თარგმნილია წიგნის – „ენა, ონტოლოგია და რეალიზმი“ — რუსული გამოცემიდან.
მეოცე საუკუნის დასაწყიში ჩასახული ანლიტიკური ფილოსოფია, მოასწავებდა „რადიკალურ განხეთქილებას, განდგომას თავბრუდამხვევი მეტაფიზიკური ტრადიციისგან” (სტრაუდი, 1998, C. 510). ოღონდ, ანალიტიკურ ფილოსოფოსთა ერთი ნაიწილისთვის ეს განხეთქილება ნიშნავდა მეტაფიზიკაზე უარის თქმას ზოგადად, მის ნებისმიერ გამოვლინებაში, ხოლო მეორეთათვის — პრინციპულად ახალი ტიპის მეტაფიზიკური თეორიის შექმნას. ახალი მეტაფიზიკის შექმნაში ხედავდნენ უმთავრეს ამოცანას ბერტრან რასელი და ის ფილოსოფოსები (პირველ რიგში, უ.ვ.ო. ქუაინი და პ. სტროსონი), რომლებმაც მეოცე საუკუნის შუა წლებში, ე.ი. ანალიტიკურ ფილოსოფიაში ანტიმეტაფიზიკური განწყობის ოცდაათწლიანი ბატონობის შემდეგ, ითავეს მეტაფიზიკის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამოსული მოძრაობის წინამძღოლობა. აქედან მოყოლებული, ანალიტიკურ ფილოსოფოსთა შორის კვლევის ამ სფეროსადმი ინტერესი განუხრელად იზრდება.
მეტაფიზიკას გააჩნია ხანგრძლივი ისტორია, რომლის მსვლელობაშიც ხდებოდა არა მხოლოდ ცვლა ერთი თეორიისა მეორის მიერ, არამედ არსებითად იცვლებოდა წარმოდგენები მის მეთოდებზე, საგანსა და ამოცანებზე. ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში შემუშავებული მეტაფიზიკა, რომელსაც მოკლედ ვუწუდებთ „ანალიტიკურ მეტაფიზიკას, ქმნის ახალ ეტაპს ფილოსოფიური კვლევის ამ სფეროში, ვინაიდან ამ მიმართულების ფილოსოფოსებმა ახლებურად გაიაზრეს მეტაფიზიკური კვლევის ბუნება და შემოგვთავაზეს მეტაფიზიკური პრობლემების გადაჭრის ახალი საშუალებები. ასე, მაგალითად, ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგელებს მიაჩნიათ, რომ მეტაფიზიკის ამოცანა მდგომარეობს პასუხის მოძიებაში კითხვაზე — როგორია რეალობის სტრუქტურა და შემადგენელი შინაარსი, ანუ რომელია არსებულის უზოგადესი გვარები და კატეგორიები. ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის მეტაფიზიკა ემთხვევა ონტოლოგიას — მოძღვრებას არსებულზე როგორც არსებულზე, მეტიც, ისინი არც კი აფიქსირებენ პრინციპული განსხვევების არსებობას ყოფიერებასა და არსებობას შორის, ანუ, სხვაგავარსდ რომ ვთქვათ, სფერო ყოფიერებისა და სფერო არსებულისა მათთვის ერთმანეთს ემთხვევა. დაახასიათეს რა ამგვარად თავიანთი კვლევის საგანი, ანალიზურმა მეტაფიზიკოსებმა შემოგვთავაზეს კიდეც მეთოდი მეტაფიზიკური, ან ონტოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. მათი აზრით, ფილოსოფოსები არ ფლობენ განსაკუთრებულ უნარს (იქნება ეს ინტელექტუალური ინტუიცია თუ მისტიკური გრძნობა), რომელიც გაუხსნიდა მათ გზას ყოფიერებისკენ; ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ფილოსოფიური პრობლემების, და მათ შორის მეტაფიზიკურის, გადასაჭრელად, არის ენის ანალიზი. მხოლოდ ჭეშმარიტად აღიარებული იმ მსჯელობებისა ან წინადადებების ანალიზით, რომლებიც გამოითქმება სამყაროზე, ჩვენ ძალგვიძს შევიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რომელი ობიექტები და ქმნილებები ფლობენ რეალურ არსებობას. მეტაფიზიკური პრობლემების გადაწყვეტისთვის გამოყენებული ამგვარი მიდგომის უკან დგას რწმენა იმისა, რომ ყველაზე უფრო ზოგადი თვისებები რეალობისა როგორღაც აღბეჭდილია ენის ზოგად სტრუტურაში და, რომ მათი გამოვლენა შესაძლებელია სწორედ ენის ანალიზისას. ამდენად, ანალიტიკურ მეტაფიზიკასაც ისევე შეეხო „ლინგვისტური შემობრუნება“, როგორც ანალიტიკური ფილოსოფიის ყველა სხვა კვლევის სფეროს.
