Skip to main content

გოთლობ ფრეგე – “საზრისსა და ნომინატზე”([1])

სტატია დაიბეჭდა კრებულში “აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა”, ლ. მჭედლიშვილისა და თ.ცხადაძის რედაქტირებით, თბილისი 2009 წ. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო თამარ ცხადაძემ.

 

 

[25] ტოლობა[2] მასთან დაკავშირებულ ბევრ ისეთ კითხვაზე

დაგვაფიქრებს, რომლებზეც იოლი არ არის პასუხის გაცემა.

არის ის მიმართება? მიმართება საგნებს შორის? თუ საგნების

სახელებს ან ნიშნებს შორის? მე ეს მეორე თვალსაზრისი გავი-

ზიარე ჩემს Begriffsschrift-ში. მის სასარგებლოდ შემდეგი საბუ-

თები უნდა არსებობდეს: “A=A” და “A=B” აშკარად გნსხვავებუ-

ლი შემეცნებითი ღირებულების მქონე წინადადებებია: “A=A”

აპრიორულად მართებულია და კანტის მიხედვით ანალიზური

უნდა ეწოდოს, ხოლო “A=B” ფორმის წინადადებები ხშირად

შეიცავს ჩვენი ცონის უაღრესად ღირებულ გაფართოებას და

ყოველთვის აპრიორულად ვერ დაფუძნდება. (more…)


თ. ცხადაძე — “ვიტგენშტაინის პირადი ენის არგუმენტის ინტერპრეტაციები”

 სტატია დაიბეჭდა კრებულში “შემეცნება და ზნეობა: ფილოსოფიური წერილები” (გამომცემლობა “ნეკერი”, თბილისი 2012 წ. რედაქ.: თ. ირემაძე, თ. ცხადაძე, გ. ხეოშვილი), რომელიც მიეძღვნა ლ. მჭედლიშვილის 75 წლის იუბილეს. 

 

ვიტგენშტაინის  ‘’მეორე’’,  ანუ  გვიანდელი  ფილოსოფიის  ერთ-

ერთი ყველაზე მეტად გახმაურებული და ხშირად განხილული ასპექტია

მის  ‘’ფილოსოფიურ  გამოკვლევებში’’  წარმოდგენილი  მოსაზრებები

 პირადი ენის შეუძლებლობის შესახებ[1].  ტექსტის სხვადასხვა ადგილას

გაბნეულ მოსაზრებათა ამ ჯგუფის — მას  ანალიზურ ფილოსოფიაში

ხშირად უწოდებენ ‘’ვიტგენშტაინის პირადი ენის არგუმენტს’’ — ბევრი

ალტერნატული  ინტერპრეტაცია  არსებობს. (more…)


„ლერი მჭედლიშვილის ხსოვნისთვის“

„ლერი მჭედლიშვილის ხსოვნისთვის“

 

 

2011 წელს ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებელს, ლოგიკოს ლერი მჭედლიშვილს, 75 წელი შეუსრულდა. ის შესანაიშნავად გამოიყურებოდა და არანაირ ეჭვს არ ბადებდა, რომ კიდევ დიდხანს შეძლებდა თავისი ცოდნის ახალ-ახალი თაობებისთვის გადაცემას.

დიდად სამწუხაროა, რომ 2013-მა წელმა ჩვენი იმედი გააქარწყლა და ეს შესანიშნავი პედაგოგი და მეცნიერი ჩამოგვაშორა. მთელი ქვეყანა უნდა დარდობდეს მისნაირი თანამოქალაქის მოსაკლისებას. საუბედუროდ, ასეთ, მართლაც შესანიშნავ ადამიანებს, ყველაზე სალახანა პოლიტიკოსსა თუ შოუ-ბიზნესის ნებისმიერ წარმომადგენელზე ცუდად იცნობს ხალხი.

ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მისი გარდაცვალებით საქრთველოში ლოგიკაც (როგორც მეცნიერული დისციპლინა) მოკვდა.

