზე, როგორც საგანზე; მაგრამ საიდან იცი, რომ სახელ

“მთვარეს” მართლა აქვს ნომინატი; საიდან იცი, რომ საერთოდ

რაიმეს აქვს ნომინატი?” ჩემი პასუხია, რომ როცა ვამბობთ

“მთვარე”, ჩვენ არ ვიზრახავთ მთვარის ჩვენს წარმოდგენაზე

ლაპარაკს და არც საზრისს ვჯერდებით; არამედ წინასწარ ვუშ-

ვებთ ნომინატს. ანუ, უბრალოდ საზრისის ვერგაგება იქნებოდა

იმის მიღება, რომ წინადადებაში “მთვარე დედამიწაზე პატა-

რაა” ლაპარაკია მთვარის წარმოდგენაზე. მოსაუბრეს რომ ეს

სდომებოდა, მაშინ გამოიყენებდა ფრაზას `მთვარის ჩემი წარ-

მოდგენა~. რასაკვირველია, შეიძლება ვცდებოდეთ აღნიშნულ

წინასწარდაშვებაში და მსგავსი შეცდომები მომხდარა კიდეც.

მაგრამ კითხვა, ხომ არ შეიძლება ამაში ყოველთვის [32] ვცდე-

ბოდეთ, აქ შეიძლება უპასუხოდ დავტოვოთ; ლაპარაკის ან

ფიქრის დროს ჩვენს განზრახვაზე მითითებაც საკმარისია იმის-

თვის, რომ გავამართლოთ ნიშნის ნომინატზე საუბარი, თუნ-

დაც შემდეგი პირობით: თუკი ეს ნომინატი არსებობს.

აქამდე განვიხილავდით მხოლოდ ისეთი ფრაზების, სიტყვე-

ბის, ნიშნების საზრისსა და ნომინატს, რომელთაც საკუთარი

სახელები ვუწოდეთ. ახლა დავსვათ კითხვა მთელი მტკიცებითი

წინადადების საზრისის და ნომინატის შესახებ. ასეთი წინადა-

დება შეიცავს აზრს.[10] ეს აზრი მის საზრისად უნდა ჩავთვალოთ

თუ მის ნომინატად? დროებით დავუშვათ, რომ წინადადებას

აქვს ნომინატი. ახლა შევანაცვლოთ მასში რომელიმე სიტყვა

იმავე ნომინატის მაგრამ განსხვავებული საზრისის მქონე სხვა

სიტყვით; ამან არ შეიძლება წინადადების ნომინატზე რაიმე

გავლენა მოახდინოს. მაგრამ ვხედავთ, რომ ასეთ შემთხვევებში

აზრი იცვლება; მაგალითად, წინადადებით “ცისკრის ვარსკვლა-

ვი სხეულია, რომელსაც მზე ანათებს” გამოთქმული აზრი გან-

სხვავდება წინადადებით “მწუხრის ვარსკვლავი სხეულია, რო-

მელსაც მზე ანათებს” გამოთქმული აზრისგან. მას, ვინც არ

იცის, რომ ცისკრის ვარსკვლავი მწუხრის ვარსკვლავია, შეიძ-

ლება ერთი აზრი ჭეშმარიტად მიაჩნდეს, ხოლო მეორე –

მცდარად. აზრი, ამრიგად, არ შეიძლება იყოს წინადადების ნო-

მინატი, სანაცვლოდ ის მის საზრისად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ

როგორ არის ნომინატის საქმე? გვაქვს კი საერთოდ მასზე

კითხვის დასმის უფლება? იქნებ წინადადებას, როგორც მთელს,

აქვს მხოლოდ საზრისი და არ გააჩნია ნომინატი? ნებისმიერ

შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ არსებობს წინადადებებიც

და წინადადების ნაწილებიც, რომელთაც აქვთ საზრისი, მაგრამ

არ აქვთ ნომინატი. და წინადადებები, რომლებიც ნომინატის

არმქონე საკუთარ სახელებს შეიცავს, ასეთი იქნება. წინადადე-

ბას `ღრმად ჩაძინებული ოდისევსი ითაკის ნაპირზე გადმოსვეს~

აშკარად აქვს საზრისი. მაგრამ რადგან საეჭვოა, რომ მასში

შემავალ სიტყვა “ოდისევსს” ნომინატი ჰქონდეს, ასევე საეჭვოა,

რომ მთელ წინადადებას ჰქონდეს ნომინატი. მაგრამ უდავოა,

რომ ნებისმიერი, ვისაც ეს წინადადება გულწრფელად მიაჩნია

ჭეშმარიტად ან მცდარად, ასევე მიაწერს სახელ “ოდისევსს”

ნომინატს და არა [33] მხოლოდ საზრისს; რადგან პრედიკატი

მიეწერება ან არმიეწერება სწორედ ამ სახელის ნომინატს.

ვინც ნომინატის არსებობას არ აღიარებს, ის ვერც მიაწერს

და ვერც არმიაწერს რაიმე პრედიკატს მას. მაგრამ სახელის

ნომინატზე ფიქრი ზედმეტი იქნებოდა, შეგვეძლო მხოლოდ საზ-

რისით დავკმაყოფილებულიყავით, თუკი აზრზე შორს წასვლას

არ მოვინდომებდით. წინადადების მხოლოდ საზრისს – აზრს –

როცა ეხება საქმე, წინადადების რომელიმე ნაწილის ნომინატზე

ფიქრი ზედმეტია; წინადადების საზრისისთვის ხომ მნიშვნელობა

შეიძლება ჰქონდეს მისი ნაწილის მხოლოდ საზრისს, მაგრამ

არა ნომინატს. აზრი იგივე რჩება იმის მიუხედავად, აქვს თუ

არა სახელ “ოდისევსს” ნომინატი. ის, რომ საერთოდ გვაინტე-

რესებს წინადადების ნაწილის ნომინატი, იმის ნიშანია, რომ

ჩვენ თავად წინადადებისთვისაც საზოგადოდ ვაღიარებთ და

მოვითხოვთ ნომინატს. აზრს ჩვენთვის ღირებულება აკლდება,

როგორც კი შევიტყობთ, რომ მის რომელიღაც ნაწილს ნომი-

ნატი არ აქვს. ამრიგად, სავსებით გამართლებულია, რომ კი

არ დავკმაყოფილდეთ წინადადების მხოლოდ საზრისით, არამედ

მისი ნომინატის შესახებაც დავსვათ კითხვა. მაგრამ რატომ

გვინდა, რომ ყოველ საკუთარ სახელს ჰქონდეს არა მხოლოდ

საზრისი, არამედ ნომინატიც? რატომ არ გვყოფნის აზრი? იმი-

ტომ, რომ და იმდენად, რამდენადაც ჭეშმარიტებითი მნიშვნე-

ლობა გვაინტერესებს. ეს ყოველთვის არ ხდება. ეპოსის მოსმე-

ნისას, მაგალითად, ჩვენ, ენის კეთილხმოვანებასთან ერთად, გვი-

ტაცებს წინადადებების საზრისი და მათ მიერ აღძრული წარ-

მოდგენები და გრძნობები. როცა ჭეშმარიტების შესახებ ვსვამთ

კითხვას, ხელოვნებით ტკბობას გვერდზე გადავდებთ და სამეც-

ნიერო მოსაზრებებს ვითვალისწინებთ. ამიტომ ჩვენთვის სულ

ერთია, მაგალითად, აქვს თუ არა სახელ “ოდისევსს” ნომინატი

მანამ, სანამ ლექსს ხელოვნების ნაწარმოებად ვიღებთ.[11] ამრი-

გად, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაა ის, რაც ჩვენ საერთოდ გვი-

ბიძგებს საზრისიდან ნომინატზე გადასვლისკენ.

ვნახეთ, რომ წინადადებისთვის ნომინატი უნდა ვეძებოთ

ყოველთვის, როცა გვაინტერესებს მისი შემადგენელი ნაწილების

ნომინატები; და რომ ეს მაშინ და მხოლოდ მაშინ ხდება, რო-

ცა კითხვას ვსვამთ ჭეშმარიტებით მნიშვნელობაზე.

[34] ამრიგად, მივედით იქამდე, რომ წინადადების ჭეშმა-

რიტებითი მნიშვნელობა ვაღიაროთ მის ნომინატად. წინადადე-

ბის ჭეშმარიტებით მნიშვნელობაში ვგულისხმობ იმ გარემოებას,

რომ ის ჭეშმარიტია ან რომ ის მცდარია. სხვა ჭეშმარიტებითი

მნიშვნელობები არ არსებობს. სიმოკლისათვის ერთს ვუწოდებ

ჭეშმარიტს, მეორეს – მცდარს.[12] ყოველი მტკიცებითი წინადადე-

ბა, რომელშიც მნიშვნელოვანია სიტყვების ნომინატები, ასევე

უნდა გავიგოთ, როგორც საკუთარი სახელი და მისი ნომინატი,

თუ ასეთი არსებობს, ორიდან ერთ-ერთია: ჭეშმარიტი ან

მცდარი. ამ ორ საგანს, ფარულად მაინც, აღიარებს ყველა,

ვინც საერთოდ მსჯელობს, ვინც რაიმეს ჭეშმარიტად მიიჩნევს,

მათ შორის სკეპტიკოსიც. ჭეშმარიტებითი მნიშვნელობების საგ-

ნებად გამოცხადება შეიძლება ჯერ-ჯერობით ახირებულ აზრად

და ალბათ უბრალო სიტყვების თამაშადაც გვეჩვენებოდეს,

რომლიდანაც რაიმე შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ.

იმის განხილვა, თუ რას ვუწოდებ საგანს, უფრო ზუსტად

მხოლოდ ცნებასა და მიმართებასთან კავშირშია შესაძლებელი.

ამას სხვა წერილისთვის გადავინახავ.[13] მაგრამ მინდა უკვე აქ

იყოს ნათელი, რომ ყოველ მსჯელობაში[14] – რაგინდ აშკარაც

უნდა იყოს ის – უკვე ნაბიჯია გადადგმული აზრის საფეხური-

დან ნომინატების (ობიექტურის) საფეხურისკენ.[15]

შეიძლება მიმზიდველად მოგვეჩვენოს თვალსაზრისი, რომ

აზრის მიმართება ჭეშმარიტებასთან უნდა განვიხილოთ არა

როგორც საზრისის მიმართება ნომინატთან, არამედ როგორც

სუბიექტისა პრედიკატთან. ხომ შეიძლება მართლაც ვთქვათ:

„აზრი, რომ 5 მარტივი რიცხვია, ჭეშმარიტია“. მაგრამ თუ

უკეთესად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ სინამდვილეში ამით

მეტი არაფერია ნათქვამი, ვიდრე ვამბობთ მარტივი წინადადე-

ბით „5 მარტივი რიცხვია“. ჭეშმარიტების მტკიცებას ორივე

შემთხვევაში მტკიცებითი წინადადების ფორმა შეიცავს და მა-

შინ, როცა მას თავისი ჩვეულებრივი ძალა არ აქვს (მაგალი-

თად, როდესაც მას მსახიობი ამბობს სცენაზე), წინადადება

„აზრი, რომ 5 მარტივი რიცხვია, ჭეშმარიტია“ აგრეთვე მხო-

ლოდ აზრს შეიცავს და თან იმავე აზრს, რომელსაც უფრო

მარტივი წინადადება „5 მარტივი რიცხვია“. აქედან უნდა და-

ვასკვნათ, რომ აზრსა და ჭეშმარიტებას შორის მიმართების შე-

დარება სუბიექტსა და პრედიკატს შორის მიმართებასთან [35]

არ შეიძლება. სუბიექტი და პრედიკატი ხომ (ლოგიკური აზ-

რით) აზრის კომპონენტებია; შემეცნებისთვის ისინი ერთსა და

იმავე დონეზეა. სუბიექტის და პრედიკატის დაკავშირება ყო-

ველთვის მხოლოდ აზრს გვაძლევს; მას არასოდეს მივყავართ

საზრისიდან მის ნომინატთან, აზრიდან მის ჭეშმარიტებით

მნიშვნელობასთან. ერთსა და იმავე საფეხურზე ვმოძრაობთ და

ერთი საფეხურიდან მეორეზე არ გადავდივართ. ჭეშმარიტებითი

მნიშვნელობა არ შეიძლება აზრის ნაწილი იყოს – ისევე, რო-

გორც არ შეიძლება აზრის ნაწილი იყოს მზე, რადგან ის არის

არა საზრისი, არამედ საგანი.

