განვიხილოთ დასკვნის მაგალითები:
- ა) თუ მანქანას საწვავი გაუთავდება, მაშინ ძრავი გაჩერდება.
ბ) მანქანის ძრავი არ არის გაჩერებული.
მანქანას საწვავი არ გათავებია.
- ა) ყველა ადამიანი მოკვდავია.
ბ) ყველა ქართველი ადამიანია.
ყველა ქართველი მოკვდავია.
ამ ტიპის დასკვნებს ძალიან შირად ვიყენებთ ყოველდღიურ და სამეცნიერო საქმიანობისას; ვენდობით და დარწმუნებული ვართ მის სისწორეში. ეს დასკვნები ისეთია, რომ თუ დარწმუნებული ვართ მათი წანამძღვრების ჭეშმარიტებაში, ეს დარწმუნებულობა მთლიანად გადადის მათ დანასკვებზეც და გვჯერა მათი ჭეშმარიტებისაც. (more…)