Skip to main content

“ლიტერატურული კრიტიკა როგორც წაკითხვის აქტი” — მ.კ. მამარდაშვილი

                                                                          ( თარგმნილია: http://philosophy.ru – დან)

    მე მსურს გაგიზიაროთ პირადი შთაბეჭდილებანი, მიღებული იმისგან, რასაც უწოდებენ ლიტერატურას და ლიტერატურულ კრიტიკას (მხედველობაში მაქვს, ცხადია, ფილოსოფოსის შთაბეჭდილებანი). ბოლოს და ბოლოს, ფილოსოფიაცა და ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტიც, ხელოვნებისეული ტექსტი, დაიყვანება ცხოვრებისეულ საკითხებზე, ანუ სიყვარულზე, სიკვდილზე, არსებობის საზრისსა და ღირსებაზე, იმაზე, რასაც ჩვენ რეალურად განვიცდით ცხოვრებაში და რასაც მოველით მისგან; და, ცხადია, ვკითხულობთ იმას, რაც ახლოსაა ჩვენს სულიერ გამოცდილებასთან. ის, რაც არ ააღელვებს ჩვენს სულს, ჩვენთვის არცაა ლიტერატურა. ლიტერატურის გარკვეული ნაგლეჯები ჩვენთვის დახურულია უბრალოდ იმის გამო, რომ იგი, ალბათ, არ ეთანადება ჩვენს ცხოვრებისეულ გზასავალსა და უმთავრეს აქტს — საკუთარი თავის გახსნის აქტს იმაში, რასაც გვეუბნება ჩვენ წაკითხულისგან მიღებული შთაბეჭდილება. და მათ ლიტერატურის კრიტიკოსი, ალბათ, არც უნდა შეეხოს. (more…)


“არისტოტელეს, ჰორაციუსისა და ბუალოს ხელოვნების თეორიათა შედარებით-ისტორიული ანალიზი”— ლ.ს. ყიფშიძე

(კრებულიდან — “კულტუროლოგიისა და ესთეტიკის საკითხები”, თბილისი 2005. თ.ს.უ.-ს გამომცემლობა)

    მხატვრულ-შემოქმედებითი პროცესის თეორიული განვითარების გზაზე ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდებით: სამი დიდი მოაზროვნე ერთი სახელწოდების ტრაქტატს ქმნის და, მიუხედავად იმისა, რომ სამ სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნებიან, მათ შორის იდეური შინაარსის მემკვიდრეობა შეინიშნება. მხედველობაში გვაქვს არისტოტელეს „პოეტიკა“ (IV ს. ძვ. წ.), ჰორაციუსის „პოეტიკა ანუ მიმართვა პიზონებისადმი“ (I ს. ძვ. წ.) და ბუალოს  „პოეტიკა“ (XVII ს.). საინტერესოა ამ სამი „პოეტიკის“ შედარებით – ისტორიული ანალიზი. (more…)


“მესამე” მდგომარეობა — მ.კ. მამარდაშვილი

                                                                             (თარგმნილია http:// Phylosophy. Ru — დან)

მე მსურს დავიწყო ჩვენი სოციალური აზროვნების განსაზღვრებით, რაშიც ვგულისხმობ არა სოციალურ მეცნიერებათა დეპერტამენტებში მოღვაწეობას, არამედ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით, ზოგადსამოქალაქო განათლებულობის მდგომარეობას. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა დღესდღეისობით უბრალოდ საშინელია. მაგრამ, იგი, როგორც ჩანს, სხვაგვარი ვრც იქნებოდა. ხალხი, რომელიც ამოვარდა ისტორიიდან და ყოფა-ცხოვრებიდან (მე მხედველობაში მყავს რუსულ სივრცეში მოსახლე ხალხები), შეუძლებელია, ჯანმრთელი დარჩენილიყო. თვით ხალხია დაავადებული. ეს ჩანს იქიდან, თუ როგორ რეაგირებენ ისინი მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ თავზე, ხელისუფლებაზე, გარემომცველ მსოფლიოზე. აშკარაა, რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს დეზორგანიზებულ, გზააბნეულ, გაველურებულ ცნობიერებასთან, რომელიც წარმოდგენადია მხოლოდ ფანტასმაგორიულ სახეებში, (more…)


“დესპოტიზმის ფილოსოფიური საფუძვლები” ს.ლ. ფრანკი

                                                                                                                      

Вопросы Философии;–1992;N-3.С. 114-127

1.