სანამ ცოცხლები ვიქნებით ყოველთვის გვემახსოვრება ბატონი ლერის არაჩვეულებრივი ლექციები და მასთან ურთიერთობის მარვალი სასიამოვნო მომენტი.


ირაკლი გოგოჩაძე “ადამიანის ანთროპოლოგიური სურათი რუსულ კლასიკურ ფილოსოფიაში“

                   (კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” – N-17)                                                                                      

  „პიროვნული ქმედება — ისაა, რომლისთვისაც საჭირო არაა რაიმე მიზეზებზე              მითითება…მისი ქმედებისთვის არ არასებობს პირობითი საფუძვლები“.(13.გვ.5-19)  

                                                                                                                                   მ.მამარდაშვილი

                                                                             შესავალი

 

კლასიკურ რუსულ ფილოსოფიაში ჩვენ ვგულისხმობთ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე იმ ფილოსოფოსებს, რომელებიც იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში ბოლშევიკური დიქტატურის გამო: “1922 წელს საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა ასობით პროფესრი და მწერალი მათ იდეოლოგიასთან უთანხმოების ბრალდებით და გაასახლა ისინი საზღვარგარეთ. ფილოსოფოსებიდან მათ შორის იყვნენ ნ.ბერდიაევი, ბულგაკოვი, ი.ილინი, ლაპშინი, ფრანკი, კარსავინი და პირადად მე” (ანუ ნ. ლოსსკი — ი.გ.)(1.გვ.268). (more…)


“საწყის-დისციპლინარული განსაზღვრების რამდენიმე ასპექტი”- ი. გოგიჩაძე, ს. ტოტოჩავა

(კრებულიდან – “შემეცნება და ზნეობა”(ფილოსოფიური წერილები) თბილისი-2012, რომელიც მიეძღვნა ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, შესანიშნავი ლოგიკოსის ლ. მჭედლიშვილის 75-ი წლის იუბილეს)

                                       1. არისტოტელე განსაზღვრების შესახებ

   არისტოტელეს თვალსაზრისი განსაზღვრების შესახებ ორგანულადაა დაკავშირებული ისეთ ლოგიკურ-ფილოსოფიურად მნიშვნელოვან ცნებებთან, როგორიცაა: დასაბუთება, სახე, გვარი, სპეციფიკური ნიშანი, შემთხვევითი ნიშანი და საერთოდ მეცნიერული ცოდნის განვითარება. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის სწორი მიმართულებით წარმართვის ერთ-ერთ მომენტს არისტოტელე ისეთი ცნებების ბუნების, მათ შორის ურთიერთმიმართების დადგენასა და მათი ერთმანეთში აღრევის თავიდან აცილებაში ხედავს, როგორებიცაა: პოსტულატი, ვარაუდი, განსაზღვრება და დასაბუთება (დამტკიცება). (more…)


“ხსნა და შემოქმედება”-(ქრისტიანობის ორგვარი გაგება) — ნ.ა. ბერდიაევი

(თარგმნილია:http//philosophy. ru – დან)

                                 ეძღვნება ვლადიმერ სოლოვიოვის  ხსოვნას

ემსახურეთ ერთმანეთს ყველა, იმ ნიჭიერებით,რაც  მიგიღიათ, როგორც ღვთაებრივი სათნოების კეთილი აღმშენებლები. (1 პეტრე. 4:10)

                                                                              1

ურთიერთმიმართება ადამიანის ხსნისა და ადამიანური შემოქმედებითობის გზებს შორის წარმოადგენს ჩვენი ეპოქის ყველაზე ცენტრალურ, ყველაზე მტანჯველ და ყველაზე მწვავე პრობლემას. ადამიანი იღუპება, და მას სწყურია ხსნა. მაგრამ ადამიანი თავისი ბუნებით არის, აგრეთვე, შემოქმედი, შემქმნელი, ცხოვრების აღმშენებელი, და შემოქმედებითობის წყურვილი მასში არასოდეს ნელდება. შეუძლია კი ადამიანს, ერთდროულად ხსნასაც ესწრაფოს და შემოქმედებასაც? როგორ გავიგოთ ქრისტიანობა: ქრისტიანობა მხოლოდ სამუდამო სასუფევლისთვის სულის ხსნის (ცხონების) რელიგიაა თუ ქრისტიანული ცნობიერება მართებულად მიიჩნევს, აგრეთვე, ცხოვრების უმაღლეს გამოვლინებასაც, — შემოქმედებას?