თუ მართებულია ჩვენი ვარაუდი, რომ წინადადების ნო-

მინატია მისი ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა, მაშინ ის უცვლე-

ლი უნდა დარჩეს წინადადების რომელიმე ნაწილის იმავე ნო-

მინატის მაგრამ სხვა საზრისის მქონე ფრაზით შეცვლისას. და

ეს ნამდვილად ასეა. მართლაც, ლაიბნიცი აცხადებს:

“Eadem sunt, quae motuo substitui possunt, salva veritate”.[16] ჭეშმარიტე-

ბითი მნიშვნელობის გარდა კიდევ რა შეიძლება მოიძებნოს

ისეთი, რაც სავსებით ზოგადად აქვს ყველა წინადადებას, რის-

თვისაც მნიშვნელოვანია შემადგენელი ნაწილების ნომინატები

და რაც უცვლელი რჩება აღნიშნული სახის შენაცვლების შე-

დეგად?

თუ მართლა წინადადების ჭეშმარიტებითი მნიშვნელობაა

მისი ნომინატი, მაშინ ერთი და იგივე ნომინატი აქვს, ერთი

მხრივ, ყველა ჭეშმარიტ წინადადებას და, მეორე მხრივ, ყველა

მცდარ წინადადებას. აქედან ვხედავთ, რომ წინადადების ნომი-

ნატში წაშლილია ყველაფერი, რაც სპეციფიკურია. ამიტომ შე-

უძლებელია, მხოლოდ წინადადების ნომინატზე ვიყოთ დამოკი-

დებული; მაგრამ ცოდნას არ გვაძლევს არც შიშველი აზრი,

არამედ მხოლოდ აზრი მის ნომინატთან, ანუ მის ჭეშმარიტე-

ბით მნიშვნელობასთან ერთად. მსჯელობა შეიძლება გავიგოთ,

როგორც გადასვლა აზრიდან მის ჭეშმარიტებით მნიშვნელობა-

ზე. ეს, რასაკვირველია, არ არის დეფინიცია. მსჯელობა მარ-

თლაც რაღაც სრულიად თავისებური და უნიკალურია. შეიძ-

ლება ისიც გვეთქვა, რომ მსჯელობა ჭეშმარიტებით მნიშვნელო-

ბაში ნაწილების ერთმანეთისგან გარჩევაა. ეს გარჩევა ისევ აზ-

რის მეშვეობით ხდება. ყოველ საზრისს, რომელიც რომელიმე

ჭეშმარიტებით მნიშვნელობას ეკუთვნის, მისთვის სპეციფიკური

დაყოფა შეესაბამება. მაგრამ სიტყვა „ნაწილი“ მე აქ უჩვეუ-

ლოდ გამოვიყენე. სახელდობრ, მე მთელისა და ნაწილის მიმარ-

თება წინადადებიდან მის ნომინატზე გადავიტანე იმით, რომ

სიტყვის ნომინატს ვუწოდე [36] წინადადების ნომინატის ნაწი-

ლი, როცა თავად სიტყვა ამ წინადადების ნაწილია. ლაპარაკის

ეს ყაიდა აშკარად საკამათოა იმიტომ, რომ მთელი ნომინატი

და მისი ერთი ნაწილი არ განსაზღვრავს დანარჩენ ნაწილს და

კიდევ იმიტომ, რომ სხეულების მიმართ სიტყვა „ნაწილი“ უკვე

სხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ჩვენი მიზნისთვის საჭიროა

სპეციალური ტერმინის შექმნა.

ახლა უნდა გავაგრძელოთ შემოწმება იმ ვარაუდისა, რომ

წინადადების ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა არის მისი ნომინა-

ტი. ჩვენ ვნახეთ, რომ წინადადების ჭეშმარიტებითი მნიშვნე-

ლობა უცვლელი რჩება, თუკი მასში რომელიმე ფრაზას იმავე

ნომინატის მქონე სხვა ფრაზით ვანაცვლებთ: მაგრამ ჯერ არ

განგვიხილავს შემთხვევა, როცა შენაცვლებული ფრაზა თავად

არის წინადადება. თუ ჩვენი თვალსაზრისი სწორია, მაშინ ჭეშ-

მარიტებითი მნიშვნელობა წინადადებისა, რომელიც ნაწილად

შეიცავს სხვა წინადადებას, უცვლელი უნდა დარჩეს ამ შემად-

გენელი წინადადების იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნლობის მქონე

სხვა წინადადებით შენაცვლებისას. მოსალოდნელია, რომ გამო-

ნაკლისები გვექნება, თუ მთელი ან შემადგენელი წინადადება

პირდაპირ ან ირიბ თქმას წარმოადგენს; რადგან, როგორც ვნა-

ხეთ, ამ შემთხვევებში სიტყვებს არ აქვთ ჩვეულებრივი ნომინა

ტები. წინადადება პირდაპირ თქმაში ისევ წინადადებას აღნიშ-

ნავს, ხოლო ირიბ თქმაში – აზრს.

ამრიგად, მივედით დაქვემდებარებული წინადადებების გან-

ხილვის საჭიროებასთან. ისინი ხომ არის ნაწილები საწინადადე-

ბო კონსტრუქციისა, რომელიც ლოგიკური თვალსაზრისით ასე-

ვე წინადადებაა, სახელდობრ, მთავარი წინადადება. მაგრამ აქ

ჩვენს წინაშე დგება კითხვა, დაქვემდებარებული წინადადებების-

თვისაც ასევე მართებულია თუ არა, რომ მათი ნომინატი ჭეშ-

მარიტებითი მნიშვნელობაა. უკვე ვიცით, რომ ირიბი თქმის

შემთხვევაში ასე არ არის. გრამატიკოსები დაქვემდებარებულ

წინადადებებს განიხილავენ, როგორც წინადადების წევრების

წარმომადგენლებს და მათ შესაბამისად ქვემდებარულ[17], გან-

საზღვრებით და გარემოებით დაქვემდებარებულ წინადადებებად

ყოფენ. ამის საფუძველზე შეგვეძლო გვევარაუდა, რომ დაქვემ-

დებარებული წინადადების ნომინატია არა ჭეშმარიტებითი

მნიშვნელობა, არამედ რაღაც მსგავსი ქვემდებარის, განსაზღ-

ვრების ან გარემოების ნომინატისა, მოკლედ, წინადადების ისე-

თი ნაწილის ნომინატისა, რომელსაც საზრისად აქვს არა მთე-

ლი აზრი, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი. მხოლოდ საფუძვლი-

ანმა კვლევამ შეიძლება ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს. ამ გა-

მოკვლევაში მკაცრად არ მივსდევთ გრამატიკულ კატეგორიებს

და ერთად დავაჯგუფებთ იმას, რაც ლოგიკურად მსგავსია.

პირველ რიგში ისეთი შემთხვევები გავარჩიოთ, რომლებშიც

დაქვემდებარებული წინადადების საზრისი, როგორც ახლახან

ვივარაუდეთ, არ არის დამოუკიდებელი აზრი.

[37] სიტყვა „რომ“-ით შემოტანილ არსებითი სახელის შემ-

ცვლელ აბსტრაქტულ წინადადებებს მიეკუთვნება ირიბი თქმაც:

როგორც ვნახეთ, მასში სიტყვებს მათი ირიბი ნომინატები აქვთ,

რაც იმას ემთხვევა, რაც ჩვეულებრივ მათი საზრისია. ამრიგად,

ამ შემთხვევაში დაქვემდებარებულ წინადადებას ნომინატად აქვს

აზრი და არა ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა; ხოლო მისი საზრი-

სია არა აზრი, არამედ საზრისი სიტვებისა „აზრი, რომ …“, რო-

მელიც მხოლოდ ნაწილია მთელი საწინადადებო კონსტრუქციით

გამოხატული აზრისა. ასეა საქმე „ამბობს“, „ესმის“, „ფიქრობს“,

„დარწმუნებულია“, „ასკვნის“ და სხვა მსგავსი სიტყვების შემდეგ.[18]

განსხვავებული და ბევრად უფრო ჩახლართულია სიტუაცია ისე-

თი სიტყვების შემთხვევაში, როგორიცაა „ხვდება“, „იცის“, „ჰგო-

ნია“, რომელთაც მოგვიანებით განვიხილავთ.

ჩვენს შემთხვევებში დაქვემდებარებული წინადადების ნო-

მინატი რომ მართლაც აზრია, იქიდანაც ჩანს, რომ მთელის

ჭეშმარიტებისთვის სულ ერთია, ეს აზრი ჭეშმარიტია თუ

მცდარი. მაგალითად, ერთმანეთს შევადაროთ შემდეგი ორი წი-

ნადადება: „კოპერნიკი ფიქრობდა, რომ პლანეტების ორბიტები

წრიულია“ და „კოპერნიკი ფიქრობდა, რომ მზის მოჩვენებითი

მოძრაობა გამოწვეულია დედამიწის ნამდვილი მოძრაობით“. აქ

ერთი დამოკიდებული წინადადების მეორით შენაცვლება მთე-

ლის ჭეშმარიტებას არაფერს აკლებს. მთავარ წინადადებას დაქ-

ვემდებარებულთან ერთად საზრისად მხოლოდ ერთი აზრი აქვს

და მთელის ჭეშმარიტება არ გულისხმობს არც დაქვემდებარე-

ბულის ჭეშმარიტებას და არც მის მცდარობას. ამ შემთხვევებ-

ში ნებადართული არ არის დაქვემდებარებულ წინადადებაში

რომელიმე ფრაზის შეცვლა იმავე ჩვეულებრივი ნომინატის

მქონე სხვა ფრაზით, არამედ მხოლოდ ისეთით, რომელსაც იგი-

ვე ირიბი ნომინატი, ანუ იგივე ჩვეულებრივი საზრისი აქვს.

თუ ვინმე დაასკვნის, რომ წინადადების ნომინატი არ არის მი-

სი ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა, „რადგან მაშინ ყოველთვის

შესაძლებელი უნდა იყოს მისი შენაცვლება იმავე ჭეშმარიტები-

თი მნიშვნელობის მქონე სხვა წინადადებით“, ის ბევრის დასა-

ბუთების შეცდომას დაუშვებს; ზუსტად იმავე წარმატებით შე-

იძლება ვინმეს ემტკიცებინა, რომ „ცისკრის ვარსკვლავის“ ნო-

მინატი არ არის ვენერა, რადგან ყოველთვის დასაშვები არ

არის „ცისკრის ვარსკვლავის“ ნაცვლად „ვენერას“ თქმა. მხო-

ლოდ იმის დასკვნის უფლება გვაქვს, რომ წინადადებების ნო-

მინატი არა ყოველთვის არის მისი ჭეშმარიტებითი მნიშვნელო-

ბა და რომ „ცისკრის ვარსკვლავი“ ყოველთვის პლანეტა [38]

ვენერას არ აღნიშნავს, სახელდობრ, არ აღნიშნავს მას მაშინ,

როცა ამ სიტყვას მისი ირიბი ნომინატი აქვს. ასეთ გამონაკ-

ლისთან გვაქვს საქმე ახლა განხილულ დაქვემდებარებულ წინა-

დადებაში, რომელსაც ნომინატად აზრი აქვს.