დესპოტიზმი არის ადამიანის ადამიანზე ბატონობა, ბატონობა შეუზღუდველი და მართული მხოლოდ მობატონეს ნებით. ამ უფართოესი აზრ-გაგებით, დესპოტიზმი არის არა ცალსახად პოლიტიკური ცნება, არამედ უზოგადესი სოციოლოგიური და მორალურ-სამართლებრივი კატეგორია. დესპოტიზმი იმდენადვეა შესაძლებელი პირადი, ოჯახური, სამოქალაქო ურთიერთობების სფეროში, რამდენადაც სახელმწიფოებრივი მართვის სფეროში. იგი ყველგან ინარჩუნებს თავის უცვლელ არსებას და ყველგან გულისხმობს, ერთის მხრივ, შეუზღუდველ, ნების-მიერ ბატონობას, ხოლო, მეორეს მხრივ, უუფლებობასა და ბრმა მორჩილებას. დესპოტიზმის ფილოსოფიური დაფუძნება მდგომარეობს იმ პრინციპული მორალურ-სამართლებრივი მოსაზრებების დადგენაში, რომელთაგანაც გამომდინარეობს შეუზღუდველი ბატონობის უფლება და ბრმა მორჩილების ვალდებულება; დესპოტიზმის ფილოსოფიური კრიტიკა დაიყვანება ამ მოსაზრებათა კრიტიკაზე. (more…)


“ფილოსოფიის შესახებ” მ.კ.მამარდაშვილი


                                                            ( вопросы философии.1991.N#5. С. 3-25)
                                                          
    ფილოსოფიის საწყისი —  პრინციპული ვერგაგებაა (გაუგებრობაა), გამბედაობაა, თვით საყოველთაო, ცხადი ჭეშმარიტების წინაშეც კი, იმის თქმისა, რომ: „მე არ მესმის!“
     ამ გამბედაობას ფლობს ძალიან ცოტა ადამიანი და ისიც მხოლოდ მცირე, პრივილეგირებულ მომენტებში ცნობიერების გამძაფრებული განცდა გულისხმობს გარემოსა და საკუთარი თავისგან განდგომას, ჰაერში გამოკიდებულობას (подвешенност), იმ სიცხადის წინაშე პირისპირ დგომას, რაც ამავდროულად შეუძლებელია. თუმცა, შენ ამას ცხადად აღიქვავ. ამგვარ სიცხადეს აქვს ადგილი, მაგ., სამიჯნურო ტანჯვისას, როცა ჩვენ მოულოდნელად ვგებულობთ მიჯნურობის ნამდვილ ბუნებას. ისე ჩანდა, თითქოს ასეთი რამ შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეა. და სწორედ ამაში იგრძნობა გულს მოწოლილი, მჟღერი სიხარული. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია იმასთან, რომ მსგავს მდგომარეობებში ჩვენ განვიცდით ისეთ რამეს, რაც პრინციპულად შეუძლებელია, ადამიანისეული იყოს, ანუ იყოს რეალური ფსიქოლოგოური განცდა. აი, მაგალითად: უანგარო სიყვარული, წმინდა რწმენა და ცნობიერება, ყოველივე ეს — არაგამოცდილებისეულია. ადამიანს არ ძალუძს განიცადოს ის, რაც ანგარიშში არ მიიღება, და მისთვის ზომა-წონა არ გააჩნია. ეს იგივეა, რაც მამის მხრიდან შვილზე მახვილის აღმართისას შეიძლება მოხდეს; მას ხომ არ ძალუძს, რომ არ შეყოყმანდეს და არ გაიფიქროს: „ეს არ მოხდება. ღმერთი არ დაუშვებს ამას!“. და თუ არ ძალუძს, რომ ასე არ მოიქცეს, მაშინ აქ არც გვაქვს საქმე წმინდა რწმენასთან. რისი თქმა მინდა ამით?
      ბიბლიაში ეს ამბავი აღწერილია როგორც წმინდა რწმენითი აქტი, მაგრამ ამავდროულად, როგორც რეალური მოვლენა ადამიანისეული მდგომარეობისა. ეს მდგომარეობანი არის სიმბოლური. სწორედ სიმბოლოები და მათი გამოისობით ქმნილი დროულ-სივრცული დაძაბულობა განსაზღვრავს ადამიანის მიერ განცდად ისეთ მდგომარეობებს, რომელიც შეუძლებელია, მომხდარიყო ბუნებრივად. ასეთი მდგომარეობები არსებითად წარმოადგენს შესაძლებელ შეუძლებლობას, ან შეუძლებელ შესაძლებლობას.