თუ ანალიტიკურ მეტაფიზიკას შევადარებთ იმ მეტაფიზიკურ სისტემებს, რომლებიც დასავლურ მეტაფიზიკაში შეიქმნა მე-17 საუკუნიდან, განსხვავება მათ შორის მართლაც იმდენად პრინციპული და სიღმისეული გამოჩნდება, რომ სრულიად შესაძლებელია ვისაუბროთ წინამორბედ მეტაფიზიკურ ტრადიციასთან განხეთქილებაზე, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ანალიტიკურ მეტაფიზიკას საერთოდ არ გააჩნია ფესვები ფილოსოფიის ისტორიაში. ასეთი ფესვები, რა თქმა უნდა, არსებობს. ასე, მაგალითად, ბევრი თანამედროვე მკვლევარი ჭვრეტს ონტოლოგიური პრობლემებისადმი ანალიტიკურ მიდგომაში დაბრუნებას არისტოტელისეული მეტაფიზიკისკენ. ასეთ დასკვნას სრულიად შეიძლება დავეთანხმოთ, თუმცა ის მოითხოვს ზოგიერთ მნიშვნელოვან დაზუსტებას. ჯერ ერთი, არისტოტელი ორგვარად განსაზღვრავდა „პირველი ფილოსოფიის“ საგანს, რისთვისაც შედეგად შემოტანილ იქნა ტერმინი „მეტაფიზიკა“. ერთის მხრივ, ისაა უნივერსალური მეცნიერება, რომელიც სწავლობს „არსებულს, როგორც არსებულს“ (Metaphysics, 1025b3). მეორეს მხრივ, მის საგნად წარმოდგება „ღვთაებრივი საგნები“, ანუ მარადიულად უცვლელი საწყისები და პირველმიზეზები, რომელთაც არისტოტელე აკავშირებს ღმერთთან და, ამ შემთხვევაში, ის უკვე გამოდის როგორც ერთ-ერთი კერძო მეცნიერული სტატუსის მქონე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ყოფიერების განსაკუთრებულ ფორმას. შუა საუკუნეების ფილოსოფიაში „პირველი ფილოსოფიის“ ეს ორი განმარტება აღინიშნებოდა როგორც „ზოგადი“ მეტაფიზიკა (Metaphisica generalis) და „სპეციალური“ მეტაფიზიკა (Metaphisica specialis). მოძღვრებას არსებულზე (ან ყოფიერებაზე) როგორც ასეთზე — რომელსაც ახალი დროის ფილოსოფიაში უწოდეს ონტოლოგია — არისტოტელესთან გააჩნია სამი ნაწილი: 1) არსებულის კატეგორიალური ანალიზი, 2) მოძღვრება ოთხ პირველსაწყისზე და 3) მოძღვრება აქტუალურსა და პოტენციურზე. როცა ატარებენ პარალელს ანალიზურ და არისტოტელისეულ მეტაფიზიკას შორის, მხედველობაში აქვთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ პირველი ნაწილი. თუმცა, მსგავსება მოცემულ შემთხვევაში, მდგომარეობს არა უბრალოდ იმაში, რომ არისტოტელიც და ანალიტიკური მეტაფიზიკის წარმომადგენლებიც ცდილობენ დაადგინონ არსებულის ყველაზე უფრო ზოგადი გვარები, არამედ იმაშიც, რომ ამ ამოცანის გადასაჭრელად ისინი მიმართავენ ლოგიკურ ანალიზს. არისტოტელთან მთავარ ობიექტს ასეთი ანალიზისას წარმოადგენს პრედიკაციული კავშირი სუბიექტსა და იმას შორის, რაც გამოითქმება მსჯელობაში სუბიექტზე. რამდენადაც პრედიკაციული კავშირი გამოიხატება ზმნით — „არის“ — ამდენად, როგორც წერს არისტოტელი, „რამდენიცაა მაკავშირებელ „არის“-ის მნიშვნელობა, იმდენივეა მის მიერ აღნიშნული არსებულის გვარიც (Metaphisics, 1017a23), ანუ მასთან პრედიკატთა გვარების კლასიფიკაცია გამოდის საფუძვლად იმის დადგენისთვის, თუ რომელ კატეგორიას მიკუთვნება არსებული. მაშასადამე, არისტოტელისთვის არსებობა ნიშნავს რაიმედ ყოფნას და კატეგორია კი არის სწორედ ის, რაც ასახავს ამ რაიმედ ყოფნის სხეობრივ სხვადასხვაობებს.