როცა ვამბობთ „თითქოს…“, ამით ვგულისხმობთ „მგონია,

რომ…“ ან „მიმაჩნია, რომ…“. ამრიგად აქაც იგივე შემთხვევა

გვაქვს. მსგავსი ვითარებაა სიტყვებისთვის „უხარია“, „წუხს“,

„ეთანხმება“, „ეწინააღმდეგება“, „იმედოვნებს“, „შიშობს“. როცა

ბელ-ალიანსის ბრძოლის ბოლოს ველინგტონს უხაროდა, რომ

პრუსიელები მოდიოდნენ, მისი სიხარულის საფუძველი იყო მი-

სი რწმენა. მაშინაც კი, თუ ის ცდებოდა, მის სიხარულს არა-

ფერი მოაკლდებოდა მანამ, სანამ მას ეს მცდარი რწმენა რჩე-

ბოდა; მეორე მხრივ, მანამ, სანამ ის არ ირწმუნებდა, რომ

პრუსიელები მოდიოდნენ, მას ეს ვერ გაუხარდებოდა, თუნდაც

ფაქტობრივად პრუსიელები უკვე ახლოს ყოფილიყვნენ.

როგორც რაიმე გრძნობის საფუძველი შეიძლება იყოს

რწმენა, ისევე შეიძლება ის, ვთქვათ დასკვნაში, სხვა რწმენის

საფუძველი იყოს. წინადადებაში „კოლუმბმა დედამიწის სიმ-

რგვალიდან დაასკვნა, რომ დასავლეთისკენ მოგზაურობით შეეძ-

ლო ინდოეთამდე მიეღწია“ ნაწილების ნომინატებად გვაქვს

ორი აზრი: რომ დედამიწა მრგვალია და რომ კოლუმბს დასავ-

ლეთისკენ მოგზაურობით შეეძლო ინდოეთამდე მიეღწია. აქ

ისევ მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რომ კოლუმბი დარწმუ-

ნებული იყო ერთშიც და მეორეშიც და რომ ერთი რწმენა მე-

ორის საფუძველი იყო. მართლა მრგვალია თუ არა დედამიწა

და მართლა შეეძლო თუ არა კოლუმბს, როგორც ის ფიქრობ-

და, დასავლეთისკენ მოგზაურობით ინდოეთამდე მიღწევა, სუ-

ლერთია ჩვენი წინადადების ჭეშმარიტებისათვის; მაგრამ სუ-

ლერთი არ იქნება, თუ „დედამიწის“ ადგილას ჩავსვამთ ფრა-

ზას „პლანეტა, რომელსაც მისი დიამეტრის მეოთხედზე დიდი

დიამეტრის მქონე თანამგზავრი ახლავს“. აქაც ჩვენს წინაშეა

სიტყვების ირიბი ნომინატები.

ამავე ჯგუფს მიეკუთვნება მიზნის გარემოებითი დაქვემდე-

ბარებული წინადადებებიც სიტყვით „რათა“; რადგან აშკარაა,

რომ მიზანი აზრია; ამით აიხსნება სიტყვების ირიბი ნომინატე-

ბი და კავშირებითი კილო.

დაქვემდებარებული წინადადებები სიტყვით „რომ“, რომე-

ლიც მოსდევს ზმნებს „ბრძანება“, „თხოვნა“, „აკრძალვა“, პირდა-

პირ თქმაში ბრძანებითი კილოთი იქნებოდა წარმოდგენილი.

ასეთ წინადადებას არ აქვს ნომინატი, არამედ მხოლოდ საზრისი.

ბრძანება, თხოვნა აზრებიც კი არ არის, მაგრამ ისინი აზრებთან

ერთად დგას ერთსა და იმავე საფეხურზე. ამრიგად, „ბრძანება-

ზე“, „თხოვნაზე“ და ა.შ. [39] დამოკიდებულ დაქვემდებარებულ

წინადადებებში სიტყვებს აქვთ ირიბი ნომინატები. ასეთი წინა-

დადების ნომინატი, მაშასადამე, არ არის ჭეშმარიტებითი მნიშ-

ვნელობა, არამედ არის ბრძანება, თხოვნა და ასე შემდეგ.

მსგავსად არის საქმე დაქვემდებარებული კითხვების შემ-

თხვევაში ისეთ ფრაზებში, როგორიცაა „ეჭვობს, თუ“, „არ

იცის, რა“. იოლი დასანახია, რომ სიტყვები აქაც მათ ირიბ ნო-

მინატებს ასახელებს. დაქვემდებარებული კითხვითი წინადადება

სიტყვებით „ვინ“, „რა“, „სად“, „როდის“, „როგორ“, „რის შედე-

გად“ და ა.შ. ზოგჯერ თითქოს ძალიან უახლოვდება გარემოებით

წინადადებებს, რომლებშიც სიტყვებს მათი ჩვეულებრივი ნომინა-

ტები აქვთ. ამ შემთხვევებს ენობრივად განასხვავებს ზმნის ფორ-

მა. კავშირებით კილოში გვაქვს დაქვემდებარებული კითხვა და

სიტყვების ირიბი ნომინატი, ისე, რომ საზოგადოდ არ შეიძლება

საკუთარი სახელი იმავე საგნის სხვა სახელით შეიცვალოს.

აქამდე განხილულ შემთხვევებში დაქვემდებარებულ წინადა-

დებაში სიტყვებს ჰქონდათ ირიბი ნომინატი და აქედან გასაგები

იყო, რომ თავად დაქვემდებარებული წინადადების ნომინატიც

ირიბია; ანუ, არის არა ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა, არამედ

აზრი, ბრძანება, თხოვნა, კითხვა. ასეთი დაქვემდებარებული წი-

ნადადება შეიძლება მიგვეჩნია სახელად, მეტიც, შეიძლება ითქვას,

საკუთარ სახელად იმ აზრისა, იმ ბრძანებისა და ა.შ., რომლის

როლსაც ის ასრულებს მთელ საწინადადებო კონსტრუქციაში.

ახლა გადავდივართ დაქვემდებარებულ წინადადებებზე, რომ-

ლებშიც სიტყვებს, მართალია, ჩვეულებრივი ნომინატები აქვთ,

მაგრამ თვითონ წინადადების საზრისი არ არის აზრი, ხოლო

ნომინატი არ არის ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა. როგორ არის

ეს შესაძლებელი, ყველაზე უკეთ გამოიკვეთება მაგალითებზე.

„ის, ვინც პლანეტების ორბიტების ელიფსური ფორმა აღ-

მოაჩინა, სიღატაკეში გარდაიცვალა.“

აქ დაქვემდებარებულ წინადადებას საზრისად აზრი რომ

ჰქონდეს, შესაძლებელი უნდა იყოს მისი მთავარი წინადადებით

გამოთქმაც. მაგრამ ეს არ გამოდის, რადგან გრამატიკულ სუ-

ბიექტს „ის, ვინც“ არ გააჩნია დამოუკიდებელი საზრისი, ის

მხოლოდ აშუალებს კავშირს მეორე წინადადებასთან „სიღატა-

კეში გარდაიცვალა“. ამიტომ დაქვემდებარებული წინადადების

საზრისიც არ არის სრული აზრი, ხოლო მისი ნომინატი არის

არა ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა, არამედ კეპლერი. შეიძლება

შეგვედავონ, რომ მთელის საზრისი მაინც შეიცავს ნაწილის სა-

ხით აზრს, სახელდობრ, რომ არსებობდა ადამიანი, ვინც პლა-

ნეტების ორბიტების ელიფსური ფორმა პირველმა ამოიცნო;

მართლაც, ის, ვინც [40] მთლიანს ჭეშმარიტად მიიჩნევს, ვერ

უარყოფს ამ ნაწილს. ეს უდავოა; მაგრამ მხოლოდ იმიტომ,

რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაქვემდებარებულ წინადადებას

„ის, ვინც პლანეტების ორბიტების ელიფსური ფორმა აღმოაჩი-

 

 

ნა“ არავითარი ნომინატი არ ექნებოდა. როცა რაიმეს ვამტკი-

ცებთ, ყოველთვის თავისთავად იგულისხმება წინასწარდაშვება,

რომ გამოყენებულ მარტივ თუ შედგენილ საკუთარ სახელებს

ნომინატები აქვთ. ამრიგად, თუ ვამტკიცებთ, რომ „კეპლერი

სიღატაკეში გარდაიცვალა“, ამ დროს ვაკეთებთ წინასწარდაშ-

ვებას, რომ სახელი „კეპლერი“ რაღაცას აღნიშნავს; მაგრამ

ამის გამო წინადადების „კეპლერი სიღატაკეში გარდაიცვალა“

საზრისის ნაწილად არ იქცევა აზრი, რომ სახელი „კეპლერი“

რაღაცას აღნიშნავს. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მისი უარყო-

ფა იქნებოდა არა წინადადება „კეპლერი სიღატაკეში არ გარდაიცვალა“,

არამედ „კეპლერი სიღატაკეში არ გარდაიცვალა ან სახელ „კეპ-

ლერს“ არ აქვს ნომინატი“.

ის, რომ სახელი „კეპლერი“ რაღაცას აღნიშნავს, ისევეა წინას-

წარდაშვება მტკიცებისა „კეპლერი სიღატაკეში გარდაიცვალა“,

როგორც მისი უარყოფისა. ენების ნაკლია, რომ მათში შესაძ-

ლებელია ფრაზები, რომლებიც, მათი გრამატიკული ფორმის

მიხედვით, თითქოს უნდა აღნიშნავდეს რაღაც საგანს, მაგრამ

განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ თავის დანიშნულებას ვერ

ასრულებს, რადგან ეს გარკვეული წინადადებების ჭეშმარიტება-

ზეა დამოკიდებული. ასე, წინადადების

„არსებობდა ადამიანი, რომელმაც პლანეტების ორბიტების

ელიფსური ფორმა აღმოაჩინა“

ჭეშმარიტებაზეა დამოკიდებული, მართლა აღნიშნავს რაიმე სა-

განს, თუ მხოლოდ ამის მოჩვენებას ქმნის და სინამდვილეში

უნომინატოა დაქვემდებარებული წინადადება

„ის, ვინც პლანეტების ორბიტების ელიფსური ფორმა აღ-

მოაჩინა“.

