Skip to main content

11. „ენობრივ გამოსახულებათა სახელები. სახელთა იერარქია“. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

როდესაც აზრს გამოვთქვამთ რაიმე საგანზე, ვბჭობთ მასზე, მაგ., წიგნზე, ახლა ჩემს წინასე რომ დევს, გამონათქვამში ეს საგანი წარმოდგენილია (რეპრეზენტირებულია), ოღონდაც წარმოდგენილია არა უბრალოდ თვითონ საგანი, არამედ სახელის ან ისეთი ენობრივი კონსტრუქციის მეშვეობით, რომელიც ამ საგანს აღნიშნავს, სახელყოფს მას, მიუთითებს მასზე (ჩვენს მაგალითში ასეთი ენობრივი კონსტრუქციაა — „წიგნი, ახლა ჩემს წინ რომ დევს“). მაგრამ ამ პრინციპს ყოველთვის არ ვივცავთ, სახელდობრ მაშინ, როცა ვბჭობთ თვითონ ენეობრივ გამოსახულებებზე. (more…)

10. “სემანტიკური ანტინომიების თავიდან აცილება; ენა-ობიექტი და მეტა-ენა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წწ.

პირველი, რაც „ცრუ“-სა და მისი მსგავსი ანტინომიების გამოყვანისას მოგვხვდება თვალში და შეიძლება მოგვეჩვენოს ანტინომიების წარმოშობის მიზეზად, არის მათი „თვითმიმთითებლობა“ — ყოველი მათგანი ლაპარაკობს საკუთარ თავზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ „თვითმიმთითებლობა“ არ შეიძლება იყოს ანტინომიის აღმოცენების მიზეზი. არსებობს ბევრი ისეთი თვითმიმთითებელი წინადადება. რომელიც არ წარმოშობს ანტინომიას. მაგალითად, შემდეგი ორისგან ერთი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე არის ჭეშმარიტი, მეორე კი — მცდარი:

   ა) „ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება შედგება ორმოცდაჩვიდმეტი ასოსაგან“.

   ბ) „ამ ჩარჩოში ჩაწერილი წინადადება შედგება ათი სიტყვისაგან“. (more…)

8.”ინდუქციური დასკვნები: დადუქცია და ინდუქცია”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წწ.

განვიხილოთ დასკვნის კიდევ ერთი მაგალითი (იმის გამო, რომ მისი სტანდარტული სახით ჩამოყალიბება მოუხერხებელია, ჯერ უბრალოდ აღვწეროთ ის): თუკი ერთხელ გავხსენით ონკანი და მასში წამოვიდა წყალი, მეორედ გავხსენით — იგივე განმეორდა, ასევე მოხდა მესამედ, მეოთხედ და ა.შ., გვიჩნდება მოლოდინი, რომ შემდგომშიც იგივე განმეორდება. ამავე დროს, თუკი არ შეგვხვედრია შემთხვევა, როცა გავხსენით ონკანი და წყალი არ წამოვიდა, მაშინ ჩვენი მოლოდინი უკვე ზოგადი ხასიათის მატარებელი ხდება და სრულიად სარწმუნო გვეჩენება, რომ ყოველთვის, როცა გაიხსნება ონკანი, წამოვა წყალი. (more…)

7. “დედუქციური დასკვნები და ლოგიკური გამომდინარეობა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან — 2000-2002 წწ.

 განვიხილოთ დასკვნის მაგალითები:

  1. ა) თუ მანქანას საწვავი გაუთავდება, მაშინ ძრავი გაჩერდება.

ბ) მანქანის ძრავი არ არის გაჩერებული.

     მანქანას საწვავი არ გათავებია.

  1. ა) ყველა ადამიანი მოკვდავია.

ბ) ყველა ქართველი ადამიანია.

ყველა ქართველი მოკვდავია.

ამ ტიპის დასკვნებს ძალიან შირად ვიყენებთ ყოველდღიურ და სამეცნიერო საქმიანობისას; ვენდობით და დარწმუნებული ვართ მის სისწორეში. ეს დასკვნები ისეთია, რომ თუ დარწმუნებული ვართ მათი წანამძღვრების ჭეშმარიტებაში, ეს დარწმუნებულობა მთლიანად გადადის მათ დანასკვებზეც და გვჯერა მათი ჭეშმარიტებისაც. (more…)

6. ფორმალური შეცდომები ბჭობაში; ლოგიკის ხელახალი განსაზღვრება. ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წწ.

   მაშინ, როდესაც ბჭობა არასწორია, როდესაც მასში გამოყვანილია ლოგიკურად უმართებულო დასკვნები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა წანამძღვრები ჭეშმარიტი, ხოლო თეზისი ნათლად ფორმულირებულია, ვამბობთ, რომ დაშვებულია „შეცდომა არგუმენტაციაში“ ანუ ე.წ. „ფორმალური შეცდომა“.

    ისევე როგორც ყველა მოვლენასა და საგანში, აზრშიც, მის სახეებში — ბჭობასა და დასკვნაში, შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ შინაარსი და ფორმა .