არისტოტელის ონტოლოგიის კიდევ ერთი ასპექტია მნიშვნელოვანი ჩვენი თემისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, მისი აზრით, არსებულის კატეგორიები არ დაიყვანება ერთიმეორეზე, არსებულის კატეგორია გამოხატავს „არის“-ის პირველად საზრისს, რომლის გარშემოც ჯგუფდება ამ ზმნის ყველა სხვა საზრისი. პირველადი არსებულები, რომელთაც არისტოტელი მიაკუთვნებს ჩვენ გარემომცველ სამყაროში განთავსებულ ობიექტებს (ყოველ შემთხვევაში, ისეთებს მაინც, როგორებიცაა, მაგ., სხვა ადმიანები, ცხენები და ა.შ.), თავიანთი არსებობისთვის არ არიან დამოკიდებულნი რაიმე სხვაზე — ეს გარემოება ჩანს იმაში, რომ მათზე შეიძლება გამოითქვას სხვა პრედიკატები, მაგრამ თავდ ისინი არაფერ სხვზე აღარ გამოითქმებიან. ეს ნიშნავს, რომ არისტოტელი არსებულის მისეულ კატეგორიალურ ანალიზში სათანადო ანგარიშს უწევს ყოველდღიურ და მეცნიერულ წარმოდგენებს სამყაროს სტრუქტურასა და შემადგენელ შინაარსზე; მისი ონტოლოგია, გარკვეული აზრით, აბოლოვებს ამ წარმოდგენებს, ქმნის ერთგვარად დასრულებულ სურათს. ამ აზრით. არისტოტელესიული მეტაფიზიკა წარმოგვიდგება პირდაპირ საწინააღმდეგო სისტემად იმ მოგვიანო აბსტრაქტულ და სპეკულაციურ მეტაფიზიკურ სისტემებთან შედარებით, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ იმაზე, რომ თითქოს სწვდებოდნენ ყოფიერების სიღრმისეულ არსებას და რომლებშიც სამყარო, როგორაც მას აღიქვამს საღი აზრი და მეცნიერება, მიეკუთვნება მოჩვენებითის ანუ ყალბი ყოფერების სფეროს. როგორც აღნიშნავს მ. მუნიცი, არისტოტელის ონტოლოგიური მიდგომა — ესაა მიდგომა „მეცნიერისა, ლოგიკოსისა, მოაზროვნისა, რომელიც დაკავებულია არსებულის მრავალფეროვნებისა და სიმრავლის განხილვით და არ ჰგავს მიდგომას მისტიკოსისა, რომელიც ესწრაფვის აბსტრაჰირებას ამ მრავალფეროვნებისგან და ყურადღების კონცენტრირებას ახდენს სამყაროს როგორც არადიფერენცირებული, სრულიად უნიკალური მყოფობის ფაქტზე“ (Munitz, 1974, p. 69). ამაში ანალიტიკოს-მეტაფიზიკოსები, რა თქმა უნდა, გვევლინებიან არისტოტელის პირდაპირ მემკვიდრეებად.