ასე რომ, შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს ჩვენი დაქვემდებარე-

ბული წინადადება თავისი საზრისის ნაწილად შეიცავს აზრს,

რომ არსებობდა ის, ვინც პლანეტების ორბიტების ელიფსური

ფორმა აღმოაჩინა. ეს რომ სწორი იყოს, მაშინ მისი უარყოფა

ასე უნდა ჟღერდეს:

„ის, ვინც პლანეტების ორბიტების ელიფსური ფორმა აღ-

მოაჩინა, სიღატაკეში არ გარდაიცვალა ან არ არსებობდა

ის, ვინც პლანეტების ორბიტების ელიფსური ფორმა აღ-

მოაჩინა.“

[41] ამრიგად, ეს შედეგია ენის არასრულყოფილებისა, რომლის-

განაც, სხვათა შორის, ანალიზის[19] სიმბოლური ენაც კი არ არის

ბოლომდე თავისუფალი; მასშიც შეიძლება შეგვხვდეს ნიშანთა

კომბინაციები, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რაღა-

ცას აღნიშნავს მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც უნომინატოა, მაგა-

ლითად, განშლადი უსასრულო მწკრივი.[20] ამის თავიდან აცილება

შეიძლება, ვთქვათ, საგანგებო შეთანხმებით, რომ განშლადი

უსასრულო მწკრივი აღნიშნავდეს რიცხვ 0-ს. ლოგიკურად

სრულყოფილი ენისაგან (Bეგრიფფსსცჰრიფტ) უნდა მოვითხოვოთ, რომ

ყოველი გამოსახულება, რომელიც ადრე შემოღებული ნიშნების-

გან გრამატიკულად სწორი გზით არის აგებული, როგორც სა-

კუთარი სახელი, ნამდვილად აღნიშნავდეს რაიმე საგანს და რომ

საკუთარ სახელად არ იქნეს შემოღებული არც ერთი ახალი ნი-

შანი, თუკი უზრუნველყოფილი არ არის, რომ მას აქვს ნომინა-

ტი. ლოგიკაში გვაფრთხილებენ, რომ გამოსახულებების ორაზ-

როვნება ლოგიკური შეცდომების წყაროა. არანაკლებ საჭიროდ

მიმაჩნია მე გაფრთხილება მოჩვენებითი საკუთარი სახელების წი-

ნააღმდეგ, რომელთაც არ გააჩნიათ ნომინატი. მათემატიკის ის-

ტორიას ბევრი აქვს მოსათხრობი მათგან წარმომდგარ შეცდო-

მებზე. ასევე იოლია მათი გამოყენება დემაგოგიისთვის – ალბათ

კიდევ უფრო იოლი, ვიდრე ორაზროვანი სიტყვებისა. მაგალი-

თად შეიძლება გამოდგეს „ხალხის ნება“, რადგან იოლი დასად-

გენია, რომ ამ ფრაზას არ გააჩნია რაიმე საყოველთაოდ აღია-

რებული ნომინატი. მაშასადამე, არასგზით არ არის უმნიშვნე-

ლო, რომ ამ შეცდომების წყაროები მეცნიერებაში მაინც დაიხ-

შოს ერთხელ და სამუდამოდ. ამით შეუძლებელი გახდება ზემოთ

განხილულის მსგავსი შედავებები, ვინაიდან შეუძლებელი აღმოჩ-

ნდება, რომ რაიმე აზრის ჭეშმარიტებაზე იყოს დამოკიდებული,

აქვს თუ არ აქვს რომელიმე საკუთარ სახელს ნომინატი.

ამ ქვემდებარულ წინადადებებთან ერთად შეგვიძლია განვი-

ხილოთ განსაზღვრებითი და გარემოებითი წინადადებები, რომ-

ლებიც ლოგიკური თვალსაზრისით მათთან მჭიდრო კავშირშია.

განსაზღვრებითი წინადადებებიც შედგენილი საკუთარი

სახელების აგებას ემსახურება, თუმცა, ქვემდებარული წინადა-

დებებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ისინი ამისათვის საკმარისი

არ არის. ამ განსაზღვრებით წინადადებებს უნდა შევხედოთ,

როგორც განსაზღვრებებს. ნაცვლად ფრაზისა „კვადრატული

ფესვი 4-დან, რომელიც ნაკლებია 0-ზე“ შეგვიძლია ასევე

ვთქვათ „უარყოფითი კვადრატული ფესვი 4-დან“. აქ გვაქვს

შემთხვევა, როცა ცნების გამომხატველი ფრაზიდან მხოლობითი

რიცხვის განსაზღვრული არტიკლის[21] მეშვეობით აიგება შედგე-

ნილი საკუთარი სახელი, რაც დასაშვებია, ნებისმიერ შემთხვე-

ვაში, მაშინ, როცა ერთი [42] და მხოლოდ ერთი საგანი შე-

დის ცნების მოცულობაში.[22] ცნების გამომხატველი ფრაზები შე-

იძლება ისე იყოს აგებული, რომ ნიშან-თვისებები განსაზღვრე-

ბითი წინადადებებით იყოს მოცემული, როგორც ეს კეთდება

ჩვენს მაგალითში წინადადებით „რომელიც ნაკლებია 0-ზე“. აშ-

კარაა, რომ ასეთ განსაზღვრებით წინადადებას, ისევე, როგორც

ზემოთ განხილულ ქვემდებარულ წინადადებას, არ შეიძლება

საზრისად აზრი, ხოლო ნომინატად ჭეშმარიტებითი მნიშვნელო-

ბა ჰქონდეს; მისი საზრისია აზრის რაღაც ნაწილი, რომელიც

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ერთი ზედსართავითაც გამო-

ითქვას. აქაც, ისევე, როგორც ქვემდებარულ წინადადებებში,

არ გვაქვს დამოუკიდებელი ქვემდებარე და ამიტომ არც იმის

შესაძლებლობა, რომ დაქვემდებარებული წინადადების საზრისი

დამოუკიდებელი მთავარი წინადადებით გადმოვცეთ.

ადგილები, დროის მომენტები, დროის მონაკვეთები ლოგი-

კური თვალსაზრისით საგნებია; ამის გამო რომელიმე გარკვეუ-

ლი ადგილის, დროის მომენტის ან დროის მონაკვეთის ენობ-

რივი აღნიშვნები უნდა გავიგოთ, როგორც საკუთარი სახელე-

ბი. ადგილისა და დროის გარემოებითი წინადადებები ისევე შე-

იძლება გამოიყენებოდეს ასეთი საკუთარი სახელების ასაგებად,

როგორც ახლახან ვნახეთ ქვემდებარული და განსაზღვრებითი

წინადადებებისთვის. ასევე შეიძლება ადგილების და ა.შ. მომ-

ცველი ცნებების გამომხატველი ფრაზების აგება. აქაც უნდა

შევნიშნოთ, რომ ამ დაქვემდებარებული წინადადებების საზრი-

სის მთავარი წინადადებით გადმოცემა შეუძლებელია, რადგან

გვაკლია ერთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, სახელდობრ,

ადგილის ან დროის მითითება, რომელიც მხოლოდ მინიშნებუ-

ლია მიმართებითი ნაცვალსახელით ან კავშირით.[23]

[43] პირობის გამომხატველ წინადადებებშიც ისევე, რო-

გორც ახლა ვნახეთ ქვემდებარული, განსაზღვრებითი და გარე-

მოებითი წინადადებებისათვის, ხშირად გვხვდება გაურკვევლად

მიმთითებელი კომპონენტი, რომელსაც ასეთივე კომპონენტი შე-

ესაბამება შედეგის გამომხატველ წინადადებაში. რამდენადაც

ორივე ერთმანეთზე მიუთითებს, ისინი ორ წინადადებას კრავს

ერთ მთლიანობად, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ ერთ

აზრს გამოხატავს. წინადადებაში

„თუ რიცხვი 1-ზე ნაკლებია და 0-ზე მეტია, მაშინ მისი

კვადრატიც 1-ზე ნაკლებია და 0-ზე მეტია.“

ასეთი კომპონენტი პირობით ნაწილში არის „რიცხვი“, ხოლო

დასკვნით ნაწილში – „მისი“. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო

იძენს საზრისი იმ ზოგადობას, რომელიც კანონს უნდა ახასია-

თებდეს. მაგრამ ამავე გაურკვევლობის შედეგია ის, რომ პირო-

ბის გამომხატველ წინადადებას, ცალკე აღებულს, საზრისად არ

აქვს რაიმე დასრულებული აზრი და შედეგის გამომხატველ წი-

ნადადებასთან ერთად გამოთქვამს მხოლოდ ერთ აზრს, რომ-

ლის ნაწილები თავად არ არის აზრები. საზოგადოდ მართალი

არ არის, რომ ჰიპოთეზურ მსჯელობაში დგინდება ორ მსჯე-

ლობას შორის ურთიერთმიმართება. როცა ამას ან რაიმე ამის

მსგავსს ვამბობთ, სიტყვა „მსჯელობას“ ვიყენებთ იმ აზრით,

რომელიც მე სიტყვა „აზრთან“ დავაკავშირე; ასე რომ, მე სა-

ნაცვლოდ ვიტყოდი: „ჰიპოთეზურ აზრში დგინდება ორ აზრს

შორის ურთიერთმიმართება“. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება

იყოს ჭეშმარიტი, თუ არ არსებობს გაურკვევლად მიმთითებე-

ლი კომპონენტი;[24] მაგრამ მაშინ არ გვექნება არც ზოგადობა.

თუ პირობისა და შედეგის გამომხატველ წინადადებებში

დროის მომენტის გაურკვევლად მითითება გვჭირდება, ეს ხში-

რად კეთდება უბრალოდ ზმნის ჩასმით აწმყო დროში, რომე-

ლიც ამ შემთხვევაში არ აღნიშნავს აწმყოს. მაშინ ეს გრამატი-

კული ფორმა არის გაურკვევლად მიმთითებელი კომპონენტი

მთავარ და დაქვემდებარებულ წინადადებებში. „როდესაც [44]

მზე კირჩხიბის ტროპიკშია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველა-

ზე გრძელი დღეა“ – ამის მაგალითია. აქაც შეუძლებელია დაქ-

ვემდებარებული წინადადების საზრისის მთავარი წინადადების

სახით გამოთქმა, რადგან ეს საზრისი არ არის დასრულებული

აზრი; რომ გვეთქვა: „მზე კირჩხიბის ტროპიკშია“, ჩვენს აწმყო-

ზე ვილაპარაკებდით და ამით საზრისს შევცვლიდით. ასევე არ

არის აზრი მთავარი წინადადების საზრისიც; აზრს შეიცავს

მხოლოდ მთლიანობა, რომელსაც შეადგენს მთავარი და დაქვემ-

დებარებული წინადადებები. აქვე შევნიშნოთ, რომ პირობისა

და შედეგის გამომხატველ წინადადებებში რამდენიმე კომპონენ-

ტიც შეიძლება იყოს გაურკვევლად მითითებული.

აშკარაა, რომ ქვემდებარული წინადადებები სიტყვებით

„ვინც“, „რაც“, და გარემოებითი წინადადებები სიტყვებით „სა-

დაც“, „როცა“, „სადაც კი“, „როცა კი“ საზრისის მიხედვით ხში-

რად უნდა მივაკუთვნოთ პირობის გამომხატველ წინადადებებს;

მაგალითად: „ვინც სიბინძურეში იქექება, თავადაც გაისვრება“.

პირობის გამომხატველი წინადადება განსაზღვრებითი წი-

ნადადების სახითაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი. მაგალი-

თად, ჩვენი ზემოთ მოტანილი წინადადების საზრისის გამოთქმა

შემდეგი ფორმითაც შეგვიძლია: „კვადრატი რცხვისა, რომელიც

1-ზე ნაკლებია და 0-ზე მეტია, ნაკლებია 1-ზე და მეტია 0-ზე“.

სულ სხვაგვარადაა საქმე, როცა მთავარი წინადადებისა

და დაქვემდებარებული წინადადების საერთო კომპონენტი სა-

კუთარი სახელით არის მითითებული. წინადადებაში

„ნაპოლეონი, რომელმაც გააცნობიერა საფრთხის არსე-

ბობა თავისი მარჯვენა ფლანგისთვის, თავად გაუძღვა

გვარდიას მტრის პოზიციებზე იერიშის მისატანად“.

გამოხატულია შემდეგი ორი აზრი:

1. ნაპოლეონმა გააცნობიერა საფრთხის არსებობა თავისი

მარჯვენა ფლანგისთვის.

2. ნაპოლეონი თავად გაუძღვა გვარდიას მტრის პოზიცი-

ებზე იერიშის მისატანად.

