Skip to main content

ლ. მაკეევა. „კავშირი ენასა და ონტოლოგიას შორის უ.ვ.ო. ქუაინის ფილოსოფიაში“.

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა. ონტოლოგია, რეალიზმი”-ს — რუსული გამოცემიდან.

 

უილიარდ ვან ორმან ქუაინი (1908-2000) გვევლინება ანალიტიკური ფილოსოფიის პირველ და უდიდეს წარმომადგენლად, რომელიც დაიბადა აშშ-ი. მაგრამ, ის მხოლოდ ამით როდი გამოირჩევა ამ ფილოსოფიური მიმართულების წარმომადგენელთა შორის. თუ ანალიტიკურ ფილოსოფოსთა დიდი უმრავლესობა მეოცე საუკუნეში ესწრაფვოდნენ პრობლემათა თანდათანობით და თანმიმდევრულ გადაწყვეტას, არ ზრუნავდნენ რა მიღებული შედეგების ერთიანი სისტემის სახით წარმოდგენაზე, მაშინ ქუაინი — ესაა, უპირატესად, სისტემური ფილოსოფოსი, და მისი ფილოსოფია გამოიყურება, როგორც შეკრული მონოლითი. (more…)


ირაკლი გოგიჩაძე. “პიროვნება გონით აქტებში” (ეგზისტენცი და ტრანსცენდირება)

“ჯერ თქვენ მითხარით, თუ რა არის სიცოცხლე და მერე გეტყვით, თუ რა არის სიკვდილი”.

კონფუცი

 

ამ სტატიაში დასახულ თემატიკას განვიხილავთ წინამორბედ სტატიებში ჩამოყალიბებული ანთროპოლოგიური სურათის ფონზე. ანთროპოსის ჩვენეული სურათი გულისხმობს ოთხ ანთროპულ პლასტს, განზომილებას — ანუ ანთროპოსი ჩვენის წარმოდგენით არაა რაღაც მარტივი, ერთ განზომილებიანი ყოფიერი. ამ პლასტებს შორის ჩვენ ვხედავთ არსებით განსხვავებულობასა და ზეაღმავალობას გარკვეული აზრით: (more…)


ლ. მაკეევა.”რუდოლფ კარნაპის ენობრივი კარკასები”.

 თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

                                

შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ საკითხი მასზე, თუ როგორ დგებოდა და წყდებოდა ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების პრობლემა ლოგიკური პოზიტივიზმის ფარგლებში არის მოგონილ-ნაძალადევი, რამეთუ არცერთი ფილოსოფიური მიმდინარეობა მეოცე საუკუნეში არ გამოხატავდა მეტაფიზიკისადმი ესოდენ უარყოფით დამოკიდებულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენის აზრით, ლოგიკური პოზიტივისტების მიერ ამ მეტაფიზიკური საკითხის გადაწყვეტა მაინც საკმაო ინტერესს იწვევს. (more…)


ლ. მაკეევა. “ლ. ვიტგენშტაინის ლოგიკური ატომიზმი: ენა როგორც რეალობის განსახიერება”.

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან

 

 

ლუდვიგ ვიტგენშტაინის (1889-1951) „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“ იკავებს განსაკუთრებულ ადგილს მეოცე საუკუნეში შექმნილ ფილოსოფიურ ნაშრომებს შორის. ის გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი არაჩვეულებრივი სტილისტიკითა და ორიგინალური აღნაგობით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იდუმალებით, რომლის ბურუსიც გარს აკრავს მის ზოგიერთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იდეას. გარკვეული ხარისხით ეს აიხსნება იმით, რომ ვიტგენშტაინმა, პაულ ენგელმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გარკვეული ლოგიკური დასკვნები გამოიტანა ცხოვრებასთან და სამყაროსთან არსებითად მისტიკური დამოკიდებულებიდან“ (ციტირებულია [Munitz, 1981, p.180] მიხედვით). (more…)


ლ. მაკეევა — „ ბ. რასსელის ლოგიკური ატომიზმი — ენა როგორც სამყაროს სტრუქტურების ამსახველი“.