მიუხედავად ზემოთქმულისა, არისტოტელისა და ანალიტიკური მეტაფიზიკის სიხლოვეზე მსჯელობისას გადაჭარბება არ ღირს. მსგავსება მათ შორის ეხება საკითხისადმი მიდგომას და არა შემოთავაზებული გადაწყვეტილებების არსებით მხარეს. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ანალიტიკური მეტაფიზიკის ფუძემდებელმა, ბერტრან რასსელმა, რომელიც თვლიდა, რომ ფილოსოფია იწყება მსჯელობის ანალიზიდან, კრიტიკის ქარ-ცეცხლს მისცა მთელი წინამორბედი მეტაფიზიკა (უპირველეს ყოვლისა კი ლაიბნიცის ფილოსოფია) იმიტომ, რომ, მისი აზრით, ის ეყრდნობოდა ლოგიკურ დაშვებას იმის თაობაზე, რომ ყველა მსჯელობას გააჩნია სუბიექტურ-პრედიკატული ფორმა. არისტოტელისეული ტრადიციის საპირისპიროდ ახალი ლოგიკა, როგორც ონტოლოგიური ძიებებისთვის უფრო საიმედო ინსტრუმენტი, რომ შეექმნა, რასსელმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა გამოვლინა.
ამის გათვალისწინებით, ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ანალიტიკური მეტაფიზიკის არსებითი გაგებისთვის უფრო მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ის, რომ ის წარმოადგენს კანტის მიერ დაწყებული მოძრაობის გაგრძელებას და არა იმის მითითება თუ რამდენად უახლოვდება ის მეთოდოლოგიურად, ან, უფრო ზუსტად, ფორმალურად არისტოტელის ონტოლოგიურ მიდგომას. ონტოლოგიის ისტორიაში სწორედ კანტის კრიტიკულ ფილოსოფიასთან აკავშირებენ დიდ გადატრიალებას, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ როგორც „გნოსეოლოგიური რევოლუცია“. გერმანელმა მოაზროვნემ უარყო ძველი მეტაფიზიკა მის არისტოტელისეულ და რაციონალიზმისეულ ვარიაციებში იმის საფუძველზე, რომ ის ესწრფვოდა იმის შემეცნებას, რაც ძევს ადამიანური გამოცდილების ფარგლებს მიღმა და თანაც ამას ცდილობს იმავე კონცეპტუალური სტრუქტურების გამოყენებით, რომლითაც მიემართება გამოცდილებას. ამ ტრადიციულ მეტაფიზიკას კანტმა უწოდა ტრანსცენდენტული და დაუპირისპირა მას კრიტიკული მეტაფიზიკა, რომელიც შეკრულ-შეკავშირებული იყო იმ საფუძველზე, რომ სამყარო რომელთანაც სუბიექტი იმყოფება შემეცნებით დამოკიდებულებაში (ფენომენების სამყარო), წარმოადგენს სუბიექტის აპრიორულ-კატეგორიალური აპარატის მიერ გამოცდილებაში მოცემული გრძნობადი მასალის გაფორმების შედეგს. აქედან გამომდინარეა, აღნიშნავს პროფესორი ა.ლ. დობროხოტოვი, რომ „კანტამდელი აზროვნებისთვის დამახასიათებელი ჭეშმარიტ ყოფიერებაში გასვლის უნარი, კანტთან უკვე გადანაწილებულია თეორიულ უნარსა (რომელიც აღმოაჩენს ზეგრძნობადს, როგორც ზღვრულ ყოფიერებას) და პრაქტიკულ უნარს (რომელიც აღმოაჩენს ყოფიერებას როგორც თავისუფლების მიღმურ რეალობას) შორის“ (დობროხოტოვი, 2001, c.151), რაც ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფიას კონცეპტუალური ანალიზის მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით, არ ძალუძს რეალობის როგორც ასეთის პირდაპირი აღწერის მოცემა; თუ მეტაფიზიკა შესაძლებელია, მაშინ ის შესაძლებელია მხოლოდ იმის ანალიზის სახით, თუ როგორ ვიაზრებთ ჩვენ რეალობას, ანუ ჩვენი აზროვნებისა და ცოდნის უზოგადესი შტრიხების აღწერის სახით.