მართალია, მხოლოდ კონტექსტიდან არის შესაძლებელი იმის

ამოცნობა, თუ როდის და სად მოხდა ეს, მაგრამ დავუშვათ,

რომ კონტექსტში ეს გარკვეულია. თუ მთელ წინადადებას გა-

მოვთქვამთ, როგორც მტკიცებას, ამით ჩვენ ერთდროულად

ორივე შემადგენელ წინადადებას ვამტკიცებთ. ამ შემადგენელი

წინადადებებიდან ერთ-ერთი თუ მცდარია, მაშინ მთელიც

მცდარია. აქ ჩვენს წინაშეა შემთხვევა, როცა დაქვემდებარებულ

წინადადებას, ცალკე აღებულს (თუ მას დროის და ადგილის

მითითებებით შევავსებთ), საზრისად აქვს დამოუკიდებელი აზრი.

ამიტომ დაქვემდებარებული წინადადების ნომინატი ჭეშმარიტე-

ბითი მნიშვნელობაა. ამრიგად, შეიძლება მოველოდეთ, რომ

მთელის ჭეშმარიტების შეცვლის გარეშე უნდა იყოს შესაძლებე-

ლი მისი შენაცვლება [45] იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის

მქონე სხვა წინადადებით. ეს მართლაც ასეა; მაგრამ ყურადღე-

ბა მივაქციოთ, რომ, წმინდა გრამატიკული მოსაზრების გამო,

შემცვლელი წინადადების ქვემდებარე უნდა იყოს „ნაპოლეონი“,

რადგან მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი მისი შემოტანა

„ნაპოლეონთან“ დაკავშირებული განსაზღვრებითი წინადადების

ფორმით. მაგრამ თუ უარს ვიტყვით მისი ამ ფორმით წარ-

მოდგენის მოთხოვნაზე და „და“ კავშირით შემოტანასაც და-

ვუშვებთ, მაშინ ეს შეზღუდვა მოიხსნება.

დასრულებული აზრებია გამოხატული დაქვემდებარებულ

წინადადებებშიც, რომლებიც შემოდის სიტყვით „თუმცა“. ამ

მაკავშირებელს საკუთარი საზრისი არ გააჩნია და წინადადების

საზრისსაც არ ცვლის, არამედ მხოლოდ თავისებურად აშუქებს

მას.[25] მართლაც, შეგვიძლია მთელის ჭეშმარიტების შეუცვლე-

ლად შევცვალოთ დათმობითი დაქვემდებარებული წინადადება

სხვა, იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის მქონე წინადადებით;

მაგრამ შეიძლება გაშუქება მაშინ შეუფერებელი გამოჩნდეს,

იმის მსგავსად, როცა სევდიანი შინაარსის სიმღერას ვინმე მხი-

არულად მღერის.

ბოლო შემთხვევებში მთელის ჭეშმარიტება გულისხმობდა

შემადგენელი წინადადებების ჭეშმარიტებას. სხვაგვარია ვითარე-

ბა, როცა პირობის გამომხატველი წინადადება დასრულებულ

აზრს გამოთქვამს, სახელდობრ, როცა ის უბრალოდ მიმთითე-

ბელი კომპონენტის ნაცვლად საკუთარ სახელს ან რაიმე მის

ეკვივალენტურს შეიცავს. წინადადებაში

„თუ ახლა მზე უკვე ამოსულია, მაშინ ცა ძლიერ მოღ-

რუბლულია.“

დრო არის აწმყო და, მაშასადამე, გარკვეულია. ასევე გარკვეუ-

ლად უნდა მივიჩნიოთ ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ აქ დად-

გენილია მიმართება პირობისა და შედეგის გამომხატველი წინა-

დადებების ჭეშმარიტებით მნიშვნელობებს შორის, სახელდობრ,

რომ არ ხდება ისე, რომ პირობის გამომხატველი წინადადება

ჭეშმარიტს, ხოლო შედეგის გამომხატველი წინადადება მცდარს

აღნიშნავდეს. მაშასადამე, ჩვენი წინადადება ჭეშმარიტია იმ შემ-

თხვევაშიც, თუ მზე ჯერ არ არის ამოსული, იმის მიუხედავად,

არის თუ არა ცა ძლიერ მოღრუბლული, და იმ შემთხვევაშიც,

თუ მზე უკვე ამოსულია და ცა ძლიერ მოღრუბლულია. რად-

გან აქ მხოლოდ ჭეშმარიტებითი მნიშვნელობებია მნიშვნელოვა-

ნი, შეგვიძლია თითოეული შემადგენელი წინადადების შეცვლა

იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის მქონე სხვა წინადადებით

ისე, რომ მთელის ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა არ შეიცვალოს.

რასაკვირველია, აქაც გაშუქება ხშირად შეუფერებელი გახდება:

აზრი [46] იოლად შეიძლება სულელურად მგვეჩვენოს; მაგრამ

 

 

ეს არავითარ კავშირში არ არის მის ჭეშმარიტებით მნიშვნელო-

ბასთან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წინადადებები მიგვა-

ნიშნებს თანმხლებ აზრებზე [Nebengedanken], რომლებიც გამოთ-

ქმული არ არის და ამიტომ არ შეიძლება ისინი წინადადების

საზრისს მივაკუთვნოთ; ამდენად არც მათი ჭეშმარიტებითი

მნიშვნელობა შეიძლება წყვეტდეს რაიმეს.[26]

ამით ალბათ დასრულებულია მარტივი შემთხვევების გან-

ხილვა. მოკლედ შევაჯამოთ, რაც უკვე ხელთ გვაქვს.

დაქვემდებარებულ წინადადებას უფრო ხშირად საზრისად

აქვს არა აზრი, არამედ მხოლოდ აზრის რაიმე ნაწილი და, მა-

შასადამე, ნომინატად არ აქვს ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა.

ამის მიზეზი ან ის არის, რომ დაქვემდებარებულ წინადადებაში

სიტყვებს თავიანთი ირიბი ნომინატები აქვთ და ამრიგად აზრი

არის დაქვემდებარებული წინადადების არა საზრისი, არამედ

ნომინატი, ან კიდევ ის, რომ დაქვემდებარებული წინადადება

მასში არსებული გაურკვევლად მიმთითებელი კომპონენტის გა-

მო არასრულია და ამრიგად ის მხოლოდ მთავარ წინადადებას-

თან ერთად გამოხატავს აზრს. მაგრამ ასევე გვხვდება შემთხვე-

ვები, როცა დაქვემდებარებული წინადადების საზრისი სრული

აზრია და მაშინ მთელის ჭეშმარიტების შეცვლის გარეშეა შე-

საძლებელი მისი შენაცვლება სხვა, იმავე ჭეშმარიტებითი მნიშ-

ვნელობის მქონე წინადადებით, თუკი არ არსებობს გრამატიკუ-

ლი დაბრკოლებები.

თუ დაქვემდებარებული წინადადებების მთელ მრავალფე-

როვნებას განვიხილავთ, მალევე შევეჩეხებით ისეთებს, რომლე-

ბიც პირდაპირ არ ერგება ამ ჯგუფებიდან არც ერთს. ამის მი-

ზეზი, როგორც მე ვხედავ, ის იქნება, რომ ამ დაქვემდებარე-

ბულ წინადადებებს არ აქვთ ასე მარტივი საზრისი. მგონია,

რომ მთავარ აზრთან, რომელსაც გამოვთქვამთ, თითქმის ყო-

ველთვის ვაკავშირებთ თანმხლებ აზრებს [Nებენგედანკენ],

რომლებსაც, ფსიქოლოგიური კანონების ძალით, მსმენელიც

აკავშირებს ჩვენს სიტყვებთან მიუხედავად იმისა, რომ ისინი

გამოთქმული არ არის. და რადგან ისინი ჩვენს სიტყვებთან ასე

თავისთავად დაკავშირებულად გვეჩვენება – თითქმის ისევე,

როგორც თვითონ მთავარი აზრი, სურვილი გვიჩნდება, რომ

ასეთი თანმხლები აზრიც გამოვთქვათ მთავართან ერთად. ამით

წინადადების საზრისი უფრო მდიდარი ხდება და თავისუფლად

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მარტივ წინადადებებზე უფრო მეტი

მარტივი აზრი გვაქვს. ზოგიერთ შემთხვევაში წინადადება ასე

უნდა გავიგოთ, სხვა შემთხვევებში შეიძლება საეჭვო იყოს, [47]

თანმხლები აზრი წინადადების საზრისს მიეკუთვნება, თუ მხო-

ლოდ თან ახლავს მას.[27] მაგალითად, შეიძლება ვნახოთ, რომ

წინადადებაში

 

“ნაპოლეონი, რომელმაც გააცნობიერა საფრთხის არსებო-

ბა თავისი მარჯვენა ფლანგისთვის, თავად გაუძღვა გვარ-

დიას მტრის პოზიციებზე იერიშის მისატანად.”

გამოთქმულია არა მხოლოდ ზემოთ მოცემული ორი აზრი,

არამედ ისიც, რომ საფრთხის არსებობის გაცნობიერება იყო

საფუძველი, რის გამოც ის გვარდიას მტრის პოზიციებზე იე-

რიშის მისატანად გაუძღვა. მართლაც შეიძლება გვეეჭვებოდეს,

ეს აზრი მხოლოდ მსუბუქად მინიშნებულია თუ ნამდვილად

გამოთქმულია. დავსვათ კითხვა: ჩვენი წინადადება მცდარი იქ-

ნებოდა, ნაპოლეონს რომ გადაწყვეტილება მანამდე მიეღო, სა-

ნამ საფრთხის არსებობის შესახებ შეიტყობდა? თუ შესაძლებე-

ლია, რომ ჩვენი წინადადება მაინც ჭეშმარიტი იყოს, მაშინ

ჩვენი თანმხლები აზრი არ უნდა ჩაითვალოს წინადადების საზ-

რისის ნაწილად. ალბათ სწორედ ამ აზრს უნდა მივემხროთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება ძალიან გართულდება: გვექ-

ნება უფრო მეტი მარტივი აზრი, ვიდრე წინადადება. თუკი ახ-

ლა წინადადებას

“ნაპოლეონი აცნობიერებდა საფრთხის არსებობას თავისი

მარჯვენა ფლანგისთვის.”

შევანაცვლებდით სხვა, იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის

მქონე წინადადებით, მაგალითად

“ნაპოლეონი უკვე 45-ზე მეტი წლის იყო”,

ამით შევცვლიდით არა მხოლოდ ჩვენს პირველ, არამედ მესამე

აზრსაც და შედეგად მისი ჭეშმარიტებითი მნიშვნელობაც შეიძ-

ლება სხვა გამხდარიყო – სახელდობრ, მაშინ, თუ მისი ასაკი

არ იყო საფუძველი მისი გადაწყვეტილებისა, გვარდიას მტრის

პოზიციებზე იერიშის მისატანად გაძღოლოდა. აქედან შეგვიძ-

ლია დავინახოთ, რატომ ყოველთვის არ შეიძლება ასეთ შემ-

თხვევებში ერთი და იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის მქონე

წინადადებების ერთმანეთთან შენაცვლება. წინადადება, უკვე

მხოლოდ მისი კავშირის გამო სხვა წინადადებასთან, მეტს გა-

მოთქვამს, ვიდრე ცალკე აღებული.

ახლა განვიხილოთ შემთხვევები, სადაც ასეთი რამ სისტე-

მატურად ხდება. წინადადებაში

„ბებელს ჰგონია,*[28] რომ საფრანგეთს შურისძიების წყურვილი

შეიძლება დაუოკოს ელზას-ლოტარინგიის დაბრუნებამ.“

ორი აზრია გამოთქმული, რომლებიც, თუმცა, არ არის განა-

წილებული მთავარ და დაქვემდებარებულ წინადადებებს შო-

რის. სახელდობრ:

1. ბებელი ფიქრობს, რომ საფრანგეთს შურისძიების

წყურვილი შეიძლება დაუოკოს ელზას-ლოტარინგიის

დაბრუნებამ;

[48] 2. ელზას-ლოტარინგიის დაბრუნება ვერ დაუოკებს საფ-

რანგეთს შურისძიების წყურვილს.