 

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

 

1918 წელს ბერტრან რასსელმა (1872-1970) ლონდონში წაიკითხა ლექციათა ციკლი, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა ჟურნალ monist”-ში „ლოგიკური ატომიზმის ფილოსოფიის“ სახელწოდებით. ამ ლექციებში მან წარმოადგინა ყოვლისმომცველი ფილოსოფიური სისტემის მონახაზი, სადაც პოსტულირებული იქნა ენასა და სამყაროს შორის არსებული მკაცრი პარალელიზმის იდეა. ამ აღიარებული პარალელიზმის წყალობით მან შესაძლებლად მიიჩნია რეალობის სიღრმისეული სტრუქტურების შემეცნებისთვის ენის ლოგიკური ანალიზის მეთოდების გამოყენება. (more…)


“ლ. მაკეევა. “ენა და ონტოლოგია გ. ფრეგეს ფილოსოფიაში — ფორმალური ენა, ლოგიკური სემანტიკა და სამყარო”.

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

 

   ამ თავში აღიწერება პირველი ეტაპი ანალიტიკური ფილოსოფიის ფარგლებში ენისა და სამყაროს შესახებ წარმოდგენების განვითარებისა. ამ ეტაპზე შემუშავებული ენისა და სამყაროს ურთიერთმიმართების მოდელის მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მასზე დომინანტური გავლენა იქონია გერმანელი მათემატიკოსის, ლოგიკოსისა და ფილოსოფოსის, გოთლობ ფრეგეს იდეებმა. ფრეგეს მიერ შექმნილმა კონცეფციამ ახალი ლოგიკისა, ფორმალურ-ლოგიკური ენისა და ლოგიკური სემანტიკისა მისცა განსხვავებული რაკურსი იმ კავშირების კვლევას, რომელთაც ადგილი აქვთ ენასა და იმას შორის, რის აღსაწერადაც ეს ენა გამოიყენება. ეს რაკურსი სხვადასხვა ვარიაციებში გამოხატეს ისეთმა ფილოსოფოსებმა როგორებიც იყვნენ — რასსელი, ვიტგენშტაინი და კარნპი. (more…)


ლ. მაკეევა. „ენისა და რეალობის ურთიერთმიმართების მოდელები მე-20 საუკუნის ანალიტიკურ ფილოსოფიაში“

თარგმნილია ლ. მაკეევას წიგნის — “ენა, ონტოლოგია, რეალიზმი” — რუსული გამოცემიდან.

ენის ანალიზი არის ერთგვარი გასაღები და ის ემსახურება რალობის სტრუქტურებისა და შინაარსის გამოვლენას. ამგვარია ანალიტიკური მეტაფიზიკის შემქმნელთა პოზიცია, რომელნიც დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ განიხილავენ რა ენის ფენომენს, მის ზოგად შტრიხებსა და ფუნქციონირების მექანიზმებს, ამით, პარალელურად შეძლებენ შეიქმნან წარმოდგენა სამყაროს ონტოლოგიურ წყობაზეც, ანუ დაადგენენ იმასაც, თუ რას გააჩნია არსებულის სტსტუსი. ცხადია, აქ საქმე არ ეხება ცალკეული, კონკრეტული ნივთების არსებობას, რამეთუ, ამ უკანასკნელთა მიმართ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ემპირიული გზით. საუბარია უპირატესად ისეთ, განსაკუთრებულად ზოგად კატეგორიებზე, როგორიცაა ფიზიკური საგნები და პროცესები, თვისებები და მიმართებები, აბსტრაქტული ობიექტები — მაგ., რიცხვები და სიმრავლეები, ფსიქიკური ფენომენები და ა.შ. (more…)


ლ. მაკეევა. “შესავალი ანალიტიკურ მეტაფიზიკაში”.