ანალიტიკურმა ფილოსოფოსებმა. მ. დამმიტის თანახმად, გადადგეს კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით, გააცნობიერეს რა, რომ რამდენადაც აზროვნება განუყრელადაა დაკავშირებული ენასთან და სტრუქტურირდება მისით, ამდენად მეტფიზიკა შესაძლებელია როგორც მხოლოდ იმის ანალიზი, რასაც ჩვენ გამოვთქვამთ რეალობის თაობაზე. მაგრამ, ნიშნავს კი ეს იმას, რომ მეტაფიზიკოსი, რომელიც განიხილავს რეალობას ენის „პრიზმაში“, განწირულია იმისთვის, რომ ჰქონდეს საქმე მხოლოდ სამყაროსთან, რომელიც იმთავიდანვე ორგანიზებული და გაფორმებულია ამ ენის სქემის მიხედვით, და ამიტომ საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორია რეალობა თავისთავად, დამოუკიდებლად იმისა, თუ რომელი ენის დახმარებით აღვწერთ მას, უბრალოდ კარგავს ყოველგვარ აზრს? ნიშნავს კი ეს იმას, რომ ლინგვისტიური მიდგომა ონტოლოგიისადმი განაპირობებს ანალიტიკური მეტაფიზიკოსების კანტიანურ პოზიციას? როგორც ჩანს, ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში შემოთავაზებული ონტოლოგიური კონცეფციები არ იძლევიან ცალსახა პასუხს ამ კითხვაზე. უფრო მეტიც, ჩვენის აზრით, ეს საკითხი ქმნის მთავარ „ძარღვს“ ანალიტიკურ მეტაფიზიკაში. დამადასტურებელ პასუხს ამ კითხვაზე მივყავართ იდეალიზმამდე და რელატივიზმამდე, უარმყოფელ პასუხს კი — დოგმატიზმამდე. მოძიება გადწყვეტილებისა, რომელიც გადალახავდა ამ უკიდურესობებს, განაპირობებს კიდეც ამ მეტაფიზიკის მიმართულებასა და განვითარებას.
ყოველივე ზემოთქმული ამასთანავე ნიშნავს, რომ ანალიტიკურ ფილოსოფიაში განსაკუთრებულ სიმწვავს იძენს პრობლემა რეალიზმის დაფუძნებისა და განმარტებისა. ამგვარად, მივადექით თემას, რომელიც ჩვენი კვლევის მთავარ ინტერესს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკური ფილოსოფიიის წარმომადგენლებმა არა მხოლოდ და უბრალოდ შემოგვთავაზეს ახალი — ენის ანალიზზე დაფუძნებული — მეტაფიზიკის ტიპი, არამედ არსებითი ცვლილებები შეიტანეს ისეთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პოზიციის შინაარსში, როგორიც რეალიზმია,
ტერმინს „რეალიზმი“ (მომდინარეობს / ლათ., res, რაც ნიშნავს ნივთს როგორც კონკრეტული, ისე აბსტრაქტული აზრ-გაგებით) გააჩნია დიდი ხნის ისტორია. მისი ყველაზე ცნობილი გამოყენება ფილოსოფიურ სიტყვათხმარებაში დაკავშირებულია შუასაუკუნეობრივ დებატებთან უნივერსალიების თაობაზე, რომელიც სქოლასტიკური ფილოსოფოსობის უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა. ეს კამათი გულისხმობდა ისეთი ზოგადი ცნებების ონტოლოგიური სტატუსის განსაზღვრას, რომლებიც გამოხატავენ პრედიკაციული ფუნქციის შემსრულებელ თვისებებსა და მიმართებებს (მაგ., „წითელი“, „მეტი“, „ნაკლები“ და ა.შ.). რეალისტები ასაბუთებდნენ უნივერსალიების შემმეცნებელი სუბიექტისგან დამოუკიდებლად და ობიექტურად არსებობას, მოწინააღმდეგენი კი — ნომინალისტებისა და კონცეპტუალისტების სახით — უნივერსალიებს მიაწერდნენ მხოლოდ ადამიანის გონში ზოგადი სახელებისა და ცნებების რანგში არსებობის სტატუსს. კანტის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ რეალიზმი მის შემდგომ გაიგეს როგორც შემდეგი შინაარსის მქონე წარმოდგენა — ჩვენ გამოცდილებაში აღვიქვამთ საგნებს, რომელთა არსებობა და ბუნება არაა დამოკიდებული ჩვენს აღქმაზე. ამგვარი გაგებით რეალიზმი უკვე უპირისპირდება არა ნომინალიზმსა თუ კონცეპტუალიზმს, არამედ იდეალიზმს, რომელიც გარეგან საგანებს ყოველთვის აყენებს შემმეცნებელი სუბიქტისადმი რაიმეგვრ დამოკიდებულებაში. სწორედ ასე ესმოდათ რეალიზმი ანგლო-ამერიკული ფილოსოფიის განსხვავებული მიმდინარეობების (ნეორეალიზმი, კრიტიკული რეალიზმი და ა.