პირველი აზრის გამოთქმისას დაქვემდებარებული წინადა-

დების სიტყვებს აქვთ მათი ირიბი ნომინატები მაშინ, როცა

იმავე სიტყვებს მეორე აზრის გამოთქმისას აქვთ თავიანთი ჩვე-

ულებრივი ნომინატები. აქედან ვხედავთ, რომ დაქვემდებარებუ-

ლი წინადადება ჩვენს საწყის საწინადადებო კონსტრუქციაში

უნდა გავიგოთ ორნაირად, სხვადასხვა ნომინატებით, რომელთა-

განაც ერთი აზრია, ხოლო მეორე – ჭეშმარიტებითი მნიშვნე-

ლობა. ვინაიდან ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა არ არის დაქვემ-

დებარებული წინადადების მთელი ნომინატი, არ შეგვიძლია მი-

სი მარტივად შენაცვლება სხვა, იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნე-

ლობის მქონე წინადადებით. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს

ფრაზებისთვის „იცის, რომ“, „ხვდება, რომ“, „ცნობილია, რომ“.

მიზეზის გამომხატველი დაქვემდებარებული წინადადებისა

და მასთან დაკავშირებული მთავარი წინადადების მეშვეობით

ჩვენ რამდენიმე აზრს გამოვთქვამთ, რომლებიც, თუმცა, ცალსა-

ხად არ შეესაბამებიან ცალკეულ წინადადებებს. წინადადებაში

„რადგან ყინულის კუთრი წონა წყლის კუთრ წონაზე

ნაკლებია, ის წყალზე ტივტივებს.“

 

გვაქვს

1.  ყინულის კუთრი წონა წყლის კუთრ წონაზე ნაკლე-

ბია;

2. როდესაც რაღაცის კუთრი წონა წყლის კუთრ წონა-

ზე ნაკლებია, ის წყალზე ტივტივებს;

3.  ყინული წყალზე ტივტივებს.

მესამე აზრის აშკარად აღნიშვნა არც იყო აუცილებელი,

რამდენადაც მას პირველი ორი შეიცავს. ამის მიუხედავად, არც

პირველი და მესამე, და არც მეორე და მესამე ერთად ჩვენი

წინადადების საზრისს არ ამოწურავს. ახლა ვხედავთ, რომ

ჩვენს დაქვემდებარებულ წინადადებაში

„რადგან მისი კუთრი წონა წყლის კუთრ წონაზე ნაკლებია“

გამოხატულია როგორც პირველი აზრი, ისე მეორე აზრის ნა-

წილი. ამიტომ არის, რომ არ შეგვიძლია ჩვენი დაქვემდებარე-

ბული წინადადების უბრალოდ შენაცვლება იმავე ჭეშმარიტები-

თი მნიშვნელობის მქონე სხვა წინადადებით; რადგან ამით ასე-

ვე შეიცვლებოდა ჩვენი მეორე აზრი, რასაც თავისუფლად შე-

იძლება მოჰყოლოდა მისი ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის შეც-

ვლა. მსგავსი ვითარებაა წინადადებაში

 

„რკინის კუთრი წონა წყლის კუთრ წონაზე ნაკლები

რომ ყოფილიყო, ის წყალზე იტივტივებდა.“

 

[49] აქ ჩვენ გვაქვს ორი აზრი: რომ რკინის კუთრი წონა

წყლის კუთრ წონაზე ნაკლები არ არის და რომ რაღაც

წყალზე ტივტივებს, თუ მისი კუთრი წონა წყლის კუთრ წო-

ნაზე ნაკლებია. დაქვემდებარებული წინადადება ისევ გამოთ-

ქვამს პირველ აზრსა და მეორის ნაწილს.

თუ ზემოთ განხილულ წინადადებას

„მას შემდეგ, რაც შლეზვიგ-ჰოლშტაინი დანიას მოწყდა,

პრუსია და ავსტრია ერთმანეთს დაუპირისპირდა.“

 

ისე გავიგებთ, რომ მასში გამოთქმულია აზრი, რომ ოდესღაც

შლეზვიგ-ჰოლშტაინი დანიას მოწყდა, ჩვენ გვაქვს, ერთი, თა-

ვად ეს აზრი და, მეორეც, აზრი, რომ რომელიღაც დროს,

რომელიც დაქვემდებარებული წინადადებით უფრო ზუსტადაა

გარკვეული, პრუსია და ავსტრია ერთმანეთს დაუპირისპირდა.

მაშინ აქაც დაქვემდებარებული წინადადება გამოხატავს არა

მხოლოდ ერთ აზრს, არამედ მეორის რაღაც ნაწილსაც. ამი-

ტომ არ შეიძლება საზოგადოდ მისი შენაცვლება იმავე ჭეშმა-

რიტებითი მნიშვნელობის მქონე სხვა წინადადებით.

ძნელია ენაში მოცემული ყველა შესაძლებლობის ამოწურ-

ვა; მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ არსებითად გამოვავლინე

მიზეზები, რომელთა გამოც ყოველთვის არ არის შესაძლებელი

დაქვემდებარებული წინადადების ადგილას იმავე ჭეშმარიტებითი

მნიშვნელობის მქონე სხვა წინადადების ჩასმა ისე, რომ ეს არ

აისახოს მთელი საწინადადებო კონსტრუქციის ჭეშმარიტებაზე.

ეს მიზეზებია:

1. ის, რომ დაქვემდებარებული წინადადება არ აღნიშნავს

ჭეშმარიტებით მნიშვნელობას, ვინაიდან ის გამოხატავს აზრის

მხოლოდ ნაწილს;

2. ის, რომ დაქვემდებარებული წინადადება, მართალია,

აღნიშნავს ჭეშმარიტებით მნიშვნელობას, მაგრამ ამით არ შე-

მოიფარგლება, ვინაიდან მისი საზრისი ერთი აზრის გარდა კი-

დევ სხვა აზრის ნაწილს მოიცავს.

პირვლი შემთხვევა გვაქვს

ა) როდესაც სიტყვებს აქვთ ირიბი ნომინატები,

ბ) როდესაც წინადადების რომელიღაც ნაწილი მხოლოდ

გაურკვევლად მიუთითებს ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი სახე-

ლი იყოს.

მეორე შემთხვევაში ან დაქვემდებარებული წინადადება

ორნაირად უნდა გავიგოთ, სახელდობრ, ერთხელ ჩვეულებრივი

ნომინატით და მეორედ ირიბი ნომინატით; ან კიდევ, შეიძლება

დაქვემდებარებული წინადადების რომელიღაც ნაწილის საზრისი

იმავე დროს იყოს სხვა აზრის ნაწილიც, რომელიც დაქვემდება-

რებულ წინადადებაში უშუალოდ გამოხატულ აზრთან ერთად

შეადგენს მთავარი და დაქვემდებარებული წინადადებების

მთლიან საზრისს.

აქედან საკმაო დამაჯერებლობით გამოდის, რომ შემთხვე-

ვები, რომლებშიც დაქვემდებარებული წინადადება არ არის შე-

ნაცვლებადი იმავე ჭეშმარიტებითი მნიშვნელობის მქონე სხვა

წინადადებით, არ მეტყველებს წინააღმდეგ ჩვენი თვალსაზრისი-

სა, [50] რომ წინადადების ნომინატი არის ჭეშმარიტებითი

მნიშვნელობა, ხოლო საზრისი – აზრი.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს საწყის წერტილს!

ვნახეთ, რომ საზოგადოდ „A=A“ და „A=B“ წინადადებების

შემეცნებითი ღირებულება სხვადასხვაა; ამას ახლა იმით ავ-

ხსნით, რომ შემეცნებითი ღირებულებისთვის წინადადების საზ-

რისი, სახელდობრ, მასში გამოთქმული აზრი არანაკლებ საყუ-

რადღებოა, ვიდრე მისი ნომინატი, ანუ მისი ჭეშმარიტებითი

მნიშვნელობა. თუ მართლა A=B, მაშინ „A“-ს და „B“-ს ერთი

და იგივე აქვთ სწორედ ნომინატი და, ამრიგად, „A=B“ წინადა-

დების ჭეშმარიტებითი მნიშვნელობაც იგივეა, რაც „A=A“ წინა-

დადების ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა. ამის მიუხედავად, „B“-ს

საზრისი შეიძლება განსხვავდებოდეს „A“-ს საზრისისგან და მა-

შინ „A=B“-ში გამოთქმული აზრიც ასევე განსხვავებული იქნება

„A=A“-ში გამოთქმული აზრისაგან; ამიტომ არ აქვს ამ ორ წი-

ნადადებას ერთი და იგივე შემეცნებითი ღირებულებაც. თუ

ჩვენ, როგორც ზემოთ, „მსჯელობაში“ გვესმის ნაბიჯი აზრიდან

მისი ჭეშმარიტებითი მნიშვნელობისკენ, მაშინ ასევე ვიტყვით,

რომ ერთმანეთისაგან განსხვავებულია მსჯელობებიც.

 

                              მთარგმნელის კომენტარი

 

გოთლობ ფრეგეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქო-

ნე წერილი „საზრისსა და ნომინატზე“ ქართულ ენაზე პირვე-

ლად ითარგმნება. ამიტომ აუცილებლად ვთვლი, მკითხველს გა-

ვაცნო ზოგიერთი ტერმინისთვის ქართული შესატყვისის შერჩე-

ვასთან დაკავშირებული სიძნელეები და ავუხსნა, რა მოსაზრე-

ბების გამო გავაკეთე ესა თუ ის არჩევანი. ამ მოსაზრებათა

დიდი ნაწილი თარგმანის რედაქტოს, ბატონ ლერი მჭედლიშ-

ვილს ეკუთვნის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ამ

მადლობით პასუხისმგებლობის მისთვის გადაბარებას არ ვცდი-

ლობ: საბოლოო არჩევანი მან ყველა შემთხვევაში მე მომანდო.

 

                             Bedeutung – ნომინატი

გერმანული სიტყვა „Bedeutung“ ქართულად პირდაპირ

ითარგმნება, როგორც მნიშვნელობა. ფრეგეს ეს წერილი ქარ-

თულ ფილოსოფიურ და ლოგიკურ ტექსტებში მოიხსენიება,

როგორც „საზრისის და მნიშვნელობის შესახებ“, ფრეგეს კონ-

ცეფციის მიმოხილვებშიც ფრეგეს ტერმინი გადმოტანილია, რო-

გორც „მნიშვნელობა“.[29] დამკვიდრებული ტრადიციის წინააღმდეგ

წასვლას არ მოვერიდე და, რედაქტორის რჩევით, გადავწყვიტე

სიტყვა „Bedeutung“ „ნომინატად“ მეთარგმნა, რადგან რამდენიმე

მოსაზრების გამო სიტყვა „მნიშვნელობა“ ფრეგეს ამ ცნებისათ-

ვის არაადეკვატურია.