“ლოგიკური გამომდინარეობის ცნებისთვის” — ა. ტარსკი

     (კრებულიდან: “აუცილებლობის საპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, ეინააღმდეგობა”. თბილისი  2009. რედაქტორები: ლ. მჭედლიშვილი და თ. ცხადაძე. თარგმანა ს. ტოტოჩავამ)
 
   
   
   ლოგიკური გამომდინარეობის ცნება არის ერთ-ერთი იმ ცნებათაგან, რომელთა შემოტანა მკაცრი ფორმალური კვლევის სფეროში არ იყო ამა თუ იმ მკვლევარის თავისუფალი გადაწყვეტილების შედეგი; ამ ცნების განსაზღვრებისას ცდილობდნენ თანხმობაში ყოფილიყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენის ჩვეულებრივ გამოყენებასთან. მაგრამ ეს ცდები შეეჯახა სიძნელეებს, ჩვეულებრივ თან რომ ახლავს ხოლმე ასეთ შემთხვევებს. შინაარსიის სინათლის თვალსაზრისით გამომდინარეობის ჩვეულებრივი ცნება არაფრით არ აღემატება ყოველდღიური ენის სხვა ცნებებს. მისი საზღვრები არ არის მკაცრად დადგენილი, ხოლო გამოყენება მერყევია. ნებისმიერი მცდელობა ჰარმონიაში მოეყვანათ ამ ცნების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ბუნდოვანი, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ტენდენცია უეჭველად განწირული იყო მარცხისთვის. თავიდანვე უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტს, რომ ამ ცნების ყოველ ზუსტ განსაზღვრებაში გამოვლინდება მისი მეტად თუ ნაკლებად თვითნებური თავისებურებები.

“სამფასა ლოგიკური სისტემები და მათი ფილოსოფიური საფუძველი” — ს. ტოტოჩავა.

 (კრებულიდან — “აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა”. თბილისი  2009. რედაქტორები: ლ. მჭედლიშვილი და თ.ცხადაძე)
 მრავალფასა ლოგიკის შექმნის მოტივი, ყოველ შემთხვევაში, ი.ლუკასევიჩთან იყო ლოგიკური აპარატის შექმნა ისეთი პრობლემების ანალიზისათვის, რომელთა მიმართ კლასიკური ლოგიკის გამოყენება სიძნელეებს აწყდებოდა. კერძოდ, ლუკასევიჩს სამფასა ლოგიკა ჩაფიქრებული ჰქონდა როგორც ბაზისი არისტოტელეს ფატალისტური არგუმენტის კრიტიკისა და ინდეტერმინიზმის კონცეფციის დაფუძნებისთვის. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ლოგიკოსების ყურადღების არეში ექცევა წინააღმდეგობრივი თეორიების გამოსადეგობის, ვარგისიანობის პრობლემა, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება დახასიათდეს: წინააღმდეგობრივი თეორია, ე.ი. თეორია, რომელშიც მიიღება (მტკიცდება) როგორც რაიმე A დებულება, ისე მისი უარყოფა A, თუკი ის ეყრდნობა კლასიკურ ლოგიკას, იმავდროულად არის ტრივიალურიც_მასში მტკიცდება ამ თეორიის ენის ნებისმიერი B დებულება; თეორიის ტრივიალიზაციას ზოგჯერ მის აფეთქებას უწოდებენ. ზოგიერთი ლოგიკოსის