შ.) წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოიშვნენ მე-20 საუკუნის მიჯნაზე, როგორც „რეაქცია“ აბსოლუტურ იდეალიზმზე. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, დომინირებდა ამ ნეოჰეგელიანურ ეპოქაში და გამოხატავდა ფილოსოფოსთა მისწრაფებას — შეექმნათ საღ აზრთან და მეცნიერებასთან თანხმობაში მყოფი ფილოსოფია. ამავე ეტაპზე წამოვიდა ტენდენცია, რომ აღქმულ საგანთა რიგში ჩაეთვალათ არა მხოლოდ გარეგანი ნივთები, არამედ სხვა გვარის არსებანიც (უნივერსალიები, აბსტრაქტული ობიექტები, რიცხვები და ა.შ.), და რეალიზმმა, ამგვარად, თანდათანობით შეიძინა უფრო ფართო მნიშვნელობა: ის დააკავშირეს აღიარებასთან იმისა, რომ ყოველგვარი ტიპის ობიექტები არსებობენ რეალურად, ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. შედეგად რეალიზმი იქცა სრულიად არაერთგვაროვან ფილოსოფიურ მიმდინარეობად, რამეთუ ცხადია, რომ რეალისტი აბსტრაქტულ ობიექტებთან მიმართებაში და რეალისტი გარე სამყაროულ ნივთებთან მიმართებაში შეიძლება იქცნენ შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად.
რეალიზმის ეს არაერთგვაროვნება კიდევ უფრო გაძლიერდა ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში. თუ პირველი ანალიტიკოს-ფილოსოფოსები — ბ. რასსელი, ჯ. მური და სხეანი — ჯერ კიდევ უყურებდნენ რეალიზმს, როგორც გარკვეულ პოზიციას აღქმის ფილოსოფიაში, მე-20 საუკუნის შუიდან ბატალიები რეალისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის უკვე გადაწვდა მეცნიერების ფილოსოფიასაც, ეთიკასაც, ცნობიერების ფილოსოფიასაც, თუმცა მთავარ ბრძოლის ველად მათთვის იქცა ენის ფილოსოფია. რაღაც ზომით ეს აიხსნება იმით, რომ ანალიტიკურ მეტაფიზიკაში ძირითადი ზეწოლა მოდის ენობრივი გამოსახულებების იმ კატეგორიათა გამოვლენაზე, რომელნიც ატარებენ, ასე ვთქვათ, ონტოლოგიურ დატვირთვას, ანუ რომელნიც გამოიყენებიან არსებათა განსხვავებული სახეობების აღსანიშნავად. შედეგად ფილოსოფოსთა ინტერესის ცენტრში ექცევა რეფერენციის ცნება, რომელიც გვევლინება არსებულის ერთგვარ ინდიკატორად. ამგვერი წარმოდგენა რეფერენციაზე, იქცა თითქმის „საერთო ადგილად“: ბევრი ანალიტიკოს-ფილოსოფოსისთვის საკითხი ამა თუ იმ სახის ობიექტთა ონტოლოგიური სტატუსის თაობაზე და საკითხი რეფერენციალურ სტატუსზე იმ ენობრივი გამოსახულებებისა, რომელნიც აღნიშნავენ ამ სახეობის ობიექტებს, — ეს, არსებითად, ერთი და იგივე საკითხია. რამდენადაც ენა უხვად შეიცავს სხვადასხვა სახეობის ენობრივ გამოსახულებებს და რამდენადაც მასში გვხვდება მეცნიერული ტერმინებიც, შეფასებითიც, ფსიქოლოგიურიც და მრავალი სხვაც, ამდენად სრულიად ბუნებრივია, რომ ანალიტიკური მიდგომიდან გამომდინარე, დაისვას საკითხი მათ რეფერენციულ სტატუსზე. გავითვალიწინებელა, რომ ენა, გვევლინება რა ადამიანურ ქმნილებად, წარმოადგენს ძალზე მდიდარ და რთულ ფენომენს, რომელიც ვლინდება ფორმათა ვრცელ მრავალფეროვნებაში. მეტიც, კაცობრიობამ შეიძინა დიდი გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში გამოსაყენებელი ენების კონსტრუირების თვალსაზრისით, იქნება ეს მეცნიერების, ხელოვნების, ტექნიკის სფეროები თუ სხვა. ამიტომაა, რომ რეალობის განხილვას ენის „პრიზმაში“ გარდუვალად მივყავართ იმასთან, რომ ასეთი „პრიზმა“ კალეიდოსკოპურად განამრავლებს სამყაროულ ხატებს და, შესაბამისად, წარმოშობს რეალისტურ კონცეფციათა დიდ მრავალფეროვნებას.