(more…)


“რუსული ფილოსოფიის დამახასიათებელი ნიშნები” — ნ.ო. ლოსსკი

(ნ. ლოსკის წიგნიდან „რუსული ფილოსოფიის ისტორია“, მოსკოვი. 1991)

ფილოსოფია – ესაა მეცნიერება. როგორც ყველა სხვა მეცნიერება, ფილოსოფიაც მიელტვის მკაცრად დასაბუთებადი ჭეშმარიტებების დადგენას არა რომელიმე რჩეული ერებისა და ხალხებისთვის, არამედ ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის. ოღონდ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ფილოსოფია არის მეცნიერება ერთადერთი და განუმეორებელი თავის თავად, და გამოირჩევა სხვა მეცნიერებებისგან ორი დამახასიათებელი თავისებურებით. აანალიზებს რა სამყაროს ყოფიერების ბუნებას, ფილოსოფიას ეს ანალიზი მიჰყავს უკიდურეს მიჯნამდე, ანუ იმეცნებს არა მხოლოდ ასპექტებს, რომელნიც უკვე აღარ ექვემდებარებიან არავითარ ანალიზს და შეადგენენ უფრო განზოგადებული იდეებისა და დებულებების შინაარსს. ამ ამოცანას რომ წარმატებულად გაართვას თავი, ფილოსოფოსს უნდა გააჩნდეს სპეკულაციის, ანუ ინტელექტუალური ინტუიციის უნარი, რომელიც მასში მათემატიკოსზე უკეთესადაც კი უნდა იყოს განვითარებული. მეორეს მხრივ, სამყაროს ძირითადი ელემენტებისა და ასაპექტების შემეცნების პროცესში ფილოსოფიამ უნდა გამოააშკარაოს მათ შორის არსებული შინაგანი კავშირი, ის კავშირი, რომელიც ქმნის სამყაროს როგორც მთელს. სამყაროს შემეცნება მის მთლიანობაში არის კოსმოლოგიის, მეტაფიზიკის შემადგენელი ნაწილის, საქმე. კოსმოლოგია მიემართება ისეთ მნიშვნელოვან კონკრეტულ და კერძო ელემენტებს, როგორიცაა ბიოლოგოური ევოლუცია და კაცობრიობის ისტორია. აქაედან ამოსვლით ფილოსოფიამ უნდა უპასუხოს კითხვას იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს მათი საზრისი, რა ადგილი განეკუთვნებათ მათ სამყაროს მთლიან სურათში. არკვევს რა ამგვარ საკითხებს, ფილოსოფოსი რწმუნდება იმაში, რომ მათი შემეცნებისთვის სასარგებლოა ესთეტიკური ჭვრეტის მოშველიება. (more…)


„მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება“ — ნ.ა. ბერდიაევი

„Вестник русского западно-европейского патриаршего екзархата„ / Париж; N- 11. 1952 г. Стр. 4-11