 თარგმნილია წიგნის – „ენა, ონტოლოგია და რეალიზმი“ — რუსული გამოცემიდან.

 

   მეოცე საუკუნის დასაწყიში ჩასახული ანლიტიკური ფილოსოფია, მოასწავებდა „რადიკალურ განხეთქილებას, განდგომას თავბრუდამხვევი მეტაფიზიკური ტრადიციისგან” (სტრაუდი, 1998, C. 510). ოღონდ, ანალიტიკურ ფილოსოფოსთა ერთი ნაიწილისთვის ეს განხეთქილება ნიშნავდა მეტაფიზიკაზე უარის თქმას ზოგადად, მის ნებისმიერ გამოვლინებაში, ხოლო მეორეთათვის — პრინციპულად ახალი ტიპის მეტაფიზიკური თეორიის შექმნას. ახალი მეტაფიზიკის შექმნაში ხედავდნენ უმთავრეს ამოცანას ბერტრან რასელი და ის ფილოსოფოსები (პირველ რიგში, უ.ვ.ო. ქუაინი და პ. სტროსონი), რომლებმაც მეოცე საუკუნის შუა წლებში, ე.ი. ანალიტიკურ ფილოსოფიაში ანტიმეტაფიზიკური განწყობის ოცდაათწლიანი ბატონობის შემდეგ, ითავეს მეტაფიზიკის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამოსული მოძრაობის წინამძღოლობა. აქედან მოყოლებული, ანალიტიკურ ფილოსოფოსთა შორის კვლევის ამ სფეროსადმი ინტერესი განუხრელად იზრდება. (more…)


სერგი დანელია. “კანტის ეთიკის ფორმალური ხასიათი”

(თარგმნილია ს.დანელიას წიგნის — “ნარკვევები ანტიკური და ახალი ფიოსოფიის ისტორიაში” თბილისი 1986 — რუსული გამოცემიდან)

 

 

1.

 

ადამიანის ცნობიერი ყოფის მრავალფეროვნებაში გამოირჩევა ერთი მნიშვნელოვანი უნარი — ესაა უნარი შეფასებისა. ადამიანი აფასებს გარემომცველ მოვლენებს. შეფასება ხორციელდება ორი კრიტერიუმის თანახმად — ჭეშმარიტება და სიკეთე (more…)


ი. გოგიჩაძე. „ანთროპოსის ღირებულებითი ორიენტირები” (ნიჰილიზმი და თავისუფლება)

 (კრებულიდან – “ფილოსოფიური ძიებანი” N- 21, 2017 წ)

ნიჰილიზმი იმ მდგომარეობას აღნიშნავს, როცა ადამიანი მხედველობიდან ჰკარგავს წარმავალი არსებობის იქით „სხვა არსებობისადმი“, მარადისობისადმი ზიარების პერსპექტივას.

ზურაბ კაკაბაძე („ფილოსოფიური საუბრები“, თბილისი 1988 წ., გვ.84)

 

  1.  1. ჩვენი სტატიის მიზანი არაა აქსიოლოგიური. მართალია, ღირებულება აქსიოლოგიური კატეგორიაა და მასთან დაკავშირებულ აქსიოლოგიურ კონტექსტს გარკველწილად ანგარიში უნდა გავუწიოთ, თუმცა ეს კონტექსტუალური ასპექტები წინამდებარე სტატიაში მართული იქნება ანთროპულ ყოფიერებასთან დაკავშირებული ნიუანსებით და მას ერთგვარი გამოყენებითი ფუნქცია დაეკისრება. კერძოდ, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ე.წ. „ღირებულებით შკალას“, რომელიც საყოველთაოდაა მიღებული და აქსიოლოგიის ქვაკუდხედად წარმოგვიდგება.

(more…)