ანალიტიკური ფილოსოფიის მკვლევარის, ა.მ. გრიაზნოვის კვალად, ამ ფილოსოფიური მიმართულების ფონზე, რეალიზმს ჩვენ ვუწოდებთ ანალიტიკურს. ანალიტიკური რელიზმის „მრავალსახეობა“, მართლაც გაოცებას იწვევს. ფილოსოფიურ ჟურნალთა გვერდები, მონოგრაფიები აჭრელებულია რეალიზმის კონცეფციათა სახელებით — „მეცნიერული რეალიზმი“, „უშუალო რეალიზმი“, „ეპისტემოლოგიური რეალიზმი“, „მოდალური რეალიზმი“, „ეთიკური რეალიზმი“, „იმანენტური რეალიზმი“ და ა.შ. მეტიც, არც ერთი სხვა თემის კარნახით არ ხდება თანამედროვე ფილოსოფიის პოლარიზება იმ ხარისხით, როგორც ამას ადგილი აქვს რელიზმის შემთხვევაში, რომელიც ერთთათვის წარმოადგენს „ლოგოცენტრიზმის“ უარეს გამოვლინებას, ხოლო მეორეთათვის წარმოადგენს ცოდნის ობიექტურობის გარანტს. თუმცა ჩვენი მიზანია ის, რომ შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს ანალიტიკური რეალიზმი, მაინც ჩვენ არ ვაყენებთ ამოცანას, რომ ჩამოვაყალიბოთ მეტნაკლებად სრული პანორამა იმ რეალისტური კონცეფციებისა, რომელნიც წარმოდგენილია ანალიტიკურ ფილოსოფიაში. ჩვენის აზრით ეს შეუსრულებელი მისიაა. ჩვენ ანალიტიკური რეალიზმის პრობლემას სხვა კუთხით მივუდგებით.
ჩვენი გამოკვლევა ორ ნაწილიანია. წიგნის პირველ ნაწილში განვიხილავთ ენისა და რალობის ურთიერთმიმართების მოდელებს, რომელნიც შემოგვთავაზეს მე-20 საუკუნეში ანალიტიკური ფილოსოფიის უდიდესმა წარმომადგენლებმა. ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, თუ როგორ ისმებოდა და წყდებოდა რეალიზმის პრობლემა ანალიტიკურ ფილოსოფიაში. წიგნის მეორე ნაწილში ვაჩვენებთ, თუ როგორ განიმარტება ანალიტიკური რეალიზმის ბუნება ჩვენი დროის ფილოსოფოსების მიერ. აქ, ჩვენის აზრით, ყველაზე უფრო საინტერესოა მ. დამმიტის „სემანტიკური რეალიზმისა“ და ჰ. პატნემის „არამეტაფიზიკური რეალიზმის“ კონცეპციები. დასასრულს, ჩვენ მივმართავთ დიდკუსიას მეცნიერული რეალიზმის წარმომადგენლებსა და მათი მოწინააღმდეგეებს შორის, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა 1960-1970 — იან წლებში, თუმცა შედარებით მშვიდი მანერით გრძელდება დღემდე იმის გამოსარკვევად, თუ რა ადგილს იჭერს მათ კონცეფციებში ანალიტიკური რეალიზმი.