რუსულ ენაზე სტატიის რამდენიმე თარგმანი არსებობს,

რომელთაგანაც ორია ყველაზე გავლენიანი. მათგან უფრო ად-

რინდელ, ე. ე. რაზლოგოვას მიერ შესრულებულ თარგმანში

„Bedeutung“ გადატანილია, როგორც „денотат“;[30] ხოლო უფრო

ახალ, ბ. ვ. ბირიუკოვის თარგმანში – როგორც „значение“.[31]

ტექსტის ორი თარგმანი არსებობს ინგლისურ ენაზეც. პირველ,

მაქს ბლექისეულ თარგმანში გვაქვს “რეფერენცე“[32], ხოლო ერთი

წლის შემდეგ გამოქვეყნებულ ჰერბერტ ფაიგლისეულ თარგმანში

– “nominatum”[33]; ბლექის თარგმანის ერთ-ერთ გვიანდელ რედაქ-

ციაში კი გამოყენებულია სიტყვა “meaning”[34], რომელიც ქართუ-

ლი “მნიშვნელობისა” და რუსული “значение”-ს მსგავსად, გერ-

მანული “Bedeutung”-ის უფრო პირდაპირი სალექსიკონო თარგმა-

ნია. ამის მიუხედავად, ფრეგეს შესახებ ინგლისურ ენაზე არსე-

ბულ ლიტერატურაში ძალიან იშვიათად შეხვდებით ფრეგეს

“Bedeutung”-ის ცნებისათვის სიტყვა “meaning-ის გამოყენებას.

მთავარი მიზეზი, რატომაც “მნიშვნელობა” (შესაბამისად,

ინგლისური “meaning” და რუსული “значение”) ფრეგეს ტერმი-

ნის შესატყვისად არ ვარგა, ისაა, რომ ფილოსოფიურ ტექ-

სტებში, განსაკუთრებით, ლოგიკასა და ენის ფილოსოფიაში,

მნიშვნელობა უფრო ფართო და ბუნდოვანი ცნებაა, რომლის

კონკრეტულ თეორიასაც გვთავაზობს ფრეგე თავის წერილში.

მიზანშეწონილია, სიტყვა “მნიშვნელობა” ამ უფრო ფართო

აზრით გამოყენებისთვის გადავინახოთ. მაშინ შეგვიძლია

ვთქვათ, რომ ფრეგესეული საზრისი (Sinn) და ნომინატი (Bedeutung)

მნიშვნელობის სახეები, ან მნიშვნელობის კომპონენტებია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ფრეგეს “Bedeutung”-ის “მნიშვნე-

ლობად” თარგმნის შემთხვევაში, გაუგებრობა თითქმის გარდაუ-

ვალია, როგორც კი საკუთრივ ფრეგეს ტექსტს გავცდებით და

სხვა ფილოსოფოსთა მიერ მისი იდეების შემდგომი გადამუშავე-

ბის თუ კრიტიკის ქართულ ენაზე გადმოცემას ვეცდებით. მაგა-

ლითად, ის, რასაც აუცილებლად გვენდომება ვუწოდოთ მნიშ-

ვნელობის შესახებ გვიანი ვიტგენშტაინის, ლუისის, კარნაპის,

ქუაინის მოსაზრებები, არასგზით არ ეხება საკუთრივ იმას, რა-

საც ფრეგე “Bedeutung”-ს უწოდებს. ამასთან, ამ ავტორების

შესაბამისი ტექსტებიდან ზოგიერთი უკვე არსებობს ქართულ

ენაზე, და მათში სიტყვა “მნიშვნელობა” უკვე დამაგრებულია

ფრეგეს ცნებისაგან განსხვავებული, უფრო ფართო ცნებისათვის.

“ნომინატის” გარდა ვარიანტებად ასევე განვიხილეთ “დე-

ნოტატი” და “რეფერენცია”. თითოეულს აქვს თავისი ძლიერი

და სუსტი მხარეები. დენოტატი ან დენოტაცია, შეიძლება, უფ-

რო ნაცნობია ქართულ ფილოსოფიურ ჟარგონში (სავარაუ-

დოდ, ა. ჩერჩის ცნობილი წიგნის “Introduction to Mathematical”

(ტ. 1, 1956) რუსული თარგმანის[35] გავლენით). მაგრამ ეს

ტერმინი (განსხვავებით მისი ძირი ზმნისგან “Denote”) არ არის

დამკვიდრებული თავად ინგლისურენოვან ფილოსოფიურ ლიტე-

რატურაში და, ამდენად, მის ქართულ ენაში დამკვიდრების

ცდა არ იქნებოდა გამართლებული. ამ ბოლო თვალსაზრისით,

“რეფერენციის” ან “რეფერენტის” შემოტანა უფრო უპრიანი

იქნებოდა – ინგლისურ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში ფრე-

გეს ნომინატის ცნებისათვის უკვე საბოლოოდ არის დამკვიდრე-

ბული “reference”.[36] ამ სიტყვის ქართულ ტექსტებში გამოყენების

პრეცედენტებიც არსებობს. მაგრამ ფრეგეს გერმანული ტექსტის

თარგმანში ამ ინგლისური სიტყვის გამოყენება მიზანშეწონი-

ლად არ მივიჩნიე.

 

                              Gedankeაზრი

ამ ტერმინს ფრეგე საკმაოდ სპეციფიკური აზრით იყენებს

თავის წერილებში. მის უკან მდგომი ცნებისთვის ყველაზე

ადეკვატური, ალბათ, არის ქართულ ფილოსოფიურ და ლოგი-

კურ ტერმინოლოგიაში კარგად დამკვიდრებული “დებულება”

ან “პროპოზიციული შინაარსი”. თავიდან ვაპირებდი, “Gedanke”

სწორედ “დებულებად” მეთარგმნა. ბოლო მომენტში გავაცნო-

ბიერე, რომ ეს მეტისმეტად დიდი ინტერპრეტაციული ჩარევა

იქნებოდა ტექსტში.

რაზლოგოვას “Gedanke” თარგმნილი აქვს, როგორც

“суждение”, ხოლო ბირიუკოვს – პირდაპირ, როგორც “мысль”.

განსხვავებულია ინგლისური თარგმანებიც: ბლექს “Gedanke”

პირდაპირ აქვს თარგმნილი, როგორც “thought”; ხოლო ფაიგ-

ლის თარგმანში გვაქვს “დებულების” შესატყვისი ინგლისური

სიტყვა “proposition”.

 

                               Urteilმსჯელობა

ამ ტერმინის თარგმნისას ვმერყეობდი ორ ალტერნატივას

შორის: “მტკიცება” და “მსჯელობა”. რადგან ქართულში “მსჯე-

ლობა” ძალიან პლასტიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვაა, ხო-

ლო ფრეგე ფაქტობრივად პირდაპირ განმარტავს თავის ტექ-

სტში, რომ სიტყვა “Urteil”-ს “მტკიცების” მნიშვნელობით ხმა-

რობს, ძლიერი ცდუნება მქონდა, თარგმანში სწორედ `მტკიცე-

ბა~ გამომეყენებინა. საბოლოოდ არჩევანი ამ შემთხვევაშიც უფ-

რო პირდაპირი სალექსიკონო თარგმანის სასარგებლოდ გავაკე-

თე.

ორივე ინგლისურ თარგმანში ეს ტერმინი თარგმნილია

პირდაპირ – როგორც “judgment”. რუსული თარგმანები ერთმა-

ნეთისგან განსხვავდება: რაზლოგოვას აქვს “утверждение”, ანუ

მტკიცება, ხოლო ბირიუკოვს – “суждение”, ანუ მსჯელობა.

 

        Das Wahre, das Falscheჭეშმარიტი, მცდარი

ამ ორი სიტყვით ფრეგე აღნიშნავს ორ იდეალურ ობი-

ექტს – ორ ჭეშმარიტებით მნიშვნელობას. მათგან რომელიმე

უნდა იყოს წინადადების პირდაპირი ნომინატი, თუ მას ასეთი

გააჩნია. ამ ობიექტების სახელებად ფრეგე იყენებს გერმანული

ენის გრამატიკულ ფორმას, რომლითაც განსაზღვრული არტიკ-

ლის დართვით ზედსართავი სახელიდან არსებითი სახელი იწარ-

მოება [გვ. 34 და 45 ორიგინალური პაგინაციით].

თარგმნისას დავდექი ასეთი ალტერნატივის წინაშე: ან

დამეწერა “ჭეშმარიტი” და “მცდარი” არსებითი სახელების

მნიშვნელობით, ან ზედსართავიდან არსებითის წარმოების ქარ-

თული გრამატიკული ფორმა გამომეყენებინა და დამეწერა

“ჭეშმარიტება” და “მცდარობა”.

მეორე ვარიანტს ორი უპირატესობა აქვს: უფრო ბუნებ-

რივია ქართული ენისთვის და მეტად გამოკვეთს ტერმინების

ფილოსოფიურ სარჩულსაც – ფრეგეს მიერ ორი იდეალური

ობიექტის, როგორც წინადადებების შესაძლო ნომინატების,

პოსტულირებას.

მეორე მხრივ, პირველი ვარიანტის სასარგებლოდ, ჩემი

აზრით, შემდეგი მეტყველებს: გერმანულ ენაში ზედსართავიდან

არსებითის საწარმოებლად არსებობს გრამატიკული ფორმა,

რომელიც ზუსტად შეესაბამება ქართულ “ჭეშმარიტებას” და

“მცდარობას” (“die Wahrhen”, “die Falscheit”) და არანაკლებ ბუ-

ნებრივია გერმანულისთვის, ვიდრე ფრეგეს მიერ შერჩეული

“das Wahre”, “das Falsche”. ფრეგეს არჩევანს, თავი აარიდოს

პირველს და მეორე გამოიყენოს, მე ასე ვხსნი: ფრეგე თავის

წერილში საგანგებო ძალისხმევას ხარჯავს იმის დასასაბუთებ-

ლად, რომ “ჭეშმარიტი” ან “მცდარი” არ არის პრედიკატები,

რომლებიც წინადადებებს მიეყენება; რომ ესენი ობიექტებია,

რომლებსაც წინადადებები აღნიშნავს. ამის გათვალისწინებით,

საფიქრებელია, რომ ფრეგე მიზანდასახულად არჩევს თავისი

პოსტულირებული ობიექტებისთვის ისეთ სახელებს, რომლებიც

მინიმალურად განასხვავებს ერთმანეთისგან ზედსართავის და

არსებითის ფორმებს. ამიტომ, თუ ქართული ენისათვის ოდნავ

მაინც დასაშვებია ზედსართავი სახელის არსებითის მნიშვნელო-

ბით გამოყენება (როგორც, მაგალითად, წინადადებაში “კეთილ-

მან სძლია ბოროტსა”), მაშინ შეიძლება გამართლებული იყოს

“ჭეშმარიტის” და “მცდარის” დატოვება.

ინგლისური თარგმანები ამ თვალსაზრისით იდენტურია –

ორივეში პირდაპირ არის გადატანილი ორიგინალის ფორმები

(“the True”, “the False”). რუსულ თარგმანებში, პირიქით, უპირა-

ტესობა უფრო ინტერპრეტატორულ მიდგომას ენიჭება. რაზ-

ლოგოვასთან გვაქვს “истина”, “ложь”. ბირიუკოვი, ისევე, რო-

გორც სხვა შემთხვევებში, მეტად ცდილობს, ავტორის ერთგუ-

ლი იყოს და ნაკლები გასაქანი მისცეს ინტერპრეტაციას, ამი-

ტომ იმას მაინც აკეთებს, რომ თარგმანის პრობლემურობაზე

მიანიშნოს თითოეული სიტყვისთვის ორი შესატყვისის შემოთა-

ვაზებით: “истина, истинность”, “ложь, ложность”.

 

ამრიგად, პრობლემური შემთხვევების უმრავლესობაში (გა-

მონაკლისია მხოლოდ `Bედეუტუნგ~) არჩევანი უფრო პირდაპირი

სალექსიკონო თარგმანის სასარგებლოდ გავაკეთე. თუმცა, ისევ

ხაზს ვუსვამ, რომ ვაღიარებ ზოგიერთ შემთხვევაში სხვაგვარი

თარგმანის სასარგებლოდ არსებული მოსაზრებების სერიოზუ-

ლობას. იმედი მაქვს, ძალიან დიდი დრო არ გავა ამ კლასიკუ-

რი ტექსტის ახალი და უკეთესი ქართული თარგმანების გამო-

ჩენამდე.

