Skip to main content

გოთლობ ფრეგე – “საზრისსა და ნომინატზე”([1])

სტატია დაიბეჭდა კრებულში “აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა”, ლ. მჭედლიშვილისა და თ.ცხადაძის რედაქტირებით, თბილისი 2009 წ. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო თამარ ცხადაძემ.

 

 

[25] ტოლობა[2] მასთან დაკავშირებულ ბევრ ისეთ კითხვაზე

დაგვაფიქრებს, რომლებზეც იოლი არ არის პასუხის გაცემა.

არის ის მიმართება? მიმართება საგნებს შორის? თუ საგნების

სახელებს ან ნიშნებს შორის? მე ეს მეორე თვალსაზრისი გავი-

ზიარე ჩემს Begriffsschrift-ში. მის სასარგებლოდ შემდეგი საბუ-

თები უნდა არსებობდეს: “A=A” და “A=B” აშკარად გნსხვავებუ-

ლი შემეცნებითი ღირებულების მქონე წინადადებებია: “A=A”

აპრიორულად მართებულია და კანტის მიხედვით ანალიზური

უნდა ეწოდოს, ხოლო “A=B” ფორმის წინადადებები ხშირად

შეიცავს ჩვენი ცონის უაღრესად ღირებულ გაფართოებას და

ყოველთვის აპრიორულად ვერ დაფუძნდება. (more…)

თ. ცხადაძე — “ვიტგენშტაინის პირადი ენის არგუმენტის ინტერპრეტაციები”

 სტატია დაიბეჭდა კრებულში “შემეცნება და ზნეობა: ფილოსოფიური წერილები” (გამომცემლობა “ნეკერი”, თბილისი 2012 წ. რედაქ.: თ. ირემაძე, თ. ცხადაძე, გ. ხეოშვილი), რომელიც მიეძღვნა ლ. მჭედლიშვილის 75 წლის იუბილეს. 

 

ვიტგენშტაინის  ‘’მეორე’’,  ანუ  გვიანდელი  ფილოსოფიის  ერთ-

ერთი ყველაზე მეტად გახმაურებული და ხშირად განხილული ასპექტია

მის  ‘’ფილოსოფიურ  გამოკვლევებში’’  წარმოდგენილი  მოსაზრებები

 პირადი ენის შეუძლებლობის შესახებ[1].  ტექსტის სხვადასხვა ადგილას

გაბნეულ მოსაზრებათა ამ ჯგუფის — მას  ანალიზურ ფილოსოფიაში

ხშირად უწოდებენ ‘’ვიტგენშტაინის პირადი ენის არგუმენტს’’ — ბევრი

ალტერნატული  ინტერპრეტაცია  არსებობს. (more…)

“საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების რამდენიმე ასპექტი”- ი. გოგიჩაძე, ს. ტოტოჩავა

(კრებულიდან – “შემეცნება და ზნეობა”(ფილოსოფიური წერილები) თბილისი-2012, რომელიც მიეძღვნა ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, შესანიშნავი ლოგიკოსის ლ. მჭედლიშვილის 75-ი წლის იუბილეს)

                                       1. არისტოტელე განსაზღვრების შესახებ

   არისტოტელეს თვალსაზრისი განსაზღვრების შესახებ ორგანულადაა დაკავშირებული ისეთ ლოგიკურ-ფილოსოფიურად მნიშვნელოვან ცნებებთან, როგორიცაა: დასაბუთება, სახე, გვარი, სპეციფიკური ნიშანი, შემთხვევითი ნიშანი და საერთოდ მეცნიერული ცოდნის განვითარება. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის სწორი მიმართულებით წარმართვის ერთ-ერთ მომენტს არისტოტელე ისეთი ცნებების ბუნების, მათ შორის ურთიერთმიმართების დადგენასა და მათი ერთმანეთში აღრევის თავიდან აცილებაში ხედავს, როგორებიცაა: პოსტულატი, ვარაუდი, განსაზღვრება და დასაბუთება (დამტკიცება). (more…)

“ლოგიკური გამომდინარეობის ცნებისთვის” — ა. ტარსკი

     (კრებულიდან: “აუცილებლობის საპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, ეინააღმდეგობა”. თბილისი  2009. რედაქტორები: ლ. მჭედლიშვილი და თ. ცხადაძე. თარგმანა ს. ტოტოჩავამ)
 
   
   
   ლოგიკური გამომდინარეობის ცნება არის ერთ-ერთი იმ ცნებათაგან, რომელთა შემოტანა მკაცრი ფორმალური კვლევის სფეროში არ იყო ამა თუ იმ მკვლევარის თავისუფალი გადაწყვეტილების შედეგი; ამ ცნების განსაზღვრებისას ცდილობდნენ თანხმობაში ყოფილიყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენის ჩვეულებრივ გამოყენებასთან. მაგრამ ეს ცდები შეეჯახა სიძნელეებს, ჩვეულებრივ თან რომ ახლავს ხოლმე ასეთ შემთხვევებს. შინაარსიის სინათლის თვალსაზრისით გამომდინარეობის ჩვეულებრივი ცნება არაფრით არ აღემატება ყოველდღიური ენის სხვა ცნებებს. მისი საზღვრები არ არის მკაცრად დადგენილი, ხოლო გამოყენება მერყევია. ნებისმიერი მცდელობა ჰარმონიაში მოეყვანათ ამ ცნების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ბუნდოვანი, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ტენდენცია უეჭველად განწირული იყო მარცხისთვის. თავიდანვე უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტს, რომ ამ ცნების ყოველ ზუსტ განსაზღვრებაში გამოვლინდება მისი მეტად თუ ნაკლებად თვითნებური თავისებურებები.

“სამფასა ლოგიკური სისტემები და მათი ფილოსოფიური საფუძველი” — ს. ტოტოჩავა.

 (კრებულიდან — “აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა”. თბილისი  2009. რედაქტორები: ლ. მჭედლიშვილი და თ.ცხადაძე)
 მრავალფასა ლოგიკის შექმნის მოტივი, ყოველ შემთხვევაში, ი.ლუკასევიჩთან იყო ლოგიკური აპარატის შექმნა ისეთი პრობლემების ანალიზისათვის, რომელთა მიმართ კლასიკური ლოგიკის გამოყენება სიძნელეებს აწყდებოდა. კერძოდ, ლუკასევიჩს სამფასა ლოგიკა ჩაფიქრებული ჰქონდა როგორც ბაზისი არისტოტელეს ფატალისტური არგუმენტის კრიტიკისა და ინდეტერმინიზმის კონცეფციის დაფუძნებისთვის. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ლოგიკოსების ყურადღების არეში ექცევა წინააღმდეგობრივი თეორიების გამოსადეგობის, ვარგისიანობის პრობლემა, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება დახასიათდეს: წინააღმდეგობრივი თეორია, ე.ი. თეორია, რომელშიც მიიღება (მტკიცდება) როგორც რაიმე A დებულება, ისე მისი უარყოფა A, თუკი ის ეყრდნობა კლასიკურ ლოგიკას, იმავდროულად არის ტრივიალურიც_მასში მტკიცდება ამ თეორიის ენის ნებისმიერი B დებულება; თეორიის ტრივიალიზაციას ზოგჯერ მის აფეთქებას უწოდებენ. ზოგიერთი ლოგიკოსის