ქრისტიანული სამყარო ცუდად იცნობს მართლმადიდებლობას. იცის მისი მხოლოდ გარეგნული და უპირატესად უარყოფითი მხარეები, მაგრამ არა შინაგანი, სულიერი სიმდიდრე მართლმადიდებლური ეკლესიისა. მართლმადიდებლობა იყო ჩაკეტილი, პროზელიტისტურ სულისკვეთებას მოკლებული და არ უხსნიდა თავს გარესამყაროს. ძალზე დიდხანს მართლმადიდებლობას არ გააჩნდა ისეთი მსოფლიო მნიშვნელობა, ისეთი აქტუალური როლი ისტორიაში, როგორიც კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს. იგი განზე იდგა ჟინმორეული რელიგიური ბრძოლებისგან საუკუნეების განმავლობაში, ასწლეულობით იმყოფებოდა დიდი იმპერიების მფარველობაში (ბიზანტია და რუსეთი) და იუნჯებდა მარადიულ ჭეშმარიტებას მსოფლიო მოვლენათა დამანგრეველი პროცესების თაობაზე. მართლმადიდებლური რლიგიური ტიპისთვის დამახასიათებელია ის, რომ იგი არ ყოფილა სათანადოდ აქტუალიზირებული და გამომჟღავნებული გარემოცვისთვის, არასოდეს ყოფილა მებრძოლი, მაგრამ სწორედ ამიტომ ქრისტიანული გამოცხადების ზეციური ჭეშმარიტება მასში ყველაზე ნაკლებ დამახინჯდა. მართლმადიდებლობაა ქრისტიანობის ის ფორმა, რომელიც ადამიანური ისტორიის მსვლელობაში, თავისი არსებით, ყველაზე შეურყვნელად შემოინახა. მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა ისტორიული ცოდვითდაცემის მომენტები, ძირითადად სახელმწიფო-საერო ყოფისაგან გარეგნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების გამო, მაგრამ თავად საეკლესიო მოძღვრება, თავად შინაგანი სულიერი გზა არ დაქვემდებარებია გადაგვარებას. (more…)


“ნება და ადამიანის ყოფიერების მთლიანობა”– ი.რ. გოგიჩაძე

                                                                     (კრებულიდან – “ფილოსოფიური ძიებანი”, N-16)

                                                                     1.

   წინამდებარე სტატიაში ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ნების ფენომენი — კერძოდ, მისი გამოვლენა ადამიანური ყოფიერების ფენობრივ სტრუქტურებსა და მისი პიროვნული მთლიანობის ფორმებში. წინამორბედ სტატიებში(იხ., „ფილოსოფიური ძიებანი“N-13,N-14,N-15), რომელთა თემატიკას ეხლაც ვაგრძელებთ, ადამიანური ყოფიერების სამი ფენობრივი სტრუქტურა გამოვყავით: 1)ემპირიული სუბიექტ-ობიექტი; 2)რაციონალური სუბიექტ-ობიექტი და 3) მოფიქრალი “მე”. შემდგომ კი ჩვენ განვიხილეთ პიროვნების ფენომენი, როგორც აღნიშნულ სტრუქტურულ დიფერენციაზე მაღლა მდგომი, როგორც ადამიანური ყოფიერების გამთლიანებული ერთიანობა. შესაბამისად, ნების ფენომენიც განიხილება ამ სამ სტრუქტურასთან და პიროვნებასთან დამოკიდებულებაში.     (more…)


“ადამიანი-მასა და Man-ი” — ი.რ. გოგიჩაძე

( კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-15, თბილისი, 2011)

ჩვენ ვაგრძელებთ ორი წინამორბედი სტატიის–“იმანენტიზაციის გზა და ფილოსოფიური ანთროპოლოგია”(1…) და “პიროვნება და ადამიანური ყოფიერების მთლიანობა”(2…) – თემატიკას, რომლის კონტექსტიდან გამომდინარეც გამოვყოფთ სამ ძირითად ანთროპოტიპს: 1) ადამიანი-მასა; 2) ინდივიდუალი; 3) პიროვნება. შესაბამისად ამისა, მართებულად გვესახება ფილოსოფიური ანთროპოლოგიის სამი შტოს ან ქვედისციპლინის—1)მასის ანთროპოლოგია; 2)ინდივიდის ანთროპოლოგია; 3)პიროვნების ანთროპოლოგია – არსებობა. თუმცა, ყოველივე ამის სისტემატიზაცია არა სტატიათა ამ რიგის, არამედ, მომავალი სიღრმისეული კვლევების საქმეა.

წინამდებარე სტატიაში შევეცდებით ადამიანი-მასის და მან-ის ბუნებასთან დაკავშირებულ პრობლემათა  წრეში შესვლას და მისი ანთროპოტიპული სურათის კონტურების მოხაზვას. (more…)