შენობის (წინადადების) ფორმა გულისხმობს არა იმას თუ რა მასალისგან (შინაარსისგან), რა ელემენტებისგან არაის აგაებული შენობა, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ არიან ეს ელემენტები დაკავშირებული ერთმანეთთან. მსგავსად ამისა ბჭობაც და დასკვნაც ყალიბდება გარკვეული შინაარსობრივი ელემენტებისგან. ბჭობის პროცესი, თითოეული დებულების ჩამოყალიბება ამ შინაარსობრივი ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესია, ხოლო ის, თუ რა წესით, ყაიდით ხდება მათი ეს შეერთება, შეადგენს ბჭობის ფორმას. აქედან ჩანს, რომ ფორმა იგივე აღნაგობის სტრუქტურაა . (more…)

5) “ბჭობის სისწორის პრობლემა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან. 2000-2002 წ.

 გამოცდილება გვასწავლის, რომ არა ყოველი ბჭობით ვაფართოებთ ცოდნას: ზოგჯერ, როდესაც ვცდილობთ ბჭობით დავადგინოთ რაიმე დებულების ჭეშმარიტება, ვერ ვასრულებთ განზრახვას, ვერ ვახერხებთ ამ დებულების ჭეშმარიტების ან მცდარობის დადგენას, მარცხს განვიცდით. მარცხი ბჭობაში არის „ვერდასაბუთება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძალისხმევა, მოტანილი არგუმენტები (საბუთები) და გაკეთებული დასკვნები  (არგუმენტირების პროცესი) ერთობლივად არ წარმოადგენს თეზისის დასაბუთებას, არ არის ადექვატური ან საკმარისი მისი ჭეშმარიტება-მცდარობის დადგენისთვის. (more…)

4. “ბჭობა და დასკვნა”. ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2002 წ.

 

 

შემეცნების მიზანი და მისი შედეგიც, თუკი ის წარმატებით ხორციელდება, არის ფაქტების, ფაქტებს შორის არსებული კავშირების, კანონზომიერებების ცოდნა. ცოდნას ვაყალიბებთ და გამოვთქვამთ ცალკეული წინადადებების ან წინადადებათა ისეთი სისტემის სახით, რომლის ჭეშმარიტებაც ჩვენთვის ცნობილი ხდება შემეცნების პროცესში. როგორ ახერხებს ადამიანი იმის დადგენას, რომ ესა და ეს დებულება, შესაბამისად, მისი გამომთქმელი წინადადება არის ჭეშმარიტი ან მცდარი? უფრო ზუსტად, რას ეყრდნობა ადამიანი როგორც საფუძველს, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას წინადადების ჭეშმარიტების ან მცდარობის თაობაზე? (more…)

3) იგივეობისა და საკმაო საფუძვლის კანონები – ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2001

 

გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონები ფილოსოფიური პრინციპებია. ისინი გამოთქვამენ სამყაროს, სინამდვილის შემეცნების უზოგადეს თავისებურებებს. მიუხედავად მათი სიმარტივისა და სიცხადისა, ეს კანონები საფუძვლად უდევს ლოგიკას. ამიტომ მათ ზოგჯერ “აზროვნების ძირითად კანონებს (აზროვნების უმაღლეს პრინციპებს)” უწოდებენ. ლოგიკის ისტორიაში არსებული ტრადიციის მიხედვით, გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის კანონების გარდა, აზროვნების უმაღლეს პრინციპებად მიჩნეული იყო აგრეთვე “იგივეობის კანონი” და “საკმაო საფუძვლის კანონი”. (more…)

2) ორფასობის პრინციპი: გამორიცხული მესამისა და წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონები. – ლ. მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან 2000-2001

თხრობითი წინადადების შინაარსის ანალიზი ბოლომდე რომ იქნეს მიყვანილი, საჭიროა გაირკვეს მიმართება საგნობრივი ვითარების ორ მდგომარეობას — მის განხორციელებასა და განუხორციელებლობას შორის — და, მშასადამე თხრობითი წინადადების მნიშვნელობებს — ჭეშმარიტებასა და მცდარობას შორისაც.
დღეს ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. კლასიკური თვალსაზრისი, რომელიც უკვე ანტიკურ ხანაში არისტოტელესა და საბოლოო სახით ქრიზიპოსის შრომებშია შემუშავებული, შეიძლება შემდეგი ორი პრინციპის სახით ჩამოყალიბდეს: (more…)

1) ჭეშმარიტება და მცდარობა — ლ.მჭედლიშვილის სალექციო კურსიდან (2000-2001)

ლოგიკური აზროვნება, ლოგიკური საქციელი, ლოგიკური გადაწყვეტილება, ამა თუ იმ მოვლენის, ან მოვლენების ლოგიკა და ა.შ. — ასეთ კონტექსტებში “ლოგიკური”, როგორც წესი, კარგად აწყობილს, დამარწმუნებელს, გონივრულს; კანონზომიერს ნიშნავს, ხოლო “ლოგიკა” — კანონზომიერებას.

მიუხედავად ზემოთქმულისა, აზროვნების ჭეშმარიტება და ლოგიკური გამართულობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის, პირიქით, მათ შორის არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი კავშირი, რის გამოც ცნებები — ჭეშმარიტება და მცდარობა — განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ლოგიკაში. ამიტომ სასარგებლო იქნება თავიდანვე გამოვარკვიოთ ამ ცნებების შინაარსი, ან საზრისი. (more…)