 



([1]) Gottlob Frege, Uber Sinn und Bedeutung//Zeitschrift fur Philosophie und philosopische Kritik, NF 100, 1892, 25-50. კვადრატულ ფრჩხილებში მითითებულია ორიგინალის გვერდის ნომრები; არაბულად დანომრილია ავტორის შენიშვნები; ფრჩხილებში ჩასმული არაბული ციფრებით (1) მითითებულია მთარგმნელის შენიშვნები.

 

[2] ამ სიტყვას ვიყენებ იგივეობის [იდენტურობის] მნიშვნელობით და “A=B” მესმის შემდეგი აზრით: “A” იგივეა, რაც “B” ან “A და B ერთმანეთს ემთხვევა”.

([3])თარგმანისთვის ტერმინების “ნომინატისა” და “საზრისის” შერჩევის შესახებ იხილეთ ბოლოს დართული კომენტარი.

([4])ფრეგეს მხედველობაში აქვს თავისი იმავე, 1892 წელს გამოქვეყნებული სტატია “ცნებასა და საგანზე” (Uber Begrriff und Gegenstand// Vierteljahresschift fur wissenschaftliche Philosophie, Bd. 16, 1892, 192-205).

 

[5] თავისუფლად შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს ნამდვილი საკუთარი სახელის, როგორიცაა “არისტოტელე”, საზრისის შესახებ. მაგალითად, ვინმემ მის საზრისად შეიძლება მიიღოს: პლატონის მოსწავლე და ალექსანდრე დიდის მასწავლებელი. ვისაც ეს სახელი ასე ესმის, ის წინადადებასთან “არისტოტელე სტაგირაში დაიბადა” არ დააკავშირებს იმავე საზრისს, რასაც ის, ვინც ამ სახელის საზრი-სად იღებს: ალექსანდრე მაკედონელის სტაგირელი მასწავლებელი. იმ-დენად, რამდენადაც ნომინატი იგივე რჩება, საზრისში ეს გადახრები დასაშვებია; თუმცა, მათ უნდა ვერიდოთ დემონსტრაციული მეცნი-ერების სისტემებში, სრულყოფილ ენაში კი ისინი არ უნდა დავუშვათ.

[6] შეგვიძლია წარმოდგენები გავაერთიანოთ აღქმებთან, რომლებშიც გვაქვს თავად გრძნობადი შთაბეჭდილებები და ქმედებები ნაცვლად მათ მიერ ცნობიერებაში დატოვებული კვალისა. ჩვენი მიზნისათვის განსხვავება არაარსებითია, მით უფრო, რომ შეგრძნებებსა და ქმედე-ბებთან ერთად, მათი მოგონებებიც მონაწილეობს აღქმის ჩამოყალიბებაში. ამასთან ასევე შესაძლოა, “აღქმაში” გვესმოდეს თავად საგანი, რამდენადაც ის გრძნობადად აღქმადი ან განფენილია.

 

([7])ორიგინალშია Gedanke. ტერმინ “Gedanke”-ს თარგმნის შესახებ იხილეთ ბოლოს დართული კომენტარი.

[8] ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, სიტყვა “წარმოდგენა” გამოვიყენოთ ერთმანეთისგან ასე ძირეულად განსხვავებული საგნების აღსანიშნავად.

([9])ლათინურად: ორის მიერ ერთის და იმავეს კეთება არ არის ერთი და იგივე.

[10] “აზრში” მესმის არა აზროვნების სუბიექტური პროცესი, არამედ მისი ობიექტური შინაარსი, რომელიც შეიძლება მრავალი ადამიანის საერთო საკუთრება იყოს.

 

[11]  სასურველი იქნებოდა, განსაკუთრებული ტერმინი გვქონოდა ნიშნებისთვის, რომელთაც მხოლოდ საზრისი აქვთ. თუ მათ “ხატებს” ვუწოდებთ, მაშინ სცენაზე მსახიობის სიტყვები ხატები იქნება, თავად მსახიობიც კი ხატი იქნება.

 

([12]) ორიგიალშია das Wahre და das Falsche. ქართული შესატყვისების შერჩევის შესახებ იხილეთ ბოლოს დართული კომენტარი.

([13])ფრეგეს აქაც მხედველობაში აქვს სტატია “ცნებასა და საგანზე”.

[14] მსჯელობა ჩემთვის არის არა რაიმე აზრის მხოლოდ წვდომა, არამედ მისი ჭეშმარიტების აღიარება.

 

([15]) “მსჯელობად” ვთარგმნეთ გერმანული სიტყვა “Urteil”ამ არჩევანის შესახებ იხილეთ ბოლოს დართული კომენტარი.

([16])ლათინურად: იგივეობრივია ისინი, რაც შესაძლოა ურთიერთშევანაცვლოთ ისე, რომ ჭეშმარიტება შევინარჩუნოთ.

([17])ორიგინალშია “Nennsatze”, რაც მოიცავს როგორც ქვემდებარულ, ისე დამატებით დაქვემდებარებულ წინადადებებს.

 

[18] წინადადებაში “A-მ იცრუა, რომ მან B დაინახა” დაქვემდებარებული წინადადება გამოხატავს გარკვეულ აზრს, რომელზეც ნათქვამია, ჯერ ერთი, რომ a ამტკიცებდა მის ჭრშმარიტებას და, მეორეც, რომ a სინამდვილეში დარწმუნებული იყო მის ჭეშმარიტებაში.

 

([19])იგულისხმება მათემატიკური ანალიზი.

 

([20])სავარაუდოდ, ორიგინალში გამორჩენილია სიტყვა „ჯამი“ და უნდა იყოს „განშლადი უსასრულო მწკრივის ჯამი“.

([21])გერმანულ ტექსტში გვაქვს “Die negative Quadratwurtzel aus 4”

 

[22]ზემოთ გამოთქმული შენიშვნების თანახმად, საჭიროა საგანგებოდ უზრუნველვყოთ, რომ ყოველ ასეთ ფრაზას რაიმე ნომინატი ჰქონ-დეს; მაგალითად, შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ მის ნომინატად უნდა ჩაითვალოს რიცხვი 0, თუკი შესაბამისი ცნების მოცულობაში ან არც ერთი საგანი ან ერთზე მეტი საგანი შედის.

[23]  თუმცა, ასეთ წინადადებებს იოლად შეიძლება სხვადასხვა ინტერ-პრეტაცია მიეცეს. საზრისი წინადადებისა „მას შემდეგ, რაც შლეზ-ვიგ-ჰოლშტაინი დანიას მოწყდა, პრუსია და ავსტრია ერთმანეთს დაუპირისპირდა“ შეგვიძლია გადმოვცეთ შემდეგი ფორმითაც: „შლეზვიგ-ჰოლშტაინის დანიისგან მოწყვეტის შემდეგ პრუსია და ავსტრია ერთმანეთს დაუპირისპირდა“. ამ ფორმულირებიდან საკმარისად ნათ-ლად ჩანს, რომ ამ საზრისის ნაწილად არ უნდა ჩაითვალოს აზრი, რომ ოდესღაც შლეზვიგ-ჰოლშტაინი დანიას მოწყდა, რომ ეს, სა-ნაცვლოდ, არის აუცილებელი წინასწარდაშვება იმისათვის, რომ ფრაზას „შლეზვიგ-ჰოლშტაინის დანიისგან მოწყვეტის შემდეგ“ საერ-თოდ ჰქონდეს ნომინატი. რასაკვირველია, ასევე შესაძლებელია ჩვენი წინადადება ისე გავიგოთ, თითქოს მისით ნათქვამია, რომ ოდესღაც შლეზვიგ-ჰოლშტაინი დანიას მოწყდა. მაშინ ჩვენს წინაშე იქნება შემთხვევა, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ. იმისათვის, რომ განსხვავება უფრო მკაფიოდ დავინახოთ, თავი წარმოვიდგინოთ ჩინელი ადამიანის ადგილზე, რომელსაც ევროპის ისტორიის ცუდად ცოდნის გამო მცდარად მიაჩნია, რომ ოდესღაც შლეზვიგ-ჰოლშტაინი დანიას მოწყდა. ასეთი ადამიანი ჩვენს წინადადებას, გაგებულს პირველი სახით, არ მიიჩნევს არც ჭეშმარიტად და არც მცდარად, არ მიაწერს მას არავითარ ნომინატს, რადგან ნომინატი არ ექნება დაქვემ-დებარებულ წინადადებას. ის დროს მხოლოდ მოჩვენებით განსაზღვ-რავს. ხოლო თუ ამ ადამიანს ჩვენი წინადადება მეორე აზრით ესმის, მისთვის ეს წინადადება გამოხატავს აზრს, რომელიც მას მცდარად მიაჩნია და იმავე დროს შეიცავს ნაწილს, რომელსაც, მისი აზრით, ნომინატი არ გააჩნია.

[24] ხანდახან არ არსებობს აშკარა ენობრივი მითითება და საჭიროა მთელი კონტექსტის გათვალისწინება.

[25] მსგავსია ვითარება სიტყვებისთვის „მაგრამ“, „მაინც“.

[26] ჩვენი წინადადებით გამოხატული აზრი ასეც შეიძლებოდა გამოგვეთქვა:“ან ახლა ჯერ მზე არ არის ამოსული ან ცა ძლიერ მოღრუბლულია”; აქედან ჩანს, როგორ უნდა გავიგოთ წინადადებებს შორის ამ სახის კავშირი.

[27] ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საკითხისთვის, არის თუ არა მოცემული მტკიცება ტყუილი, ხოლო ფიცი – ცრუ ჩვენება.

([28])გერმანული სიტყვა „wahnt“, რომელიც ორიგინალში გვაქვს, უფრო ძლიერ მიანიშნებს შესაბამისი მოსაზრების მცდარობაზე, ვიდრე ქართული სიტყვა “ჰგონია”.

[29]  მაგალითად, მ. ბეჟანიშვილი, გოთლობ ფრეგე // გ. თევზაძე (რედ.), XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია (თბილისი, განათლება, 1970), 373-382.

 

[30] Г. Фреге, Смысл и денотат, перевод Е. Э. Разлоговой // А. И. Михайлов (ред.), Семиотика и информатика, восьмой выпуск (Москва, Винити, 1977), 181-210.

 

[31]Г. Фреге, О смысле и значении, перевод Б. В. Бирюкова // Г. Фреге, Логика  и  логическая  семантика.  Сборник  трудов (Москва,  Аспект Пресс, 2000), 230-246.

[32]  G. Frege, Sense and Reference, translated by Max Black // The Philosophical Review 57, 1948, 207-230.

 

[33] H.Feigl and W.Sellars (ed.), Readings in Philosophical Analysis (New York, Appieton-Century-Crofts, 1949), 85-102.

[34] B.McGuinness (ed.), Collected Papers on Mathematics, Logic and Philosophy (Oxford, Basil Blackwell, 1984), 157-177.

[35] А. Чёрч, Введение в математическую логику, т.1, перевод В. С. Чернявского (Москва, Издательство иностранной литературы, 1960).

 

[36]  მკითხველი არ უნდა გააკვირვოს იმან, რომ ტერმინების საკითხებში ხშირად ინგლისურ ენას ვიღებ თავისებურ სტანდარტად. ენის ფილო-სოფიის ის ნაკადი, რომელშიც ფრეგეს მემკვიდრეობის ყველაზე ნაყოფიერად ათვისება და განვითარება მოხდა, ძირითადად სწორედ ინგლისურ ენაზე იქმნებოდა და იქმნება.